http://mboffin.com/stuff/dead-pixel-2.jpg

ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ LCD/TFT მონიტორებში მკვდარი პიქსელები.ძირითადად ასეთი მონიტორები აქვთ პორტატულ კომპიტერებს და ციფრულ კამერებს.მკვდარი პიქსელი, მართლაც რომ აუშნოებს ერკანს. როცა ჩემი LCD მონიტორი შევიძინე, ერთი მკვდარი წერტილი მასაც ჰქონდა. მისი ნახვა ნერვებს მიშლიდა ხოლმე. მაგრამ მერე აღმოვაჩინე ეს მეთოდი, რომელიც დამეხმარა მის მოცილებაში.

როგორც წესი არსებობს სამი ტიპის პიქსელი:

* Dead-pixel
* Hot-pixel
* Stuck-pixel

Dead-pixel – ეს არის მკვდარი პიქსელი. ჩვეულებისამებრ ის შავი წერტილის მსგავსად გამოდის. ეს დეფექტი საკმაოდ ხშირია მონიტორებში

Hot-pixel – ეს არის პიქსელი, რომელსაც წითელი, თეთრი ამ მწვანე ფერი ახასიათებს. ამ პიქსელის ნახვა მაშინაა შესაძლებელი, როცა მონიტორი გადახურებულია

Stuck-pixel – ეს არის პიქსელი, რომელსაც ახასიათებს შემდები ფერები : მწვანე, ცისფერი ან მუქი წითელი.

მკვდარი პიქსელის აღსადგენად რეკომენდირებულია ამ პროცედურის ჩატარება:

1. ჩააქრეთ მონიტორი
2. აიღე სველი ტილო
3. მსუბუქად დააჭირე იმ ადგილს სადაც დეფექტი დაინახეთ
4. ხელი არ აუშვათ, ისე ჩართეთ კომპიუტერი, რომ ერკანიც აინთოს
5. აუშვი ხელი მკვდარი პიქსელის ადგილიდან და უკვე აღარ გამოჩნდება

ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად დამეხმარა. იმედია თქვენც გამოგადებათ.

ავტორი: geo-geek

Comments

comments

9 კომენტარი
    • chemi dacerili araa.. mec ar vetanxmebi mara iqneb ari vinme vinc daetanxmebaa :)) tuarada male cavshli

  1. :D:D:D:D:D ხო და რაც უფრო მაგრად მიაჭერთ ხელს მით უკეთესი :D:D:D:D:D:D
    მასე ხო მოსპობთ მონიტორ!!!

კომენტარები დახურულია