http://oip.georgetown.edu/isss/images/statistics.jpg

ალბათ იცით რომ ქართულ საიტებს შორის myvideo.ge დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია, აქედან გამომდინარე myvideo.ge-ზე შემოსული ვიზიტორებით შეგვიძლია გავიგოთ დაახლოებით რა მდგომარეობაა ქართულ ინტერნეტში, რა ბრაუზერებს იყენებენ ხალხი რა ოპერაცოულ სისტემებს და ასე შემდეგ…

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქართველ ვებ-დეველოპერებს გამოადგებათ :)

დავიწყოთ ბრაუზერებით:

browsers

როგორც ხედავთ Opera აშკარა ლიდერია ქართულ ბაზარზე რაც ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია :) თუმცა ჯობია ისევ Opera ლიდერობდეს ვიდრე IE.
ასევე მინდა გითხრათ IE-ს კონკრეტული ვერსიების სტატისტიკა

  1. 7,0 – 44,30%
  2. 8,0 – 29,18%
  3. 6,0 – 26,49%

:) ყველა ვებ-დეველოპერისთვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს IE 6-ის მესამე პოზიციაზე გადანაცვლება.

ოპერაციული სისტემები:

osაქ ვდებ მხოლოდ Windows-ის ვერსიებს რადგან მას ქართული ბაზრის 98,99% უკავია, მეროე მესამე ადგილს ინაწილებენ Mac Os 0.66%, Linux 0.20%

მონიტორის გარჩევადობა:

resolutionსამწუხაროდ 1024×768 ჯერჯერობით ისევ ყველაზე პოპულარულია.

Adobe Flash:

flash

Adobe-ის ინფორმაციით Flash-ი დგას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების 99%, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვინდა გაჩვენოთ Flash-ის რა ვერსიები უყენიათ ქართველ მომხარებლებს.

Java Support:

javaძალიან მეეჭვება 2010 წელს ვინმე Java Applet-ებს იყენებდეს ვებისთვის მითუმეტეს საქართველოში მაგრამ მაინც დავდებ ამ სტატისტიკასაც.

მოკლედ სულ ეს იყო, იმედია ქართველ დეველოპერებს რაღაცით მაინც მივეხმარეთ.

P.S სტატისტიკა აღებულია 2010 წლის 1 იანვრიდან 10 თებერვლამდე Google Analytics -ის დახმარებით :)

სტატიის წყარო: http://blog.myvideo.ge/

Comments

comments

13 კომენტარი
  1. რა სიჩქარე აქვთ და 100 KB / წამში რადგან უმეტესობას ეურო1 აქვთ 15 ლარიანი ჩემი ჩათვლით არადა მჭირდებააა 1MB მაინცცცცცც :(:(:(

  2. firefox forever 😉 ძალიან ცუდი პირველზე რომ არ არის :X . ხო ეგ მართლა საინტერესო იქნებოდა ! 🙂

  3. ვერ ვხვდები რატო ევასებათ საქართველოში ეს ოპერა.. დიდი ვერაფერი ბროვზერია.. ფაერფოქს არაფერი ჯობია!

  4. კარგია. განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი რომ უმეტესობა ოპერას ხმარობს. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი ბრაუზერია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ნელი ინტერნეტი აქვს.

    და ბოლოს, დევი ხომ ვერ გაარკვევ რა სიჩქარის ინტერნეტი აქვს ქართველ მომხმარებელთა უმეტესობას?

    ძალიან საინტერესო იქნებოდა.

კომენტარები დახურულია