.

ყველაფერი ეს ორი წლის წინ 2007 წელს დაიწყო, როცა “ძია DEVI-ს” “აიტიშნიკ” თავში გამოანათა იდეამ შექმნილიყო საინფორმაციო  ვებ-გვერდი რომელიც ძირითადად შეეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მოკლე Hi-Story

2007 წლის ივნისში ვებ-დიზაინის თითქმის გაგებაში არ მყოფი  14 წლის “იდეინი” 😀 დაჯდა და დაიწყო ვებ-საიტის შექმნა რომელსაც PCMania დაარქვა. იდეაში PCMania ნიშნავდა და ახლაც ნიშნავს “პერსონალური კომპიუტერის მანიას” რომელიც ჩემი აზრით დღესდღეობით ყოველ მეორეს სჭირს. იგულისხმება ის ფაქტორი რომ თითქმის ყველა ტექნოლოგია რაც ჩვენ გაგვაჩნია (მობილურები, სმარტფონები, ლეპტოპები, დესკტოპები და ა.შ.) არის პერსონალური კომპიუტერები რომლებსაც დღეში მინიმუმ 4 საათი “ვუჩიჩხინებთ” 😀 ამიტომ იდეაში რაც მათ მიმართ გვაინტერესებს ყველაფერი ეს ინფორმაცია უნდა დებულიყო PCMania-ს ვებგვერდზე.

დღესდღეობით “სამუზეომო ექსპონატი” 😀 PCMania-ს პირველი ვებგვერდი დაიდო “ირმის ნახტომის” ჰოსტინგზე და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ახალ-ახალი სტატიებით მდიდრდებოდა. საიტი დამზადებული იყო html ტექნოლოგიით და შესაბამისად საიტის მუდმივად ხელით განახლება მიწევდა. თუმცა მაინც შედარებით სამუშაოს სიმარტივისთვის საიტი შეიქმნა ერთერთ მარტივ ვებ-რედაქტორში (Web Page Maker-ში). საიტს პირველად მიენიჭა დომენი “http://pcmania.at.tt” რომლითაც რამდენიმე თვე იმოღვაწევა 🙂

PCMania-ს პირველი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ

ყველაზე სასაცილო კი საიტის მარკეტინგი იყო. ყოველ საღამოს მეგობრებთან ერთად “Skype-ში ვამატებდი უამრავ უცნობ ხალხს რომელთაც ვუგზავნიდი საიტის ლინკს და პატარა სარეკლამო ტექსტს (Spam! :)), შედეგად დღეში მყავდა 10 დან 25-მდე ვიზიტორი რომელიც ჩემთვის დიდი სიხარული იყო 😀 😀 😀

რამდენიმე თვეში (მამაჩემის დახმარებით) საიტის პროექტი გავაცანი “კავკასუს ონლაინი”-ს ვებ-განვითარების განყოფილებას (ბ-ნ მამუკა იაშვილს) რომელმაც უფასოდ გამომიყო საიტისთვის .ge დომენი და ჰოსტინგი. 2008 წლის გაზაფხულს საიტი გადავიდა ახალ მისამართზე   PCMania.ge, ამასობაში კი გადავწყვიტე საიტი გადამეყვანა ახალ “ძრავაზე” და  აირჩა WordPress-ის CMS ძრავა ბლოგებისთვის (ყველა ვარეზზე DLE ეყენა და ანტივარეზული განწყობის გამო!  🙂 ), ახალი ვებგვერდი ადვილად სამართავი გახდა და შედეგად განახლებები უფრო გახშირდა. ამასობაში განვითარდა მარკეტინგის კუთხეც და დავიწყე ბანერების გაცვლა სხვადასხვა ვებგვერდებთან… საიტმა მიიღო ბლოგის სახე რომლის საშუალებითაც უკვე უშუალო კონტაქტი მქონდა მომხმარებლებთან რაც ბევრად უფრო მეხმარებოდა ვებ-გვერდის განვითარებაში.

აღმართს დაღმართი მოსდევს 🙂

ამასობაში ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. დღესდღეობით PCMania იყენებს “კავკასიის მთების შვილის” უფასო ჰოსტინგს რომელიც სამწუხაროდ ვეღარ ემსახურება სათანადოდ საიტს. ყველა სხვა საჭირო ფუნქციის არქონის გარდა ჰოსტინგს აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ყოველდღიურად ვიზიტორების სიჭარბის გამო მონაცემთა ბაზასტან კავშირების ლიმიტი მალევე იწურება და შედეგად დღის მეორე ნახევარში საიტი ითიშება რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მომხმარებლებზე. ალბათ თქვენც გინახავთ ლეგენდარული წარწერა საიტზე: “Error Establishing database connection”..

