Record Tripping ეს არის ახალი და ძალიან სერიოზული ნამუშევარი სტუდია BellBrothers-ისაგან..

ეს უცნაური და ძალიან ლამაზი თამაში დაფუძნებულია მთლიანად მაუსის ბორბალის (იგივე სქროლის) გამოყენებაზე. აქ არ გჭირდებათ არანაირი ღილაკები და კომბინაციების დამახსოვრება. თქვენ თამაშობთ მთელ თამაშს მხოლოდ მაუსის გამოყენებით..

ძალიან მაგრად შესრულებული გრაფიკული მხარე და თამაშის ინტერფეისი მთლიანად ჩაგითრევთ შიგნით.. აქ თქვენ გადიხართ ეტაპებს და გაქვთ შეზღუდული დრო. ფონურ ხმად ადევს ქალის ლაპარაკი სხვადასხვა მუსიკალურ ტრეკებთან ერთად.. პარალელურად თამაშის დროს ყოველი სქროლის გამოძრავება იწვევს სქრეშის ხმას ასე რომ თავს ნამდვილ DJ-იდ იგრძნობთ..

თქვენ უნდა გაიაროთ 5 სხვადასხვა ტური რაც შეიძლება მოკლე დროში.. თითოეული მათგანი სრულიად სხვადასხვა სიტუაციის და ჟანრისაა.

მოკლედ გირჩევთ ერთხელ მაინც ითამაშოთ..

ინტრუქციები

სქროლი ქვემოთ – საათის ისრის საწინააღმდეგო მოძრაობა

სქროლი ზემოთ – საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა

მარცხენა ღილაკზე კლიკი – ბრუნვის შენელება

წარმატებები : )