ალბათ ყველას გინახავთ ეს ლოგოები თქვენი თამაშების დისკებზე, ყუთებზე, პოსტერებზე და ა.შ.

გიფიქრიათ მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს ლოგოები? არა ხო? არც მე! 

საქმე იმაშია რომ ეს საქართველოა და თითქმის არ არსებობს რეგულაციები თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ჩრდილოეთ ამერიკაში კი არც ისე შორეულ 1992 წელს ჩამოაყალიბეს სპეციალური ორგანიზაცია ESRB (Entertainment Software Rating Board) რომელიც განიხილავს ვიდეო თამაშებს და სხვ. გასართობ პროგრამებს.  მათ თავიანთი შეფასების სისტემა გააჩნიათ რომლის საშუალებითაც ადგენენ რა ტიპის მომხარებლისთვისაა გათვლილი ესა თუ ის თამაში.  თამაშებზე დატანილი ლოგოები რამდენიმე სახისაა და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს.

გთავაზობთ მათ განმარტებებს:

EARLY CHILDHOOD – ადრეული ბავშობა თამაშები რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლოგო EC (Early Childhood) არის ისეთი შინაარსის რომელიც შეეფერება ადრეული ასაკის (დაახლოებით 3 წლის) ბავშვებს. ამ რეიტინგის მქონე თამაშებში ვერ ნახავთ იმ ათასგვარ საზიზღრობას რომელიც ბავშმა არ უნდა ნახოს 🙂
EVERYONE თუ თამაშს აქვს ლოგო E (Everyone) ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 6 წლის ასაკიდან ზევით. ამ კატეგორიაში გაერთიანებულ თამაშები შეიცავს მინიმალურ კარიკატურიზმს, ფანტაზიას, ალკოჰოლის, წამლის პროპაგანდას და ძალადობას ან ძალადობის შემცველ ტექსებს.
EVERYONE 10+ თუ თამაშს აქვს ლოგო E10+ (Everyone 10 and older)ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 10 წლის ასაკიდან ზევით.ასეთი თამაშები შეიცავს უფრო მეტ ფანტაზიას, ძალადობას და ალკოჰოლ-წამლის პროპაგანდას ან მინიმალურ მაცდურ თემებს ვიდრე E (Everyone) რეიტინგის მქონე თამაშები.
TEEN T (Teen) ამ ტიტულის მქონე თამაშები დაშვებულია თინეიჯერებისთვის ანუ 13 წლიდან ზევით. ამ კატეგორიის თამაშები შეიძლება შეიცავდეს ძალადობას, მაცდურ თემებს, მკვახე იუმორს, მინიმალურად სისხლს, სიმულირებულ აზარტულ კონტენტს და იშვიათად გამოყენებულ ჟარგონს.
MATURE M (Mature) ამ ტიპის თამაშები დაშვებულია 17 წელს ზევით ასაკისათვის. ამ კატეგორიის თამაშებში შეხვდებით ინტენსიურ ძალადობას, დაჭრას და სისხლს, სექსუალურ კონტენტს და რათქმაუნდა ჟარგონულ ტექსტებსაც.
ADULTS ONLY AO (Adults Only) ამ ტიპის თამაშები 18 წლამდე დაუშვებელია. ასეთი თამაშები შეიცავენ ძალადობის მუდმივ ზემოქმედებას, გრაფიკულ სექსუალურ შინაარსს და სიშისვლეს.
RATING PENDING RP (Rating Pending) ასეთი ლოგო ნიშნავს რომ თამაში ჯერ კიდევ განიხილება ორგანიზაცია “ESRB”-ში. ასეთი ლოგო ენიჭება ჯერ კიდევ არ გამოსულ თამაშებს, რომლის მხოლოდ ტრეილერები და რელიზებია გავრცელებული.

იმედია ეს ინფორმაცია მშობლებს გამოგადგებათ.