კომენტარებში დაიწერა ჩვენი ერთერთი მკითხველის შეკითხვა:

“თუკი ხშირად, თვეში ან ორ თვეში ერთხელ მიწევს ვინდოუსის გადაყენება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ანტივირუსის დაყენება? ( შეიძლება სულელური კითხვაა, მაგრამ არგუმენტი მაინტერესებს)”

მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:

ანტივირუსი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც გვეხმარება თავი დავიცვათ სხვადასხვა სახის მავნე ციფრული არსებებისაგან რომელსაც ზოგადად “ვირუსები” ეწოდება.

ვირუსები ცდილობენ მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი კომპიუტერი, მოიპარონ ჩვენგან რაიმე ინფორმაცია ან გამოგვიყენონ (ჩვენი კომპიუტერის რესურსები გამოიყენონ) მისი ოპერატორის სურვილების შესაბამისად. მოკლედ ვირუსები გვიფუჭებენ კომპიუტერს. თუმცა კომპიუტერის, უფრო სწორედ კი ოპერაციული სისტემის (ჩვენს შემთხვევაში “ვინდოუსის”) გაფუჭების მიზეზი ყოველთვის ვირუსები არ არის. ჩვენ თუ კომპიუტერზე ხშირად ვაყენებთ სხვადასხვა თამაშებს, პროგრამებს, ვწერთ ბევრ ფაილებს და ვასრულებთ ათასგვარ სხვა ქმედებას, ამ ჩვენს მოქმედებებში ჩვენი სისტემა თანდათან ნაგვიანდება და თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის შეცდომები რაც საბოლოო შედეგს გვაძლევს: სისტემა ჭედავს, შეცდომებს აგდებს, ამა-თუ-იმ სამუშაოს აღარ ასრულებს და ა.შ. მოკლედ ნერვებს გვიშლის და დგება მომენტი როდესაც ჩვენი სისტემა უნდა წავშალოთ და თავიდან დავაყენოთ… ანუ ჩვენი საყვარელი
“ვინდოუსი” გადავაყენოთ.

დასკვნა: კომპიუტერზე მუშაობისას სისტემის გაჭედვაში და გაფუჭებაში მარტო ვირუსებს არ ურევია ხელი, ზოგჯერ ამაში ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის. ანტივირუსი ნაწილობრივ გვიხანგრძლივებს დროს თვიდან-თვემდე რათა არ დადგეს ჟამი იმ ბედკრული სამუშაოსი რომელსაც ჩვენებურად “ვინდოუსის გადაყენება” ქვია..

P.S. ვირუსებისაგან დავდაცვა “სასტიკად” აუცილებელია. შეიძლება windows-ზე ვთქვათ, დიდი ამბავი წავშლი და თავიდან დავაყენებო, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება ვირუსების ისეთი კატეგორიაც რომელიც ერთ დღეს ჩვენი მყარი მეხსიერებიდან სრულიად გააქრობს მთელ ინფორმაციას… წაიშლება ჩვენი საყვარელი ფოტოები, ფილმები, მუსიკა და სხვა ტიპის საჭირო ინფორმაცია. აი რატომ უნდა გვეყენოს ანტივირუსი.

 

Comments

comments

19 კომენტარი
  1. tu moaxerxebt minda daterot ra! aris shemtxvevebi rodesac tashlil da ganadgurebul pailebs agdgenen. maintersebs xerxi an programa an raime sashvaleba daformatebuli myari diskidan rogor gavandguro pailebi ise rom vegarasdros veravin amoigos.

კომენტარები დახურულია