Caucasus Online-სა და კომპანია Tyco Telecommunications-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2008 წლის სექტემბერში საქართველო, მოცემული დროისათვის უკვე შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილი ოპტიკური კაბელით პირდაპირ დაუკავშირდება ევროპას, რომლის გამტარობაც იქნება 1.3 ტერაბიტი. ამ სიამოვნებისატვის გამოყოფილია 50 000 000 დოლარი.

ოფიციალურად განცხადება ასე გამოიყურება:

კაუკაზუს ონლაინი, ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია, უპროცედენტო ინევესტირებას ახორციელებს ქართული ინტერნეტის განვითარების საქმეში.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, კავკასუს ონლაინმა და კომპანიამ Tyco Telecommunications-მა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, Tyco Telecommunications იღებს ვალდებულებას ზუსტად ერთ წელიწადში შავ ზღვაში ფოთსა და ვარნას შორის დაამონტაჟოს წყალქვეშა ოპტიკური სისტემა, რომელიც გზას უხსნის “ევროპულ ინტერნეტს” საქართველოში. პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა დასრულდება და სისტემა გაიმართება 2008 წლის სექტემბერში.

1400 კილომეტრიანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება. კაბელი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით იქნება აღჭურვილი, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს.

კაუკაზუს ონლაინში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კომპანიას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონები მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს. ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ევროპულ ინტერნეტ-მომსახურებას ევროპიდან ერთი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპიდან მიიღებს, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით.

“კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ქართული ინტერნეტის განვითარების სრულიად ახალი ეპოქის დასაწყის ნიშნავს. “ქართველმა ინტერნეტ – მომხმარებელმა დაიმსახურა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ხარისხიანი ინტერნეტი. აქამდე ჩვენ ვერ ვახერხებდით სრულყოფილად დაგვეკმაყოფილებინა ინტერნეტით დაინტერესებული პირები. ევროპული ინტერნეტი შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს”, – აღნიშნა მამია სანადირაძემ.