ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ Firefox-ის ერთერთი დამატება (Plugin) რომლის სახელია Stumble!

მე პირადად ძალიან მიყვარს Firefox-ი სწორედ მისი დამატებების გამო. მას ბევრი საჭირო და საინტერესო დამატება გააჩნია, რომელიც დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენი ინტერესების შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტში. სწორედ ერთერთ მათგანს წარმოადგენს ზემოთხსენებული Stumble -ი.

დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი რეიტინგული საიტების ჩამონათვალს ინტერნეტში. ერთი-ორის პოვნა შევძელი, მაგრამ ის მხოლოდ ისეთი ცნობილი საიტების სიას მოიცავდა როგორებიც არიან Google, Yahoo და სხვ.

ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენი Firefox-ის დამატებას რომელსაც Stumble ჰქვია.

აღმოვაჩინე რომ ეს არის ქსელი სადაც გაერთიანებულები არიან უბრალო ინტერნეტ-მომხმარებლები. თითოეული მათგანი ინტერნეტში ძრომიალის დროს ახარისხებს სასურველ საიტებს ინტერესების მიხედვით. როდესაც თქვენც აყენებთ Stumble-ს და რეგისტრირდებით მის ქსელში. რეგისტრაციის დროს როგორც ყველა სხვა მომხმარებელს ასევე თქვენც მონაცემებში შეგყავთ თქვენი ინტერესები, ხოლო როცა დარეგისტრირებას მორჩებით აჭერთ ღილაკ Stumble და თქვენი ბროუზერი შევა სწორედ ისეთ საიტზე რომელიც აკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს და ამავდროულად დადებითად არის შეფასებული სხვა მომხმარებლების მიერ, ანუ თქვენს წინაშე წარსდგება თქვენი ინტერესის შესაბამისი რეიტინგული საიტები.
Stumble-ს საშუალებით ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენთვის საინტერესო სურათები და ვიდეოები. ჩემ მოწონებას იმსახურებს მისი საძიებო სისტემაც, რომელიც იგივე პრინციპით მოქმედებს რითაც თვითონ დამატება. საძიებო სიტყვის ჩაწერისას შედეგებში მხოლოდ რეიტინგული საიტები ჩნდება.

ასე რომ დარეგისტრირდით ახლავე და ისიამოვნეთ!

დამატების ოფიციალური ვებგვერდია:
http://www.stumbleupon.com/

აქ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია:
http://www.stumbleupon.com/sign_up.php?pre2=hp_join

რეგისტრაციის შემდგომ უშუალოდ დამატების დაყენება შეგიძლიათ აქედან:
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/138

ესეც ვიდეო-სახელმძღვანელო რომელიც დაგეხმარებათ Stumble-ს მოხმარებაში:

ამის შემდეგ უბრალოდ შეგიძლიათ დააწვეთ ღილაკს Stumble და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია დაუყოვნებლივ თქვენს თვალწინ გაჩნდება.