კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ. თუ სათანადოდ ვერ მუშაობს, თავს უხელოდ ვგრძნობთ ( უთაგვოდ) თაგვებმა თითქმის აავსეს მსოფლიო. ცნობილი არ არის 40 წლის მანძილზე რამდენი თაგვი იქნა გამოშვებული.

ერთი კომპიუტერული ლეგენდის მიხედვით, კომპიუტერის თაგვი შექმნეს ქსეროქსის ლაბორატორიაში, მეორის თანხმად კომპანია Apple შეკვეთით. სინამდვილეში კი თაგვი, იგივე X და Y პოზიციის ინდიკატორი, იგივე კომპიუტერული მანიპულატორი, იგივე თაგვის ფორმის მანიპულატორი შეიქმნა 1964 წელს. იგი გამოიგონა დუგლას კარლ ენგელბარტმა სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტიდან. ენგელბარტი მუშაობდა ოპერაციული სისტემა oN-Line System ( NLS) შექმნაზე. მუშაობის პროცესში გაჩნდა “ფანჯრული” ინტერფეისის შექმნის კონცეფცია, ხოლო თაგვი შეიქმნა როგორც შესაძლო მანიპულატორი ფანჯრებთან მუშაობისას. რეალურად ამ მანიპულატორის შექმნის იდეა გაჩნდა 1963 წელს, ხოლო 1964 წელს კი დაამზადეს პირველი მოქმედი პროტოტიპი.
პირველი კომპიუტერული თაგვი წარმოადგენდა ხელით დამზადებულ ხის კოლოფს, რომლის შიგნით იყო ორი პერპენდიკულარული ბორბალი და კნოპი. თაგვის მოძრაობისას ბორბალი გადაადგილდებოდა მაგიდაზე და მოწყობილობის მოძრაობის მიმართულების და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ემთხვეოდა ეკრანზე კურსორის მოძრაობას.

1968 წლის 9 დეკემბერს პირველად გაიმართა NLS სისტემის და მასთან ერთად თაგვის პროტოტიპის დემონსტრირება. 1970 წელს კი ენგელბარტმა მიიღო პატენტი „დისპლეის სისტემის x და y კოორდინატორის ინდიკატორზე”.

ენგელბარტი მანიპულატორის შექმნაზე მარტო არ მუშაობდა, მან მხოლოდ “გამოიგონა” თაგვი, იდეა კი პრაქტიკულად განახორციელა მისმა ასპირანტმა ბილ ინგლიშმა. მოგვიანებით ჯეფ რალიფსონმა არსებითად გააუმჯობესა თაგვის კონსტრუქცია და მისთვის შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა.

შემდგომი ნაბიჯი გადაიდგა 1972 წელს Xerox PARC კვლევით ცენტრში პალო-ალტოში. გაუმჯობესებული თაგვი ბილ ინგლიშმა შექმნა, რომელიც ენგელბარტის ლაბორატორიიდან გადავიდა ცენტრში. კორპუსის დიზაინი დაემსგავსა თანამედროვე თაგვისას.

XX ს-ის 80-იან წლებამდე თაგვი ეგზოტიკურ მოწყობილობად რჩებოდა. 1983 წელს არსებობდა თაგვის სხვადასხვა მოდელის მწარმოებელი და გამყიდველი 10-მდე კომპანია. თაგვი საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგ. კომპანია The Mouse House თაგვები Xerox დიზაინით და პატენტით ღირდა 400 დოლარამდე ( პლუს 300 დოლარი თაგვის შესაერთებელი ინტერფეისის პლატისთვის). სიძვირეს განაპირობებდა თაგვის რთული, მექანიკური მოწყობილობა.

1970 წელს კომპანია Apple შექმნა პერსონალური კომპიუტერები Macintosh და Lisa. მათთვის სტივ ჯობმა შეუკვეთა 20-30 დოლარამდე თვითღირებულების თაგვი დიზაინერულ კომპანიას Hovey-Kelley Design. შედეგად თაგვი დაიხვეწა და მიიღო თანამედროვე სახე. კომპიუტერული თაგვმა პოპულარობა მოიხვეჭა Apple Makintosh კომპიუტერების მეშვეობით, ხოლო თაგვმა განაპირობა Makintosh კომპიუტერის წარმატება 1984 წელს. 1995 წელს Windows 95 წარმატებული სტარტი ასევე განაპირობა თაგვმა.
Microsoft პირველმა შეიყვანა თაგვის მხარდაჭერა IBM PC 1983 წელს, მაგრამ Apple-ზე გვიან მიაქცია ყურადღება თაგვის გამოყენების შესაძლებლობას “ფანჯრული” სისტემის მუშაობისას.

თაგვის სახელწოდებას რაც შეეხება, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა, რომ “არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა, და აღარც შეგვიცვლია ის”.

1968 წელს ენგელბარტმა თავისი გამოგონებისთვის მიიღო 10 000 დოლარი. 2000 წლის 1 დეკემბერს ენგელბარტი ყველა თავის გამოგონებისთვის, მათ შორის თაგვისთვის დაჯილდოვდა ტექნოლოგიის ნაციონალური მედალით ( The National Medal of Technology) – უმაღლესი ამერიკული ჯილდოთი მეცნიერებისთვის IT-სფეროში მიღწევებისთვის.

წყარო: lady.ge