უკვე აღარ არის საჭირო იმ ავლა დიდების და ისედაც ცნობილი ფაქტების ჩამოთვლა რასაც Facebook-მა მიაღწია. ფაქტობრივად ინტერნეტ ცხოვრება ამ ქსელმა დაიბყრო და კიდევ დიდხანს არ აპირებს მისი გავრცელების შეჩერებას…

ამ პოსტში წარმოგიდგენთ, 3 ნაკლებად ცნობილ/გამოყენებად ფუნქციას რაც Facebook-ს გააჩნია.

1. ხალხის დაTagვა სტატუსებში..

თუ ტვიტერს კარგად იცნობთ “ელაის წიგნში” ამის გამოყენება არ გაგიჭირდებათ. თქვენ უბრალოდ წერთ “ეთ” (იგივე ძაღლუკა, ცნობილი როგორც “საბაჩკა”) @ სიმბოლოს და მის შემდეგ თქვენი მეგობრის სახელს რომელიც გინდათ დასთაგოთ (ძალიან ნუ გაიმეტებთ). Facebook-ი არამარტო და”ს”თაგავს თქვენს მეგობარს არამედ დალინკავს კიდევაც მას და მის პროფილს (მთავარია არ დააფორმატოს).  ამის შემდეგ ვინც ნახავს თქვენს სტატუსს ასევე ნახავს დათაგულ/დალინკულ/ათას ომ გამოვლილ მეგობრის სახელსაც რომელზე დაჭერითაც მისი პროფილის გახსნა იქნება შესაძლებელი…

2. ხალხის დაბლოკვა ჩატში

პირველად ეს ფუნქცია არ ჰქონდა ჩატს. თუმცა საბედნიეროდ დაემატა და შეგიძლიათ უმალვე მიბლოკოთ ის ადამიანები რომლებიც რბილად რომ ვთქვათ ტვინს გივარჯიშებენ თქვენი ონლაინზე აღმოჩენის შემთხვევაში. იმისათვის რომ დაბლოკოთ პერსონა/პერსონები ჩატში, უნდა მოახდინოთ მათი თავმოყრა ერთ ჯგუფში. ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ თუკი რომელიმე მათგანი სხვა ჯგუფშიც გყავთ შეყვანილი და ეს ჯგუფი დაბლოკილი არ არის ჩატში, თქვენი ტვინის ტრენერ მეგობართან კვლავ გამოჩნდებით ონლაინზე და ისიც დიდი სიამოვნებით განაგრძობს თავის საქმიანობას..

ხო, ლისტების შესაქმნელად დააჭირეთ აქ

ლისტის დასაბლოკად შედით ჩატში და [Friends List]-ში მონიშნეთ რომელი ლისტი გამოჩნდეს, შემდეგ შიგნით ჩატშივე სასურველი ლისტისთვის ცვლით თქვენს ონლაინ სტატუსს.

 

3. შექმენი “top მეგობრების” სია აპლიკაციის გარეშე

MySpace-ის მსგავსად ეს ფუნქცია აქაც დაგეხმარებათ აჩვენოთ ხალხს თქვენი საუკეთესო მეგობრები. საიტის ახალ დიზაინთან ერთად Facebook-მა ეს ფუნქციაც წარუდგინა ხალხს. იმისათვის რომ გამოყოთ თქვენი საუკეთესო მეგობრები, მარცხენა კუთხეში თქვენს მეგობრების სიაზე აჭერთ “edit” ღილაკს და შეგყავთ სასურველი მეგობრების სახელები რომლებიც გინდათ რომ მუდმივად მონიშნულები იყვნენ თქვენს ლისტში.

 

დღეისათვის სულ ეს არის.. კიდევ რაიმე ორიგინალური ფუნქციის შესახებ თუ გსმენიათ შეგიძლიათ კომენტარებში გაგვანდოთ.

თუკი კიდევ გაინტერესებთ სხვა სტატიები სოციალური ქსელების შესახებ, გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები (საიტის მარჯვენა სვეტში) და დაგველოდეთ, ჩვენ მალე შეგეხმიანებით : )

დროებით, თქვენი Devi

Comments

comments

ერთი კომენტარი
  1. დევი პირველი ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ დანარჩენებს კარგად გამოვიყენებ 😀

კომენტარები დახურულია