2008 წლის ივლისის პირველი კვირა საქართველოში რუსული კომპანია OSMP-სთვის მძიმე აღმოჩნდა. ყელაფერი ასე დაიწყო, გადახდების სისტემა, ანუ “ჩასარიცხი აპარატები” მწყობრიდან გამოვიდა. მომხმარებელი თანხის შეტანისას იღებდა ჩეკს, თუმცა თანხა ანგარიშზე ზოგს ერთ საათში, ზოგს ერთ დღეში, ზოგს კი ოთხ დღეში ერიცხებოდა ასე გრძელდებოდა მთელი 4 დღის განმავლობაში, მოსახლეობაში გავრცელდა ჭორები, რომ თურმე ქართველმა ჰაკერებმა მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა “გატეხეს” და თავიანთ სასარგებლოდ თანხები გადაირიცხეს, იყო ვერსიებიც, რომ კომპანიამ ჩარიცხული თანხები ჩაიჯიბა და საერთოდ გაქრა სამომხმარებლო ბაზრიდან. თუმცა მეხუთე დღეს ყველაფერი გამოსწორდა, იმ აბონენტების მიერ შეტანილი თანხები, ვინც ოთხი დღის უკან ჩარიცხა ანგარიშებზე ჩვეულებრივ დაირიცხა და მომხმარებელმა ამის შესახებ კომპანიისგან შეტყობინებებიც მიიღო.
PCMania(.ge) შეეცადა გარკვეულიყო მომხდარში, ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა კომპანია OSMP-ს საქართველოს წარმომადგენლობისათვის. როგორც მომენტალური გადახდების გაერთიანებულ სისტემა OSMP-ში აცხადებენ მომხდარში ქართველი ჰაკერების ხელი საერთოდ არ ურევია. არც თანხების გადარიცხვა ან კომპანიის ბაზრიდან გაქრობა არ მომხდარა. უბრალოდ OSMP–ს ცენტრალურ სერვერზე თავდასხმა მოხდა, რომელიც რუსეთში, მოსკოვშია განთავსებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამაზე გარკვეულმა ჰაკერთა ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა. სავარაუდოდ მათ მიერ OSMP-ს კონკურენტი კომპანიებისადმი მოხდა შეთავაზება, მოეწყოთ თავდასხმა ცენტრალურ სერვერზე და ამით შეეფერხებინათ კომპანიის მუშაობა, ეს კი განაპირობებდა მომხმარებლების უკმაყოფილებას და უნდობლობას. ეს ყველაფერი კი კონკურენტ კომპანიებს რა თქმა უნდა, აწყობდათ.

მაგრამ ისმის კითხვა, თუ თავდასხმა რუსეთში მოხდა რატომ იქონია ამან გავლენა საქართველოში განლაგებულ საგადახდო ტერმინალებზე? ამის შესახებ კომპანიის დირექტორი მირიან ბეგაშვილი და მთავარი სისტემური ადმინისტრატორი ირაკლი მაისაია გვესაუბრნენ.
ირაკლი მაისაია: “კომპანია OSMP, დსთ-ს 9 ქვეყანაში ფუნქციონირებს. თითოეულ ქვეყანაში დადგმულია საგადახდო ტერმინალები ანუ “ჩასარიცხი აპარატები.” ასეთი კი საქართველოში დაახლოებით 1500 ტემინალია. საქართველოს მაგალითზე, თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, ტერმინალიდან ინტერნეტის საშუალებით, მხოლოდ ტრანსაქციის განხორციელების უფლებას იძლივა ცენტრალური სერვერი და ინფორმაცია ხვდება პროვაიდერებთან. ესენია ბანკები, კომუნალური გადასახადები, მობილური ოპერატორები, დაზღვევები და ა.შ. ამის შემდეგ თქვენ იღებთ შეტყობინებას თანხის ჩარიცხვის შესახებ. ეს ყველაფერი კი წამებში ხდება. ასეთია მომენტალური გადახდების სისტემა.

სისტემაზე თავდასხმისთვის კი ჰაკერთა ჯგუფმა შეიმუშავა ვირუსი რომლიც ინტერნეტში გაუშვეს. გაშვებული ვირუსით ათეულ ათასობით დაუცველი პერსონალური კომპიუტერი დაინფიცირდა, რომლის მფლობელებსაც იმ დროისთვის წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. . ერთ დღეს კი ჰაკერების მიერ, ინფიცირებული კომპიუტერებზე გაიცა ბრძანება განხორციელებულიყო DDOS ტიპის შეტევა OSMP-ს ცენტრალური სერვერისადმი. უნებლიედ დაინფიცირებული კომპიუტერები დაუკავშირდნენ სერვერს და დაიწყეს გარკვეული ბრძანებების გაგზავნა. სერვერმა ათეულ ათასობით კომპიუტერის ერთდროულად შეტევას ვერ გაუძლო და მწყობრიდან გამოვიდა.”

მისივე თქმით, ცენტრალური სერვერის დაზიანების შედეგად ტერმინალების მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ გაცემული ბრძანების მიწოდება ჯერ ლოკალურ სერვერებთან, ხოლო შემდგომ პროვაიდერებთან ვერ მოხდა. ამიტომ შეფერხდა სისტემის მუშაობა რომელმაც მომხმარებლის უკმაყოფილება და შემდგომში უკვე კომპანიისადმი უნდობლობა გამოიწვია. ასეთივე შეტევა დაფიქსირდა დაახლოებით 8 თვის უკან, თუმცა ცოტა გასხვავებული სცენარით. ორივე შემთხვევაში სისტემა რამდენიმე დღეში სრულიად აღდა და ყველა შეტანილი თანხა ადრესატს ანგარიშზე ჩაერიცხა.

ამავე კომპანიის დირექტორის, მირიან ბეგაშვილის თქმით ჰაკერების შეტევამ კომპანიის მუშაობა თვენახევრით უკან დაწია. უკმაყოფილო მომხმარებელი კი კომპანიას აკითხავდა.

მირიან ბეგაშვილი: ”მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხვები უბრალოდ დაგვიანდა დიდი პრეტენზიები იყო გამოთქმული. თუმცა თანხა არავის არ დაუკარგავს. ახლაც ბოდიში მინდა მოვუხადო მომხმარებლებს ასეთი დაბრკოლების შექმნის გამო. გამოცდილებამ უკვა გვიჩვენა, რომ ჰაკერები კომპანიის მუშაობის ჩაგდებას ძალიან ცდილობენ. ამიტომ აგვისტოდან საქართველოში ლოკალური წრედის შეკვრა იგეგმება, ანუ საქართველოს თავისი ცენტრალური სერვერი ექნება, ხოლო გარკვეული დროის დაგროვილი მონაცემები პერიოდულად რუსეთის ცენტრალურ სერვერს გადაეცემა. ამასობაში კი სისტემა ლოკალურად იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მომხმარებლისთვის უწყვეტი სერვისის მიწოდებას.”

 

Comments

comments

4 კომენტარი
  1. eg imis brali iqneba ro rusetshi erti kanalit gadian da shesabamisad yvelanairi gatareba im serverze fiqsirdeba radgan aq ar aqvt serveri da iq servers tu rame mouvida chatvalet osmp s darxeuli aqvs
    looooooooooooooooooooool magat ertis erveri ra gauchirdat ro aq iyos da gatardes tranzraqciebii

  2. ვააა ხედავ შენ რა ხდება? მე კიდე მეგონა ის 36 ლარი რო მოვიპარე მაგის გამო იყო მეთქი გათიშული… 😀

კომენტარები დახურულია