6767

ალბათ გახსოვთ დრო სახლში კომპიუტერი ან კონსოლი იშვიათი ფუფუნება რომ იყო და სხვადასხვა თამაშების სათამაშოდ, მთელი “გეიმერთა კასტა” ინტერნეტ კაფეებში დავდიოდით. იმ დროის ბევრ ჰიტი დღესაც ჰიტად რჩება, თუმცა დღევანდელ დროსთან შესაბამისი ვერსიით და დახვეწილობით. დღეს, ერთ-ერთი ასეთი ჰიტის შთამომავალზე – Grand Theft Auto V-ზე მოგითხრობთ.

 

ვირტუალური რეალობა

ანდერძიდან თუ ტრეილერებიდან გამომდინარე Rockstar Games-ის Grand Theft Auto V-მა დიდი მოლოდინები გააჩინა. თამაშის მომზადებაში უამრავი დრო და ფული დაიხარჯა. როგორც ირკვევა პროექტის ღირებულება 266 მილიონი დოლარია. ეს ინვესტიცია კი მხოლოდ წინასწარი შეკვეთებითვე ამოიღეს, რამაც ის არამხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული – არამედ ყველაზე შემოსავლიანი თამაში გახადა გეიმინგის ისტორიაში.

როგორც ჩანს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) გავრცელებულმა პირატული ვერსიების ტალღამ კომპანია აიძულა რომ თავიდან თამაში მხოლოდ კონსოლებზე გამოეშვათ. ამით Rockstar-მა თავიდან აირიდა მილიონობით დოლარი დანაკარგის სახით, ვინაიდან მოგეხსენებათ რომ ზოგადად კონსოლებზე დისკების დაჰაკვა ბევრად რთულია – ახალი თაობის კონსოლებზე კი პრინციპში შეუძლებელი.

რაც შეეხება თამაშის გრაფიკას Rockstar Games-ი ისევ შეეცადა მოეწყო ახალი რევოლუცია დეტალიზირებული გეიმფლეითა და დიდი სამყაროთი, თუმცა საკითხავია ეს რამდენად გამოუვიდა. ალბათ 2-3 წლის წინ ეს თამაში დიდი ნაბიჯი იქნებოდა გრაფიკული თვალსაზრისით, მაგრამ დღეს მის გრაფიკას Battelfield 4 ან თუნდაც Titanfall-ს უფრო გავუტოლებდი, რაც ნიშნავს რომ ახალი GTA V -ის გრაფიკა დახვეწილია მაგრამ არა უბადლო.

The Verge-ის ფოტო კოლექცია:

შეიძლება ითქვას რომ Rockstar-ის გუნდმა ოპტიმალურად ვერ მოახერხა მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენება. თამაშის პირველი ვერსიები სავსე იყო „ბაგებით“ რომლის გამოსასწორებლადაც მართალია დროს არ იშურებენ, მაგრამ  ძველების სიას საკმაოდ ბევრი ახალი უერთდება. მაგალითად თამაშის პროცესში შესაძლოა მთავარი გმირი უჩინარ კედელს დაეჯახოს ან მოტოციკლის ტარებისას უჩინარი თავად გახდეს. 266 მილიონად კი ცოტა უკეთესი შედეგი შეიძლებოდა..

სამნი – მსოფლიოს წინააღმდეგ

GTA-V-Characters

GTA-ს სერია უდაოდ ლიდერია “ღია სამყაროს” (Open World) ტიპის თამაშებში. ჩვენ ყველას გვიყვარს თითქმის უკიდეგანო სივრცეში ხეტიალი და ათასი პროვოკაციის მოწყობა  სამართალდამცავების წინააღმდეგ. მაგრამ ალბათ მცირედ ჩვენგანს თუ ჩაურთავს “Campain Mode” და შეუსრულებია მისიები. GTA V-ის მთავარი გათვლა კი მაინც მისიები იყო.

წინა ნაწილებისაგან განსხვავებით გეიმფლეიში არ არის ერთი მთავარი პერსონაჟი. თამაში შედგება სამი ძირითადი პერსონაჟისაგან რომლებიც დრო და დრო როლებს ცვლიან რაც მოთამაშისათვის მეტ ინტერესს ქმნის და უბრალო თამაშის პროცესი სტრატეგიულობის მაღალ დონეზე აყავს. პერსონაჟები ერთმანეთისაგან რადიკალურად გამოირჩევიან და განსხვავებული დავალებების შესრულებაც უადვილდებათ. ყოველ მათგანს აქვს გარკვეული „სუპერძალა“ (დროის შენელება ან მსგავსი) რაც ამ სერიისათვის სიახლეს წარმოადგენს

საკუთარი თვალით ნანახი


წლების განმავლობაში, ძველ სერიებში მოთამაშე მოქმედებას თვალს მესამე პირიდან ადევნებდა ხოლო, განახლებულ ვერსიაში უკვე შესაძლებელია პირველი პირის ხედვით თამაში. არსებობდა მოსაზრება რომ ეს “პრობლემებს” შეუქმნიდა პირველი პირის სხვა „შუთერებს“, მაგრამ მგონი ახალი ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის მორგებული GTA-ს სისტემაზე. მაგალითად იარაღის შეცვლა ან დამიზნების სისტემა საკმაოდ მოუხერხებელია. თუმცა პირადად მე და ალბათ სხვა უამრავ ადამიანსაც სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა თამაშის ყიდვისაკენ.

gta555

GTA V-ზე მუშაობა არ არის შეწყვეტილი და შესაბამისად არ იკარგება იმედი, რომ თამაში ბევრად დაიხვეწება და ყველა მოთამაშეს მეტ სიამოვნებას მოუტანს.

თქვენ როგორ რეჟიმში გირჩევნიათ თამაში?

Comments

comments