
Mercedes-ის ახალი A და B კლასი!
IkaMac | Nov 03, 2008 | Comments 0

მცირე განახლებები კომპანია Mercedes-ის უკვე მრავალმა მოდელმა განიცადა – კომპაქტურმა როდსტერმა – SLK, ძვირად ღირებულმა – SL და დახვეწილმა – CLS. თანაც სულ ახლახან! ეს სულაც არ ნიშნავს რომ Mercedes-ში პატარა წყვილი დაავიწყდათ – სიახლეები შეინიშნება A- და B-კლასშიც.
ცვლილებები ძირითადად, რა თქმა უნდა, გარეგნობაში შეინიშნება. მაგალითად, A-კლასში შეგხვდებათ ახალი: ბამპერი, ფარები, ფანრები და რადიატორის ბადე. ამ ყველაფრის წყალობით “მერსის” ისედაც ცოტათი უცნაური სახე საკმაოდ შეიცვალა, ამასთან კორპუსში დიდი სიახლეები არ შეინიშნება. დაახლოებით იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები B-კლასის შემთხვევაშიც.


გარკვეული სიახლეები ტექნიკური მიმართულებითაც შეინიშნება. შემოდგომიდან ახალ მოდელებში: A150/B150 და A170/B170 – Start/Stop-სისტემა დაყენდება. იგი უზრუნველყოფს ძრავის გამორთვას ავტომობილის გაჩერებისთანავე და ამუშავებას – ადგილიდან დაძვრისთანავე. ამ ყველაფრის წყალობით ავტომობილი უფრო ეკონომიური ხდება და გამოდევნილი მავნე ნივთიერებების წილიც მცირება. თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაზე ეკონომიური მოდელი ისევ და ისევ A160 CDI-ი იქნება. მისი 2 ლ-ნი (დიახაც, სწორედ ამდენი) აგრეგატი მხოლოდ 82 ცხ.ძ. სიმძლავრეს იძლევა, სამაგიეროდ საწვავსაც ცოტას მოითხოვს – მხოლოდ 4.5 ლ-ი ყოველ გავლილ 100 ერთეულზე.

ამას გარდა, ჩამონათვალში 95-ძლიერი დიზელის მოდიფიკაციაც გამოჩნდება – A150 BlueEfficiency. იგი მხოლოდ 5.8 ლ. საწვავს ითხოვს 100 კმ-ზე. მის შესაძლებლობებში შედის – აერო-დინამიკური ელემენტები, დაბალი წინააღმდეგობის ძალა, საბურავების ენერგო-აღჭურვა და შემცირებული მასა. სხვათა შორის, “ცუდ მადას” დღეს Mercedes -ის ლამის ყველა მცირე მოდელი უჩივის – მათი საშუალო დანახარჯი 7%-ით შემცირდა.

Mercedes-ში არც ინტერიერი გამორჩენიათ მხედველობიდან. სალონში (ზევიდან— A-კლასი) სავარძლების გაწყობის ახალი მასალები და განსაკუთრებული ფაქტურის ალუმინის ჩანართები შეგხვდებათ.

Filed Under: Auto-მობილები • ★ სიახლეები
About the Author:

Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71