დაგჭირდებათ:

1. VISA/Master-card პლასტიკური ბარათი.

2. ჩამომტანი კომპანიის მისამართი ამერიკაში – დაარეგისტრირებთ Usa2Georgia-ზე ან Onex.ge-ზე…

ნაბიჯი 1

ახალი მომხმარებლის ანგარიშისთვის დააწექით "start here" და შემდგომ მხოლოდ იმეილის შეყვანით დაწექით "sign-in-secure-ს"

ნაბიჯი 2

გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ნაბიჯი 2

რეგისტრაციის შემდეგ ისევ აქედან შედით თქვენს განყოფილებაში

ნაბიჯი 4

აირჩიეთ პროდუქცია

ნაბიჯი 5

მონიშნეთ ზომა (თუ საჭიროა) და დაამატეთ თქვენს კალათაში

თქვენი კალათიდან შემდგომ გაფორმდება გამოწერის ორდერი (ამისათვის შედით თქვენს კალათაში).

—-

USA2Georgia-ზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ საფოსტო მისამართი ამერიკაში. როდესაც შეიძენთ რაიმეს ონლაინ მაღაზიებში, მიუთითებთ სწორედ ამ მისამართს. მაგალითად:

GGT c/o SAXELI GVARI
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

რეოდესაც ამანათი შევა თქვენს მისამართზე ამერიკაში, მიიღებთ შეტყობინებას ელ-ფოსტის სახით, ასევე ამანათის თრექინგ კოდი აისახება USA2Georgia-ს ვებ-გვერდზე, თქვენი ამანათების მართვის პანელში.

ყოველ კვირას USA2Georgia აგზავნის ამანათს საქართველოში. ტრანსპორტირების ვადა საშუალოდ 1 კვირაა. ამანათის ჩამოსვლისთანავე კურიერი მას უფასოდ მოგართმევთ მითითებულ მისამართზე ან ოფისიდანვე გამოიტანთ თქვენთვითონ.

—-

ორდერის გაფორმებისას გადაიხდით თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემებით და ზემოთნახსენები საფოსტო მისამართის მითითებით..

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ Sweety-ს რჩევა წიგნებზე..

Comments

comments

18 კომენტარი
  1. admin sadaxar?? ra mainteresebs amazonze davregitrirdi da exla rasac gamoviwer onex.ge dan avigeb tu rogoraaes??:)

    • მიცკევიჩზე USA2Georgia-ს ოფისში მიდი და დეტალურად აგიხსნიან ჩამოტანის პროცესს

  2. dzalian gtxovt shegiliat ro damexmarot da damaregitrirot amazon.com z??? madloba winaswar,tu vinmes geqnebat survili daxmarebis chemi skype giorgi_giorgi8825 da damamatet ,madloba winaswar

  3. ბევრს გამოგვადგება მადლობა.მაგრამ ეგებ განგვიმარტო “თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)”მნიშვნელობა

კომენტარები დახურულია