მწარმოებლები აცხადებენ რომ ეს არის მსოფლიოში პირველი სამბირთვიანი პროცესორი,.. პროდუქტი შესრულებულია ARM არქიტექტურით და აქვს 1მბ მეორე დონის ქეშ-მეხსიერება. ორი ბირთვი ფუნქციონირებს 1,5 გჰც ტაქტურ სიხშირეზე. მესამე ბირთვის სიხშირე შეადგენს 624მჰც; მისი დანიშნულებაა რუტინული დავალებეის შესრულება და სისტემის მართვა დაბალი ენერგომომხმარებლობის შემთხვევაში.

Armada 628-ზე მომუშავე მოწყობილობა შეძლებს მაღალი ხარისხის მასალებთან გამკლავებას 1080р ფორმატში; ამასთან ერთად ბატარეის ერთხელ დატენვა საკმარისი იქნება 10 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში სამუშაოდ ან 140 საათი მუსიკის სმენისას.   http://www.marvell.com

პროცესორს აქვს 3D-ძრავა, რომელსაც შეუძლია 200მლნ-მსე სამკუთხედის წაკითხვა წამში, აქვს HDMI ინტერფეისის მხარდაჭერა, USB 3.0, DirectX, Open GL ES 2.0 და სხვადასხვა ოპერაციული სისტემები. შესაძლებელია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე გადმოტანა.

Comments

comments

ერთი კომენტარი
  1. გასაკვირი არაა, უკვე დრომ მოიტანა ასეთი რამის არსებობის აუცილებლობა, მომხმარებლის მოთხოვნისამებრ.

    დევი, გილოცავ დაბადების დღეს (ჯონ ლენონსაც ვულოცავ :))! 18 წლის გახდი და სრულწლოვანი ხარ უკვე, ასე რომ შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და აბა შენ იცი, სულ წარმატებები. სკოლასაც წელს ამთავრებ და წარმატებას გისურვებ უმაღლესშიც. შენი საიტიდან და პოსტებიდან გამომდინარე ვიცი ნიჭიერი ბიჭი ხარ და შენს კვალს დატოვებ ცხოვრებაში.
    რავი წარმატებები და უღრუბლო ზეცა 🙂

კომენტარები დახურულია