NoMansSky_SpaceStationTube.0.02014 წელი თამაშების გამოშვების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი იყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მომავალზე უნდა ვორიენტირდეთ, შეიძლება ითქვას, რომ 2015 შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს. წელს ვიხილავთ რამდენიმე ყველაზე დიდი ფრანჩაიზის გამოსვლას, ისეთების, როგორიცაა “The Legend of Zelda”, “Halo” და ასევე ახალი სახელის მქონე თამაშებს, როგორიცაა “No Man’s Sky”. რა თქმა უნდა, გამოვა ძალიან ბევრი სხვა თამაში, რომელთა შესახებ ჯერჯერობით წარმოდგენაც კი არ გვაქვს, (მაგალითად, “Threes”-ს მსგავსი მობილური თამაშები). ახლა კი წარმოგიდგენთ 10 თამაშს, რომელთა კონსოლში გაშვება ყოველ ჩვენთაგანს ძალიან აინტერესებს.

 

Star Wars: Battlefront

“Star Wars”-ის მანია კვლავ დაბრუნდა ახალი ფილმების წყალობით. ამ თამაშის ნახვისას ნამდვილად არ არის რთული აღვფრთოვანდეთ იმ ფაქტით, რომ “Battlefront” სრულიად ახალი სახით მოგვევლინება. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით საკმარისი თამაშზე, თუმცა იგი მოიცავს “Hoth”, “Speederbikes” და “AT-ST Walkers”-ს. მართლაც რომ, სხვა არაფრის ცოდნა არაა საჭირო.

პლატფორმა: PC, Xbox One, PS4;    გამოსვლის თარიღი: 2015-ის არდადეგები

 

No Man’s Sky

თამაშის ყოველი ახალი ტრეილერი უფროდაუფრო გვაფიქრებს მის შეუძლებლობაზე. თუმცა, რაღაცნაირად მცირე სტუდია გაერთიანებულ სამეფოში ახერხებს შექმნას უსასრულო, პროცედურულად წარმოშობილი სამყარო, რომელიც ჰგავს 1970-იანებში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ნოველის ვერსიას. იგი შეიძლება იყოს აქამდე ყველაზე ამბიციური თამაში, რომელიც კი გამოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეკლამის შემდეგ საკმაოდ რთული იქნება ყველას იმედის გამართლება, თუმცა ჩვენ მას მოუთმენლად ველით.

პლატფორმა: PC, PS4;     გამოსვლის თარიღი: 2015

 

Final Fantasy XV

საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც “Final Fantasy XV”-ს ფანებს რაღაც აღაფრთოვანებდა, ამიტომაც, სიფრთხილეა საჭირო სერიის ახალი თამაშის გამოშვებისას, თუმცა ეს თამაშის მშვენიერებას ნამდვილად არ აკნინებს. ჯერჯერობით ცნობილი არაა გამოსვლის თარიღი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ სიხშირეს, რომლითაც “Enix” ახალ ტრეილერებს უშვებს, არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ თამაში შეიძლება 2015 წლის დეკემბერშიც გამოვიდეს.

პლატფორმა: PS4, Xbox One;    გამოსვლის თარიღი: უცნობია

 

Batman Arkham Knight

ბეტმენის “Arkham Knight”-ს სერიები ყოველთვის დიდებული იყო და, შესაძლოა, ლიცენზირებული თამაშის ყველაზე კარგი მაგალითიც. მაშ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს უკვე წარმატებული ფორმულა? გავხადოთ ბეტმენი კიდევ უფრო დიდი სოციოპათი და მივცეთ მას “Batmobile”, რომლითაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. მგონი, ეს მეთოდი გაამართლებს.

პლატფორმა: PS4, Xbox One, PC;     გამოსვლის თარიღი: 2 ივნისი, 2015

 

Below

რას ვიღებთ, როდესაც ვთამაშობთ და გავდივართ უკვე კარგად გამოცდილ “Legend of Zelda“-ს ბნელ და სახიფათო “Dark Souls”-ის სამყაროში? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია – “Below”, “Capy Games”-ის მორიგი გამოშვება, რომელიც წარმოადგენს “Super Time Force”-ს სტუდიოსა და  გახლავთ თანადამპროექტებელი iOS თამაშისა “Superbrothers: Sword & Sworcery EP”.

