ჩვენ ყველას გვაინტერესებს როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით.. ამ ყველაფერს კი დეტალურად შეიტყობთ ჩვენს საიტზე!

ახალი სტატიების სერია “საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!” 

ამ ონლაინ სახელმძღვანელოში მიმოვიხილავთ ყველა იმ დეტალს რომელიც გვჭირდება საკუთარი საიტის შექმნისათვის. საიტის შექმნის მსვლელობისას გამოვიყენებთ WordPress-ის CMS სისტემას (რომელიც ძირითადად ბლოგინგისთვის გამოიყენება), ანუ ჩვენ არ დავიწყებთ საიტის ნოლიდან პროგრამირებას, შევქმნით ბლოგის ტიპის საიტს.

შესავალი

საიტის შექმნა ერთერთი აქტუალური თემა გახდა დღესდღეობით ქართულ ინტერნეტ სივრცეში. გადის დრო და ნელნელა იცვლება საიტების არსი, ყველაფერი თანდათან ვითარდება და ქართული საიტების ორომ-ტრიალში ვარეზის და პორნოების გარდა ნელნელა სხვა უფრო საინტერესო და სასარგებლო საიტებიც ერთვებიან 🙂

საქართველოში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.. აქედან ალბათ მინიმუმ 30% მაინც ექნება ინტერნეტთან შეხება. და სწორედ ამ მომხმარებლებს შორის არიან ის ადამიანებიც რომლებსაც უბრალო მომხმარებლობა არ აკმაყოფილებს (სტანდარტული სიტუაცია როცა ინტერნეტი მხოლოდ იმისთვისაა რომ ჩართო სკაიპი, შეხვიდე ადნაკლასნიკიზე და პორტალებიდან ფილმები ქაჩო) არამედ უნდა რაღაც შემოქმედებითი, იდეალური ან უბრალოდ გენიალური პროექტების განხორციელება ვირტუალურ სამყაროში. ალბათ ბევრს მოგსვლიათ იდეა შეგექმნათ საკუთარი ვებგვერდი, გქონიათ სურვილი თავად ყოფილიყავით მისი მმართველი და გიფიქრიათ კიდევაც რომ თქვენი საიტი იმდენად საინტერესო იქნებოდა რომ აურაცხელი სტუმრის  ნახვა მოუწევდა ყოველდღე.

რატომ არ შეიძლება ეს იდეა რეალობად იქცეს, მითუმეტეს თუ ამით ქართული ინტერნეტი კიდევ უფრო განვითარებული გახდება. და ასეთი იდეა ხომ მარტო თქვენ არ მოგდით? კიდევ რამდენი ათასი ადამიანი აპირებს შექმნას ყველაზე საინტერესო ან გამოსადეგი საიტი? და თუ ისინიც გააკეთებენ ამას, მაშინ როგორი გახდება ქართული ინტერნეტ სივრცე? დიახ პასუხი სწორია.. ძალიან საინტერესო და გამოსადეგი 🙂

მაგრამ აქ შემოიჭრება რამოდენიმე პრობლემა.. ერთერთი ყველაზე მთავარი კი საიტის დამზადების ფასები ქართულ ინტერნეტ ბაზარზე. რათქმაუნდა ჩვეულებრივ მოქალაქეს და უბრალო ინტერნეტ მომხმარებელს არ შეუძლია გადაიხადოს ათასობით ლარი იმაში რაც უბრალოდ შორი პერსპექტივაა და მხოლოდ იდეის სახით აქვს მის გონებაში. იმ ათასობით ლარით ურჩევნია წავიდეს და მანქანა იყიდოს, ან სხვა უფრო ნივთიერი სურვილი აისრულოს ვიდრე თავის საიტში “გადაყაროს” მთელი ეს ფული.

და მე ამ მომხმარებელს ვამართლებ და არავითარ შემთხვევაში არ შევეწინააღმდეგები მათ აზრს.. ქართულ ბაზარზე საიტების დამზადების თვალსაზრისით ნამდვილად დიდი გაუგებრობაა ფასებში და ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს ჩვენი ინტერნეტ სივრცის განუვითარებლობას.

და ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა.. მომხმარებელი არ არის ინფორმირებული ამ სფეროს შესახებ, არ აქვს სათანადო განათლება და შესაბამისად ვერც შეძლებს არ გადაიხადოს ფული და საკუთარი ხელებით შეუდგეს საკუთარი საიტის აწყობას.

სწორედ ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე რომ ჩემი ძალისხმევით შევუტიო ამ პრობლემას და შეძლებისდაგვარად დავეხმარო იმ მონდომებულ ქართველ მომხმარებლებს რომლებსაც ასე სწყურიათ შექმნან ყველაზე ყველაზე (აქ რა ზედსართავიც გინდათ გამოიყენეთ 🙂 ) საიტი საქართველოში 🙂

მცირე სამზადისი სტატიების დადებამდე 🙂

ალბათ წაიკითხეთ სტატია ჩვენს ვებგვერდზე რომელშიც ზედაპირულად შევეცადე ამეხსნა თქვენთვის როგორ იქმნება საიტი და რა წინასამზადისია ამისათვის საჭირო.. ვისაც ეს სტატია არ წაუკითხავს დასაწყისისათვის ვურჩევ აუცილებლად გადახედოს მას და მხოლოდ ამის მერე გააგრძელოს ჩვენთან ერთად საკუთარი საიტის შექმნა, სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ!

