
კომპანია "მაგთიკომმა" საცდელ ექსპლუატაციაში WIMAX-ის ქსელი გაუშვა
DEVI | Nov 19, 2008 | Comments 4
ქართულმა მობილური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთიკომმა” საცდელ ექსპლუატაციაში გაუშვა WiMAX.-ის ტექნოლოგიური ქსელი. როგორც “ახალი ამბები – საქართველოს” კორესპონდენტს კომპანიაში განუცხადეს, დღეისათვის WiMAX-ის სადგურები საპილოტო რეჟიმში მუშაობენ თბილისში, ბათუმში, თელავში, გორში, რუსთავში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ონსა და ფოთში. სადგურების რაოდენობა გაიზრდება და 2009 წლის ბოლოსათვის საქართველოში WiMAX-ის ქსელი სულ უფრო მეტ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებს დაფარავს.
დამონტაჟებული მიმღებ-გადამცემი მოწყობილობები შესაძლებელს ხდის თეორიული სიჩქარის მიღწევას მონაცემთა 75 მეგაბიტი სიჩქარით გადაცემით. მომხმარებლებისთვის WiMAX მომსახურებით სარგებლობა მომავალი წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი. კომპანია ამ დროისთვის ტარიფების შემუშავებას გეგმავს.
WiMAX-ის ტექნოლოგია მიიჩნევა ყველაზე ოპტიმალურად ინტერნეტში შეღწევისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ფიქსირებული სატელეფონო კავშირის (VoIP) შემცვლელად ისეთ ადგილებში, სადაც სადენიანი კავშირგაბმულობა ეკონომიკურად გაუმართლებელი და პრაქტიკულად შეუძლებელია
newsgeorgia
Filed Under: IT სამყარო • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (4)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








ar vici rato ar gamoexmaura am ambavs aravin magram me piradad dzalianac gamixarda es ambavi ro gavige. bolos da bolos rodemde unda vijdet gamoqvabulshiiiiiiiiiiiiiii? chemi azrit saqartveloshi “wimax”-is meshveobit iseti magalmtiani regionebi rogoricaa svaneti racha, acharashi xulo da sxvebi moitqvamen suls
)) bolos da bolos tbilisic dzalianac ixeirebgs daitanja xalxi inte3rnetis rigshi dgomit
))) carmatebebi yvelaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaas
tarifi mainteresebs, organizaciistvis minda tu sheizleba meilze gamomigzavnot. madlobt.
WiMax|802.16d|WMAN|75 მბიტ/წმ-მდე| 6-10კმ|1,5-11 გჰც
ეს დაუყენებიათ მარა არ იმუშავებს კარგად
ნახავთ თუ არა
auuuu dzzz magariaaaaaaaaaaa