უკვე არაერთ სავიზიტო ბარათს, ჭიქას, მაიკას და კიდევ რას აღარ ამშვენებს კოდი რომელიც იაპონიის წვრილთვალება თანამემამულეებმა 1994 წელს, კორპორაცია Denso-Wave-ის ხელმძღვანელობით შექმნეს.

რა არის QR კოდი?

QR კოდიიგივე Quick Response კოდი სახელიდან გამომდინარე არის სწრაფად აღქმადი კოდის სტანდარტი. ჩვეულებრივი კამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია QR კოდს გადაუღოთ სურათი და უმალვე კოდში დაშიფრული ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაში გადავა.


ასეთი ფუნქცია ძირითადად მობილურ ტელეფონებს გააჩნია და სწორედ ყველაზე მეტად იმ მისიით გამოიყენება რაც სტატიის დასაწყისში ვახსენე. თქვენ დაიტანთ თქვენს QR კოდს თქვენსავე სავიზიტო ბარათზე, ხოლო სხვა რომელსაც სურს რომ თქვენს შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონში ჰქონდეს, უბრალოდ გადაუღებს სურათს ამ კოდს და სპეციალური პროგრამის საშუალებით რამდენიმე წამში სრულ დაშიფრულ ინფორმაციას შეიტანს თქვენს შესახებ.

რისი დაშიფვრა შეგვიძლია?


თითქმის ყველაფრის, მთავარია ინფორმაციის საერთო ზომა არ აჭარბებდეს მაქსიმუმ 7,089 ციფრს, ან 4,296 ასოს/სიმბოლოს ანდაც საერთო ზომით არ უნდა აღემატებოდეს 2,953 ბაიტს.

შეგიძლიათ დაშიფროთ SMS-ი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფაქსი, ელ. ფოსტა, ვებ მისამართი და ა.შ.

როგორ დავაყენოთ QR კოდის წამკითხველი?


არსებობს ბევრი პროგრამა რომელიც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენს მობილურ ტელეფონში და შემდგომ მისი საშუალებით ამოიკითხოთ QR კოდი.

ერთერთი ცნობილი პროგრამაა i-nigma Reader. მისი გადმოწერა შეგიძლიათ პირდაპირ მობილური ტელეფონიდან საიტზე http://www.i-nigma.mobi.

საიტი ავტომატურად ადეტექტირებს თქვენი მობილური ტელეფონის თავსებადობას ამ პროგრამასთან.

შეგიძლიათ წინასწარაც გადაამოწმოთ თუ რომელ მობილურ ტელეფონებზე მუშაობს QR კოდის წამკითხველი, ამისათვის მიყევით ამ ბმულს.

როგორ დავაგენერიროთ QR კოდი?

თუ გადაწყვიტეთ დაიტანოთ QR კოდი თქვენს სავიზიტო ბარათზე ან თუნდაც უბრალოდ კოდი გჭირდებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი http://zxing.appspot.com/generator/

შეავსეთ ყველა ველი და დააწექით ღილაკს [Generate].

მიღებული სურათი შეგიძლიათ გადაიტანოთ სავიზიტო ბარათზე ან გამოიყენოთ სურვილისამებრ..

* მაგალითად Сontents-ში Text , შემდეგ შეიყვანეთ თქვენი სახელი და მობილური ტელეფონი. ბოლოს კი მიუწერეთ “თავისუფალი ვარ!” და შემდეგ ღილაი [Generate].

საბოლოოდ დაგენერირებული სურათი წაიღეთ რომელიმე პოლიგრაფიულ ცენტრში და მაიკაზე დაახატინეთ..

დამიჯერეთ ერთს ისეთს მაინც გაიცნობთ ვინც იცის რა არის QR კოდი : )

Comments

comments

10 კომენტარი
  1. იმ გოგოს რა აწერია გავშიფრე:

    სურათზე დაშიფრულია ეს მისამართი:

    http://thesun.mobi

    მაგარია. ისე ჩემი სახელი რო ეწეროს არ შეიძლება??? 😀 😀 😀 😀 😀 😀

  2. ise suratus gadageba cota ar iyos dzneli aris nokias mobebs ukan aqvt qr codebi da patarebi ari da verada ver gadavuge 😀

    ise kai ramea mec gavaketeb chem maisurze iqneb beds vweio 😀 lol

  3. მადლობა კარგი სტატიაა.
    ჩვენს ფორუმზე ვაპირებდი დღეს ამ პროგრამაზე კითხვას და კარგი ქენი რომ დამასწარი,ახლა ვიცი რას წარმოადგენს აღნიშნული პროგრამა.
    მაგრამ პროგრამა ჩემს N95 აქვს,და სურათს არ უღებს.და რატომ?

კომენტარები დახურულია