თუ სტატია უკვე წავიკითხეთ გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ვებდიზაინის სამყაროში და კარებთანვე დავგეგმოთ ის რაც დაგვჭირდება მომავალში.

როგორც თამაშებს და პროგრამებს აქვთ სისტემური მოთხოვნილებები ისე ჩემს ვებ-ტურსაც აქვს ის. ანუ მე შევეცდები გაგაცნოთ ჩემი “სისტემური მოთხოვნილებები” თქვენდამი.

1. მოკლედ პირველ რიგში აუცილებლად საჭიროა მონდომება და ყურადღებით გადაკითხვა თითოეული ნაბიჯის

2. საჭიროა გქონდეთ ინტერნეტთან მუდმივი კავშირი რადგან ჩვენ ყველაფერს ონლაინ რეჟიმში გავაკეთებთ

3. სასურველია თუკი გეცოდინებათ ინგლისური ენა pre-intermediate-ს დონეზე მაინც, ეს აქაც გამოგადგებათ და სხვაგანაც 🙂 თუ ინგლისური მაინცდამაინც კარგად არ იცით არც ეგ არაუშავს.. მეტი მონდომებით მეტს გაიგებთ 🙂

4. მართალია თითქმის ყველაფერს უფასოდ ვაკეთებთ მაგრამ მცირე ბიუჯეტი მაინც საჭიროა იმისათვის რომ საქმე დავძრათ.. მოკლედ თანხა დაგვჭირდება დომენის რეგისტრაციისთვის და ასევე ჰოსტინგის ასაღებად. (თუ ეს ტერმინები ჯერ კიდევ გაუგებარია თქვენთვის არაუშავს მალე ყველაფერი გეცოდინებათ, მთავარია ის იცოდეთ რომ დასაწყისისთვის დაახლოებით 30-45 ლარამდეა საჭირო 🙂 ).

5. სასურველია თუ გექნებათ პლასტიკური ბარათი VISA ან MasterCard-ი რომელიც დაგვეხმარება სახლიდან გაუსვლელად ვაწარმოოთ ონლაინ გადახდები.

ჯერჯერობით სულ ესაა ის მოთხოვნები რაც საიტის შექმნის დაწყებისთვისაა საჭირო. ახლა კი უშუალოდ სტატიების სერიის შესახებ..

სტატიები დაიდება დაახლოებით კვირაში ერთხელ (შეიძლება ადრეც კიდევ, ან ცოტა გვიან). ამავდროულად მოგეცემათ დავალებები რომლის შესასრულებლადაც ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება..

ამ პოსტის ბოლოს (და ყველა დანარჩენი პოსტის, სტატიების ციკლიდან) იქნება პატარა მენიუ ქვესათაურებით რომლის მიხედვითაც გავილით ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს.

საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!

ნაბიჯი პირველი: ვარეგისტრირებთ ჰოსტინგს და დომენს

ნაბიჯი მეორე: ვტვირთავთ ფაილებს და ვაყენებთ სკრიპტს

 

P.S.  ყოველი შემთხვევისთვის გაეცანით ჩვენს წესებს: http://pcmania.ge/წესები/

Comments

comments

20 კომენტარი
  1. კარგი რა, დევი! რა იმედები მოგვეცი. ვიფიქრე, დიდი ხნის ნატვრას ავიხდენ და, როგორც იქნა, გავაკეთებ ჩემს საიტს-მეთქი. ეგ არის, კვირაში ერთხელ ახალ გაკვეთილს დავდებო?! სად დაიკარგე?!

    • keti

      მაპატიე ქეთი თუ შენს იმედებს ჯერჯერობით ვერ ვამართლებ მაგრამ დამიჯერე ჩემი ყოველდღიური გრაფიკი იმდენად საშინლად გამოიყურება რომ ამ ტექსტსაც ძლივს ვწერ.. აუცილებლად გავაგრძელებ რუბრიკას ოღონდ შეძლებისდაგვარად.

  2. kargi wamowyebaa sagol DEVI. am statiebshi saitis gantavsebas hosting serverze rogor unda da rame magasac dawer?
    p.s magari saitia !

    • shakitoO

      რათქმაუნდა ყველაფერი მაგით უნდა დავიწყოთ… ჩვენი მომმხმარებლებიდან ვინმეს თუ რამე იდეა ექნება ჩვენც გაგვიზიარეთ და ერთად დავხვეწოთ ეს გაკვეთილების სისტემა 🙂

კომენტარები დახურულია