ეს “შვიდინჩიანი” ნეტბუკი მგონი ბევრმა თქვენგანმა გაიცნო. განსაკუთრებით კი ბოლო წლების წარმატებულმა სკოლის მოსწავლეებმა რომელთაც ბევრი შრომისთვის და თავდადებისთვის სწორედ ეს ღირსშესანიშნავი, “მაღალი ტექნოლოგიების შედევრი” მიიღეს საჩუქრად.

გულწრფელად გეტყვით, მიხარია რომ კომაროვში ეგეთი კარგი ნიშნებიც არ მქონდა თორემ რომელი ნერვი გაუძლებდა მერე 2 და 4 (ან 8 ) გეგაბაიტიან ვინჩესტერს არ ვიცი.

მოკლედ ასეა თუ ისე, ვინმემ ალბათ გემრიელადაც შეირგო ე.წ. ნეტბუკი (და უფრო ნოუთბუქის პროვოკაცია) და დარწმუნებული ვარ იქნებოდა ერთი-ორი შემთხვევა როდესაც თქვენი პატარას “ადვანსდ” შესწავლისას მოგიწიათ ბიოსთან ჩიჩხინიც. ისიც ვიცი რომ რამდენიმე ასეთი ჩიჩხინი კრახითაც დასრულდა. ისიც რომ ამ კრახის მერე მისი ჩართვისას ურეაქციო (დონდლო) შავი ეკრანი შემოგყურებთ და ზიხართ ასე უხერხულად ერთმანეთის შემყურე.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თუ ასეთ სიტუაციაში ხართ უსიამოვნოა მაგრამ გეტყვით რომ თქვენ მოკალით ბიოსი. საბედნიეროდ კი ბიოსს სხვა და სხვა სახის სიკვდილი აქვს და ეს უკანასკნელი დასაფლავებას არ ექვემდებარება.

მის აღსადგენად რამდენიმე მარტივი რიტუალის ჩატარება დაგჭირდებათ.

საჭირო ნივთები:

1. გვჭირდება ფლეშ დრაივი (ფლეშკა, მალსარჭობი, etc), აუცილებლად მაქსიმუმ 2 გეგაბაიტის მოცულობის! (სასურველია ზედ მოციმციმე ნათურა ჰქონდეს)

2. სხვა კომპიუტერი ინტერნეტით, რომელზედაც იმუშავებთ.

3. ბიოსის ფაილი რომელსაც გადმოწერთ ოფიციალური საიტიდან (აირჩიეთ მოდელი, ნებისმიერი ოპერაციული სისტემა და ბიოსის ჩამოსაშლელში ჩამოქაჩეთ ფაილი).

პროცედურა:

1. შეარჭეთ ფლეშკა მომუშავე კომპიუტერში, თვითონ დრაივზე მარჯვენა ღილაკით გამოიტანეთ მენიუ და დააწექით Format-ს.

2. გამოსულ ფანჯარაში, ჩამოშალეთ File System განყოფილება და მიუთითეთ FAT (შეიძლება დეფაულტად მითითებული იყოს. მხოლოდ 1 და 2 გეგაბაიტიან ფლეშკებზე შეიძლება ამ ფორმატში დაფორმატება. FAT იგივე ძველი FAT16 ფორმატია). Allocation unite size-შიც დატოვეთ 16 მითითებული. დააწექით ფორმატს და დაელოდეთ პროცესის დასრულებას.

3. გადმოწერილი ბიოსის ფაილი არის zip ფორმატში. ამოიღეთ ზიპის შიგთავსი (ერთი ფაილია) და გადაწერეთ დაფორმატებულ ფლეშკაზე.

4. გადაწერილ ფაილს ერქმევა ამის მსგავსად “701-ASUS-0401.ROM” , დაუტოვეთ მხოლოდ წინა რიცხვი და გადაარქვით ასე “701.ROM”  (8g მოდელის შემთხვევაში იქნება 702.ROM).

5. დარწმუნდით რომ ნეტბუკი გამორთულია და დამტენი შეერთებულია. შეარჭეთ ფლეშ დრაივი დაზიანებულ ნეტბუკში და ჩართეთ ნეტბუკი.

6. რამდენიმე წამის მერე ფლეშკა დაიწყებს ციმციმს რომელიც გასტანს 1-2 წამი (დამოკიდებულია მის სისწრაფეზე). თუ ეს მოხდა, დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი, მერე ნეტბუკი გამორთეთ და ფლეშკა გამოაძრეთ.

7. სულ ესაა, ჩართეთ ნეტბუკი და სტანდარტულად ეკრანიც აინთება და სისტემაც ჩაიტვირთება იმისდა მიხედვით რა გეყენათ ზედ : )

 

იმედი მაქვს გამოგადგათ ინსტრუქცია და გაგიხარდათ თქვენი პატარა მეგობრის დაბრუნება. მე მაინც გირჩევდით თქვენი თვალებისთვის და ნერვებისთვის რაიმე ახალზე გეფიქრათ : )

თუ მაინც მოგწონთ, ველი კომენტარებს რა მოგწონთ და რატომ არის კარგი.

 

 

Comments

comments

8 კომენტარი
  1. კომპის ეკრანი თავისით ლურჯდება და რაღაცეები ეწერება! ხშირად ემართება ეგრე და რის ბრალია არ იცით? ჩემი კლასელის კომპი იყო ეგრე ნახევარი სააათიც ვერ ძლებდა კომპიუტერი და ლურჯდებოდა და გასაკეთებლად რო წაიღო ესე მითხრა რაღაც იყო დამშრალიო და მაგიტო შვრებოდაო ეგრეო და არ იციt რის ბრალიააა? ან მართლა რამეა დამშრალი?

  2. me ufro martivad getyvit.gadaagdet eg kompebi da iyidet farshevangebi.ver gaiget?xoda am chems …..
    cudi araferi ifiqrot xalxooooooo…..

  3. ეს მეთოდი ყველა კომპიუტერის და ნოუთბუკის შემთხვევაში გამოდგება თუ მხოლოდ ამ ნეტბუკის შემთხვევაში?
    პატივისცემით მამუკა ჯიქია წყალტუბოდან

    • ყველას სხვადასხვა აქვს მაგრამ თითქმის მსგავსი ოპერაციებია, ეს ზუსტად ამ სერიის ნეტბუკებზე გამოგადგებათ.

  4. დროული და საჭირო პოსტი იყო.ეს მგონი წელს პირველი პოსტია 🙂 წარმატებები

  5. აუ ვინმემ თუ იცით მითხარით როგორ გავაკეთო რა,ვორდპრესზე საიტს ვაკეთებ და კატეგორიებს კი ვაკეთებ მაგრამ ქვეკატეგორიების გაკეთებაც მინდა და მაგას ვერ ვაკეთებ რა აი მაგალითად კატეგორიაზე რომ დააწკაპუნებ რო ჩამოიშალოს კიდე ამ კატეგორიაში შესული ქვეკატეგორიები

კომენტარები დახურულია