hardware-connect

პერსონალური კომპიუტერი უამრავი მოწყობილობისა და ნაწილებისაგან შედგება. კომპიუტერის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილები ინგლისური ტერმინოლოგიით Hardware-ად (ჰარდვეარ) მოიხსენიება.

კომპიუტერის შემადგენელი თითოეული ნაწილი პასუხს აგებს გარკვეული ფუნქციის შესრულებაზე. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

CPU (Central Processor Unit) – ცენტრალური პროცესორი 

CPU

CPU (Central Processor Unit) – ცენტრალური პროცესორი – პასუხს აგებს კომპიუტერში მიმდინარე თითოეული პროცესის წარმართვაზე. პროცესორის უშუალო ფუნქციაა საჭიროებისამებრ მიიღოს, გადაამუშავოს და დააბინავოს კომპიუტერში მიმოცვლილი მონაცემები.

 

GPU (Graphic Processor Unit) – გრაფიკული პროცესორი

gtx260-scan-front

გრაფიკული პროცესორი – რომელიც ვიდეო დაფის მთავარი ნაწილია პასუხს აგებს ყველანაირ გრაფიკულ პროცესზე. მისი ფუნქციაა მიმდინარე ბრძანებებთან შესაბამისობაში დაამუშავოს გრაფიკული ინფორმაცია და მონიტორს გაუგზავნოს გამოსახულება ეკრანზე გამოსატანად. მაგ: როდესაც კომპიუტერში გახსნით სურათს, გრაფიკული პროცესორი პიქსელ-პიქსელ ააწყობს სურათს და გამოიტანს მოთხოვნილ გამოსახულებას ეკრანზე.

HDD (Hard Disk Drive) – მყარი დისკი (მეხსიერება)

HDD

მყარი მეხსიერება მაგნიტური დისკებისგან შემდგარი მოწყობილობაა. თითოეულ დისკზე დატანილია მიკროსკოპული ზომის მაგნიტური უჯრედები, ბილიკების სახით. ამ ბილიკს დაყვება თავაკი რომელიც თითოეული უჯრედიდან ამოწმებს არის შიგნით მაგნიტური მუხტი თუ არა. მუხტის ყოფნა მისთვის 1-იანია, ხოლო არყოფნა 0. მყარი მეხსიერების ფუნქციაა ზემოთ აღწერილი გზით ჩაწეროს, შეინახოს და ამოიკითხოს მაგნიტურ დისკებზე არსებული ინფორმაცია.

PSU (Power Supply Unit) – კვების ბლოკი

PSU

კვების ბლოკის ფუნქციაა ჩვეულებრივი დენის წყაროდან მიიღოს დენი, გადაამუშაოს და საჭირო რაოდენობით მიაწოდოს პროცესორის ბლოკში არსებულ სხვა და სხვა ნაწილებს.

 

RAM (Random Access Memory) – ოპერატიული მეხსიერება 

RAM

ოპერატიული მეხსიერება – მისი ფუნქციაა დროებით შეინახოს მოშაუბის პროცესში საჭირო ინფორმაცია და ბრძანების შესაბამისად რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ეს ინფორმაცია პროცესორს გადასამუშავებლად.

Motherboard – დედადაფა 

motherboard

დედადაფა – ერთერთი უმთავრესი ნაწილია. მასზე ეფუძნება ყველა სხვა ნაწილი. დედა დაფის ფუნქციაა უზრუნველყოს დენისა გატარება და ინფორმაციის მიმოცვლა კომპიუტერის დანარჩენ ნაწილებს შორის. ხშირად დედა დაფაზე ქარხნულად დატანილია ხმის, ვიდეო და ქსელის დაფა, რომლებიც ხმის დამუშავებას, მიკროფონიდან ხმის ჩაწერას,ქსელის კაბელიდან ინფორმაციის მიმოცვლას (მათ შორის ინტერნეტთან შეერთებას) და გამოსახულების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

Optical Disk Drive – ოპტიკური დისკის წამკითხველი

Optical Disk Drive

ოპტიკური დისკის წამკითხველი – მისი ფუნქციაა წაიკითხოს CD, DVD, Blu-ray სახის ოპტიკური დისკები. მოწყობილობა ხშირად ამ დისკებზე ჩაწერის ფუნქციასაც ითავსებს.

Fan / Cooler   – ქულერი 

Cooler

ქულერი – უზრუნველყოფს პროცესორის, ვიდეო დაფის, კვების ბლოკის გაგრილებას და იცავს მათ გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის მიერ გადაწვისაგან.

 კომპიუტერს კიდევ ბევრი სხვა შემადგენელი ნაწილი გააჩნია რაც ფუნქციონირებაში და მომხმარებლისთვის საინტერესო დავალებების შესრულებაში ეხმარება.

Comments

comments