მინდა ვაღიარო რომ დღესდღეობით ჩემი ფავორიტი ბროუზერი Opera-აა რომელიც უკვე დიდი ხანია პატიოსნად მემსახურება. ჩვენი ვებგვერდიც ამჟამინდელი დიზაინი (რომელიც მალე ახლით შეიცვლება) Opera-ს მიმართაა ოპტიმიზირებული და შესაბამისად ამ ბროუზერში იხსნება ისეთი როგორიც წესი უნდა იყოს. ამასთან PCMania-ს ვიზიტორების 45-50% სწორედ Opera 9-ს მომხმარებელია. არ მინდა ეს ყველაფერი მიკერძოვებულ რეკლამად გამომივიდეს მაგრამ  იმის გამო რომ ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ამ ბროუზერის მომხმარებელია მინდა ერთი რამ გასწავლოთ 🙂

ალბათ ყველას გსმენიათ და იყენებთ კიდევაც ოპერას ერთერთ კომფორტულ ფუნქციას  Speed Dial. Speed Dial-ი შეიცავ 9 ცარიელ უჯრას რომელიც ზოგისთვის შეიძლება საკმარისია ზოგისთვის კი (როგორც ჩემთვის) ძალიან ცოტაა. დღეს კი მათთვის ვისთვისაც 9 Speed Dial-ი ცოტაა ვაქვეყნებ ინსტრუქციას: როგორ დავამატოთ უფრო მეტი Speed Dial-ი Opera-ში.

დავიწყოთ:

1. Opera-ს მისამართების ზოლში ჩაწერეთ შემდეგი მისამართი (ბრძანება) “opera:about”

მონახეთ სად არის თქვენი Opera Profile Folder-ის მისამართი და დააკოპირეთ  მთლიანად მისამართი Opera6.ini ნაწერამდე (ანუ ამ სურათის შემთხვევაში იქნება: D:\Program Files\Opera\profile )

2. შედით თქვენს კომპიუტერში დაკოპირებულ მისამართზე.

შეგიძლიათ My Computer-ის ფანჯარაში Address ველში ჩასვათ მოცემული მისამართი (იმედია Сopy > Paste იცით 🙂 )

ან შეგიძლიათ გამოიძახოთ Run-ი ( Start Menu > Run ან [Win ღილაკი (აი დროშა რო ახატია ეგა 😀 ) ] + [R] )

4. გახსენით ფაილი “speeddial.ini”  რომელიმე ტექსტურ რედაქტორში, მაგალითად Notepad-ში (ვისთვისაც გაუგებარია თუ როგორ გახსნას: მარჯვენა კლიკი ფაილზე და გამოსულ მენიუში მონახეთ Open With > Notepad )

3.  ფაილში ტექსტური კოდის ბოლოს ჩაამატეთ შემდეგი ბრძანებები როგორც სურათზეა ნაჩვენები :

[Size] Rows=4
Columns=4

აქ თქვენთვითონ შეგიძლიათ არეგულიროთ პარამეტრები  Rows (ხაზები) და Columns (რიგები).

თუ მაგალითად  Rows=7 მიუწერთ მაშინ გექნებათ შვიდი ხაზი ხოლო თუ Columns-საც 7-ს მიუწერთ გექნებათ შვიდი ხაზი და შვიდი მწკრივი და გამოვა რომ სულ გექნებათ 49 Speed Dial უჯრა. თუ ერთს მიუწერთ 5-ს და მეორეს მიუწერთ 4-ს მაშინ გექნებათ შესაბამისი რაოდენობის ხაზები და მწკრივები და შესაბამისად მათი ნამრავლით უჯრებიც.

დაასეივეთ (File > Save) ფაილი და დახურეთ Notepad-ი.

5. გახსენით ოპერა და ისიამოვნეთ:

თუ გინდათ რომ მოაცილოთ საძიებო ველი  Speed Dial ღილაკების ზემოთ გააკეთეთ შემდეგი:

1. Opera-ს მისამართის ზოლში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება:

opera:config#UserPrefs|SpeedDialSearchType

2. პარამეტრის მნიშვნელობა მიუთითეთ ნოლი – “0

3. ბლოკის ბოლოში დააწექით ღილაკს [Save]

4. ისევ ისიამოვნეთ 😀

ამ სტატიის წინა ახსნა მომხმარებლებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა და მათი თხოვნით უფრო დეტალურად დავწერე სტატია. იმედია ახლა უკვე გასაგებია თუ სად რა უნდა გააკეთოთ. თუ მაინც რაიმე გაუგებრობაა აუცილებლად შემატყობინეთ 🙂

მუდამ თქვენს გვერდით, თქვენი DEVI!

25 კომენტარი
  1. Devi,

    didi madloba egeti eseti saintereso informaciebistvis, magram rogorc lasham iseve verc me ver gavige zustad rogor gavaketo, iqneb ufro detalurad agvixsna.

  2. nika eg rogor sheizleba rom gavaketo?
    ikveba dacvrilebit momcero kai?
    madloba cinascar

  3. უფრო ადვილი ხერხია tuneuputiletes 2009 ფუნქცია customies windows–ში შედი და რამდენიანიც გინდა დახადე სპიდ–დიალი, თან ამ პროგით კომპსაც გაწმინდავ

  4. devi didi madloba rom ase kargad gvexmarebist kompis scavlashi txovna maq kargad ver gavige da didi bodoshis moxdit iqneba detalurad momcero chems mailze ris mere ra vqna kargad ar vici da zalian momecona cinascar didi madloba

კომენტარები დახურულია