ყველამ კარგად ვიცით რომ მონიტორთან დიდხანს ჯდომა და მისი ყურება თვალისათვის საზიანოა. ეს ყველაფერი  Philips-ის თანამშრომლებმაც კარგად იციან რომლებმაც გადაწყვიტეს ყველაფერი პირიქით იყოს 🙂 კომპანიამ შეიმუშავა ფართოეკრანიანი თხევად კრისტალური მონიტორი რომელსაც LightFrame უწოდეს..

ერთი შეხედვით არაფერია გასაკვირი ამ ცნობაში, ის ხომ ჩვეულებრივი მონიტორი იქნება მაგრამ საქმე იმაშია რომ მონიტორს აქვს ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი. იგი მუშაობს პერიფერიული განათების სისტემით რომელიც ამცირებს თვალის გუგის დაძაბულობას და აქცენტი გადააქ ცივ ლურჯ შუქჩრდილებზე. ამასთან ერთად Philips SmartImage ტექნოლოგია აკონტროლებს გამოსახულების კონტრასტულობას და განათებას იმისდა მიხედვით თუ რა ხდება ეკრანზე 🙂

საერთო მახასიათებლებით 22 დიუმიანი მონიტორი Philips 220XW9 გადაწყვეტილია თეთრ და ლურჯ ფერებში, რომლის კონტრასტულობაც   12 000:1-ზე ხოლო პიქსელის რეაქციის სიჩქარე 2 მილიწამია  🙂

ყველას ვუსურვებ თვალისთვის მაქსიმალურად სასარგებლო მონიტორების ქონას, დადგება დრო და კომპიუტერთან 15 საათიანი ჯდომის შემდეგ აღარავინ ადგება ცრემლიანი და თვალებდაწითლებული 🙂 და მაშინ რაღას ეტყვიან თამაშით გადამწვარ ბავშვებს მშობლები?  😛 აი მაშინ იფეთქებს PC Mania-ს ეპიდემია მთელს მსოფლიოში…

Comments

comments

3 კომენტარი
  1. ნახევარი ცხოვრება კომპთან მაქვს გატრებული, დაწყებული ხელის 5 ლარიანი კომპიუტერიდან დამთავრებული PC-ზე და თვალის ექიმთან რომ გავიარე (ისე, ტყუილად დამაინტერესა ჩემი თვალის მდგომარეობა) კაცმა კინაღამ გამომაგდო, ასეთი ჯამრთელი თვალი ცხოვრებაში არ მინახავსო, ასე რომ ვერავინ ვერ დამარწმუნებს კოპიუტერის გამოსხივებაში და ეგეთ სისულელეებში

    • Grizzly
      ხო მარა გამოსხივება თვალთან არაფერ შუაშია 🙂 უბრალოდ მასზე მუშაობისას (განსაკუთრებით თამაშის დროს) ბევრად ნელდება თვალის ხამხამი და ზედაპირი ნაკლებად იცმინდება რაც საბოლოოდ მალე აღიზიანებს თვალს და იწყება დაწითლება და ზოგჯერ რთულედება კიდევაც 🙂 სულ ეგაა..

კომენტარები დახურულია