უკვე რამოდენიმე დღეა ოპერას ერთერთ გვერდზე იდო განცხადება რომ 2009-წლის 16 ივნისს, ჩვენი დროით 11 საათზე Opera თავიდან გამოიგონებდა ვებს. დადგა სანატრელი 16 ივნისი და რათქმაუნდა დაინტერესებულთა არმია დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას სრული ანშლაგით მიაწყდა ოპერას ოფიციალურ ვებ-სატის.

ამჯერად კი ახალი განცხადება “Today, we unveiled Opera Unite!” და პრომო ვიდეო ვიხილეთ:

მოკლედ რომ აღვწროთ Opera Unite ამავე ბრენდის ბრაუზერის 10.10 ვერსიაში ჩაშენებული ვებ-სერვერი. გარდა ინტერნეტის ბრაუზინგისა Opera გაძლევთ საშუალებას გააშეაროთ ფაილები და ფოტოები, კომუნიკაცია გქონდეთ ოპერას სხვა ომხმარებლეთან და დაჰოსტოთ საკუთარი ვებგვერდი თქვენსავე კომპიუტერზე.