რამდენიმე წლის წინათ როდესაც ჯერ კიდევ პირველი თამაშები მუშავდებოდა სამყაროს მოევლინა პირველი სამგანზომილებიანი თამაში რომელმაც გადატრიალება მოახდინა მთელს Game ინდუსტრიაში (თუ რომელი და როგორ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ), ამასთან წლიდან წლამდე გამოდიოდა უფრო და უფრო დახვეწილი, დეტალიზებული და რეალური გრაფიკის მქონე თამაშები, დღესდღეობით კი თამაშების სამგანზომილებიანი გრაფიკა საკმაოდ სერიოზულადაა განვითარებული და კიდევ უფრო დიდი შედეგებს უნდა ველოდოთ მომავალ წლებში. ამასობაში კი მსოფლიოს საინფორმაციო გიგანტი სახელად Google-ი იწყებს ახალ პროექტს რომელიც დაახლოებით იგივეს უწინასწარმეტყველებს ინტერნეტს და მასში განთავსებულ ვებგვერდებს რაც გასული წლებიდან დღემდე თამაშების ინდუსტრიას გადახდა თავს. იწყება ინტერნეტის სამგანზომილებიანი კონცეფციის შემუშავება რომელსაც ძია Google-ს თქმით დიდი მომავალი აქვს.

enews.ge-ს ცნობა პროექტის შესახებ:

Google-ში დარწმუნებულები არიან რომ, უახლოეს წლებში ინტერნეტს აუცილებლად მოუწევს გახსნას თავისთვის მესამე განზომილება, ამიტომ მზადება უკვე უნდა დაიწყოს. დეტალების შემუშავება მიმდინარეობდა პარტნიორ კომპანია Khronos-სთან ერთად.

როგორც Google-ს შემოქმედებით ბლოგზე ამბობენ, ბრაზერისთვის პლაგინის დამზადება თავისთავად წარმოადგენს O3D ტექნოლოგიის რეალიზებას. “მისი (ანუ პლაგინის) გამოყენება შეიძლება 3D გრაფიკის დასამზადებლად და მანიპულირებისთვის JavaScript ტექნოლოგიებზე” – ამბობენ კომპანიაში.

გავიხსენოთ, რომ ადრე Google-მა ჩაატარა ექსპერიმენტი სამგანზომილებიან ვებში და ეს იყო პროექტი Lively. მაგრამ პოპულარობით ეს პროექტი არ გამოირჩეოდა და კომპანიას მოუწია მისი დახურვა.

ახალი პროექტის დამზადებაში Google-ს პარტნიორია ჯგუფი Khronos, რომელიც თავის არსებობის მანძილზე მუშაობდა OpenGL-ზე, აქედან გამომდინარე სამ განზომილებიან ტექნოლოგიებთან გამოცდილება არსებობს. ამასთან ერთად Khoronos თანამშრომლობს Mozilla-სთან. Mozilla-ში ამბობენ რომ, კომპანია უკვე მუშაობს 3D პლაგინზე, მაგრამ რელიზამდე ჯერ კიდევ ადრეა საუბარი.

Google-ში აღნიშნავენ, რომ მათი კონცეფცია განსხვავდებულია Mozilla-სგან და რადგან 2 ტექნოლოგია ვერ შეთავსდება ერთმანეთში და ეს მომხმარებლის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს 2 ტექნოლოგია იყენებს განსხვავებულ API -ს და სხვადასხვა მეთოდს 3D გენერაციისთვის. საერთოდ, როგორც Google, ისე Mozilla-ც ამბობს, რომ კონცეფცია 3D-Web-ის იმყოფება განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე, ამიტომ გაურკვეველი ფაქტები ტექნოლოგიურად ბევრია, და ყველა კონცეფციას თავისებურად გააჩნია თავისი პლიუსი და მინუსი.

ჰენრი ბრიდჯის თქმით, რომელიც Google-ს გაყიდვების მენეჯერია, კომპანია დარწმუნებულია 3D ვების პერსპექტიულობაში გლობალური მაშტაბების გათვალისწინებით. “ამგვარად, 3D ეხმარება Google გადაწყვიტოს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი – გააკეთოს კონტენტი უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.” – განაცხადა ჰენრიმ.

ბრიდჯი დარწმუნებულია, რომ გრაფიკული ვებ-გვერდი წარმატებული იქნება, ზედ გამოჭრილია პროექტებისთვის Google Maps ან Sketchup. “გაცილებით მრავალფეროვანი რესურსის შექმნა იქნება შესაძლებელი 3D-ვების ბაზაზე – ესენია ინტერნეტ-სამყაროები თამაშებისთვის, ინტერაქტიული სერვისები და მსხვილი კორპორატიული სისტემების ვიზუალიზაციის ჭარბი მოთხოვნებისთვის. ჩვენი მოთხოვნა უშუალოდ ისახავს უნივერსალური პლაგინის შექმნას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა ბრაუზერისთვის და ყველა ოპერატიული სისტემისთვის. რასაკვირველია, სტანდარტიზაცია წაიღებს გარკვეულ დროს, რომ ყველა პლატფორმაზე იმუშაოს ერთსულოვნად” – ამბობს ბრიდჯი.

ტექნიკურად, პლაგინი O3D რენდერისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდს – ეს მოითხოვს როგორც პროცესორის, ასევე ვიდეოკარტის უფრო მეტ სიძლიერეს. პლაგინის ახლანდელი ვერსია 3D მოდელის ჩატვირთვას აკეთებს Mozilla C3DL ბიბლიოთეკის დახმარებით, ფიზიკურად ძირითადი ძრავა იწერება JavaScript-ზე.

შეგახსენებთ, რომ Google, როგორც ადრე Mozilla, იღებენ მონაწილეობას HTML5-ზე მუშაობაში. ამ ენის ახალი ვერსიაც იქნება აღჭურვილი მულტიმედიურ კონტენთან მუშაობით.

თქვენ საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ პირველი ნაბიჯები სამგანზომილებიანი ინტერნეტის ერაში, ამისათვის საჭიროა:

1. გადმოწერეთ და დააყენეთ O3D plugin-ი.

http://tools.google.com/dlpage/o3d

პლაგინი ხელმისაწვდომია როგორც  Windows-ის ასევე Mac-ის მომხმარებლებისთვისაც.

პროგრამული მოთხოვნები:

Windows:

XP Service Pack 2, Vista (x86/x64) Service Pack 1 (გავტესტეთ Windows 7-ზეც) ; Firefox 2+, Internet Explorer 7.0+ (x86 only), or Google Chrome
Mac:

Intel Mac with OS X 10.5 (Leopard); Firefox 2+, Safari 3+, or Camino

აპარატურული მოთხოვნები:

Windows:

x86 CPU; DX9-compatible GPU with VS2.0 and PS2.0 support
Mac:

any Intel Mac (unsupported GPUs will use SW renderer)

2.  აირჩიეთ მაგალითი ( მხარდაჭერილი ბროუზერით )

Beach Scene (17MB)

3D PingPong

Prince IO: The SketchUp Knight

Stenciled Teapot

Scene Viewer

სამგანზომილებიან PCMania-ში შევხვდებით! 🙂 შეხვდრამდე…
DEVI

ერთი კომენტარი

კომენტარები დახურულია