გამოსავალი და მომავლის გეგმები

გამოსავალი ამ პრობლემიდან რათქმაუნდა არის ახალ ჰოსტინგზე გადასვლა რომელიც უკვე ნელნელა ხორციელდება. საიტი გადადის ახალ ფასიან ჰოსტინგზე რომელსაც ყველა საჭირო ფუნქციები გააჩნია. ამასობაში კი პროექტის განვითარებისათვის ახალი ნაბიჯები იდგმება.

პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ვიზიტორს რადგან დიდი ხანია საიტზე აღარ იდება ახალი პოსტები. საქმე იმაშია რომ საიტზე ვმუშაობ მხოლოდ მე (DEVI), ჩემი ყოველდღიური გრაფიკი კი საკმაოდ დატვირთულია ამიტომ სამწუხაროდ დროებით არ მეძლევა საშუალება რომ მოვახდინო საიტის მუდმივი განახლება. ამჟამად მაქვს სკოლის საგამოცდო პერიოდი და მას შემდეგ რაც გამოცდებს მოვრჩები ვიწყებ PCMania-ს ახალი გეგმების შესრულებას.

მოკლედ გაგაცნობთ მომავალი გეგმების მონახაზს:

იწერება საიტის ახალი ძრავა რომელიც იმუშავებს უშუალოდ PCMania.ge-ზე, ცენტრალურ ვებგვერდზე გაჩნდება უამრავი ახალი რუბრიკა, პროგრამების ბაზა და მრავალი სხვა სასიამოვნო სიახლე..

დღესდღეობით საიტს აქვს ბლოგის სახე რომელიც ახალი გეგმის თანახმად შეიცვლება. ბლოგი რომელზედაც ამწუთას ამ ცნობას კითხულობთ გადავა ახალ მისამართზე blog.pcmania.ge  და დაემატება რამდენიმე სხვადასხვა სიახლე, მათ შორის: შეიქმნება ახალი დიზაინი, დაემატება ახალი ფუნქციები და რაც მთავარია იმის გათვალისწინებით რომ საიტზე ვმუშაობ მარტო ბლოგს დაემატება ახალი ადმინები, ამავდროულად ყველა მომხმარებელს მივცემ საშუალებას გაიარონ რეგისტრაცია და თავადვე შეძლონ ბლოგზე სხვადასხვა პოსტების დადება რაც კიდევ უფრო ინტერაქტიულს გახდის ჩვენს პროექტს..

ასევე მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება თქვენი, მომხმარებლების იდეები და მოსაზრებები პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც თავად მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სასარგებლოს გახდის პროექტს.

საფინალოდ

ყველა ეს და სხვა სიახლე განხორციელდება PCMania-ს “დაბადების თვის” პერიოდში და რათქმა უნდა ამ სტარტიდან მისი განვითარება გაგრძელდება მუდმივად, რათა მესამე დაბადების თვეს PCMania ბევრად უფრო განვითარებული შეხვდეს 🙂

საბოლოოდ კი ერთ აზრს გაგიზიარებთ, იმისათვის რომ PCMania-ს “დაბადების თვე” ვაქციოთ დაბადების დღედ, დავაწესოთ PCMania-ს დაბადების დღის რიცხვი რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო იქნება 1 ივნისი!

მაშ ასე 🙂 1 ივნისს “ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” PCMania 2 წლის ხდება!

P.S. ალბათ პოსტის სურათის დანახვისთანავე თქვენმა უმრავლესობამ ის გაიფიქრა  PCMania-სთან Mac-ი რა შუაში იყოო 😀 თქვენ წინაშე თავს იმით გავიმართლებ რომ “Mac-იც პერსონალური კომპიუტერია” ამიტომ ის ჩვენი პროექტის ნაწილია (Maсმანები ჩვენსკენ 😀 ).

საკონტაქტო იმეილი:  pcmania.ge@gmail.com

Comments

comments

13 კომენტარი
  1. gilocavt 2clis tavs da gisurvebt dasaxuli miznebis asrulebas kargi saitia da gulianad ascavlit xalxs komps gaixaret

კომენტარები დახურულია