პლატფორმა: Xbox One, PC;    გამოსვლის თარიღი: უცნობია

 

The Legend of Zelda

“Nintendo” ბოლო დროს წარმატებას აღწევს და დროდადრო უშვებს ახალ, შესანიშნავ თამაშებს არანაკლებად აღსანიშნავ კონსოლ “Wii U”-სთვის. თუმცა, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გველის. “The Legend of Zelda“-ს მორიგი გამოცემა, აქამდე გამოშვებულებთან შედარებით, ყველაზე დიდი ჩანს, “Hyrule”-ს უზარმაზარი სამყაროს ვერსია, რომელიც ასევე მოიცავს “Skyrim”-ის მსგავსი თამაშების ძირითად ელემენტებს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ “Wii U”-სთან დაკავშირებით, შეიძლება, ზუსტად ეს თამაში იყოს გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნის მიღებისას.

პლატფორმა: Wii U;    გამოსვლის თარიღი: 2015

 

Halo 5: Guardians

“Halo”-ს ახალი თამაში, თავისთავად, გასაოცარია, თუმცა კონკრეტულად “Guardians” კიდევ უფრო დამაინტრიგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ თამაშის მულტიფლეიერი ვიხილეთ, ესეც კი საკმარისზე მეტია. თამაშის შინაარსი და მიმდინარეობაც კი გვახსენებს, თუ რატომ გვიყვარდა ამ თამაშის სერიები პირველ რიგში.

პლატფორმა: Xbox One;    გამოსვლის თარიღი: 2015

 

Bloodborne

“Dark Souls“-ის ურთულესი თამაშებისგან სიამოვნების მიღება ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე არის გათვლილი, რამეთუ ისინი ყველას არ მოსწონს. და ამ კონკრეტულ ადამიანებს ასევე არანაკლებ ხიბლავთ საშიში გოთიკური არქიტექტურა, უზარმაზარი საბრძოლო ნაჯახები და შემაძრწუნებელი ეშმაკის ძაღლები. ზუსტად ამ ჩამოთვლილი მიზეზებით არის “Bloodborne” მაცდური. მოემზადეთ არაერთხელ სიკვდილისათვის – და გიყვარდეთ.

პლატფორმა: PS4;     გამოსვლის თარიღი: 24 მარტი, 2015

 

Titan Souls

მხოლოდ რამდენიმე თამაში თუ ქმნიდა “PS2”-ის კლასიკური თამაშების – “Shadow of the Colossus”-ის ატმოსფეროს, თუმცა “Titan Souls” შეიძლება ამასთან ახლოს იყოს -მხოლოდ 2D-ში. პიქსელებიანი თავგადასავალი გვპირდება გიგანტურ ბოსებს, შთამბეჭდავად ლამაზი სამყაროების გაცნობას და ხასიათის შესაქმნელ შესაფერის მუსიკას. მთავარი მოულოდნელობა? შენ მხოლოდ 1 ისარი გაქვს ამ გიგანტების დასამარცხებლად.

პლატფორმა: PS4, Vita, PC, Mac, Linux;    გამოსვლის თარიღი: 2015 წლის პირველი კვარტალი

 

Persona 5

იაპონური თამაშები ნამდვილად აღარ ჰგავს თავის ძველ სახეს. ერთ დროს “Final Fantasy” და “Chrono Trigger” იყვნენ კონსოლების უდიდესი თამაშები, თუმცა ეს ჟანრი ნელ-ნელა დეგრადირდა. ფანების სასიხარულოდ, “Persona”-ს სერიები გრძელდება და, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჯერჯერობით მასზე ბევრი არაფერი ვიცით, მხოლოდ სახელი საკმარისია გაოცების გამოსახატად.

პლატფორმა: PS3, PS4;    გამოსვლის თარიღი: 2015

ადაპტირებული თარგმანი The Verge-ის სტატიიდან

აქედან რომელი თამაშის გამოსვლას ელოდებით ყველაზე მეტად?

Comments

comments