Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


2009 Mercedes-Benz SLR Stirling Moss


ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ გამარჯვებისათვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს: ტექნიკური უზრუნველყოფაც, ბიუჯეტიც, ნიჭიერი მმართველებიც, მაგრამ გარემოება მოახლოებულ ტრიუმფს კრახად გადააქცევს-ხოლმე. 1955 წელს Mercedes-Benz 300 SLR -ავტომობილების წარმატებების სერია ლე-მანეს შეჯიბრში საშინელმა კატასტროფამ შეწყვიტა. კატასტროფამ, რომელმაც 82 მაყურებლის და ერთი პილოტის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად ჩემპიონატის მოგებისა, კომპანიამ შეწყვიტა რბოლებში მონაწილეობა.
რა აკლდა SLR McLaren -სუპე ავტომობილს დასახული მიზნების მიღწევისათვის? იქნებ ცოტაოდენი ვნება? ან იქნებ მერსედესი საერთოდ არ უნდა იყოს სუპერ-ქარი? ბოლოსდაბოლოს, ხომ იყიდება AMG-მონსტრების მხოლოდ იმიტომ რომ ამ კონცერნის ნაწარმია? ასეა თუ ისე, მსოფლიოში არ მოიძებნა საკმარისი მსურველი, რომელიც ახალ მოდელს შეიძენდა.

Mercedes-ის 2008 წლის დაბალი გაყიდვებით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა „მესამასე” მოდელის მემკვიდრე სუპერ-ქარი – SLR McLaren – სამოდელო რიგიდან ამოეღოთ. „SLR”-წიგნის უკანასკნელი ფურცელი ტედტროიტის ავტოსალონზე გადაიშლება. გერმანელები ლიმიტირებულ ვერსიას წარადგენენ. მისი სახელია – Stirling Moss და იგი 50-იანების სახელოვანი პილოტის, 3-ქიმიანი ვარსკვლავის ღირსეული დამცველის საპატივცემულოდ შეირჩა.

სფაიდერის ზურგს თუ არ ჩავთვლით, რომელიც სრულიად გამორიცხავს სახურავის არსებობას – ტექნიკურად ავტომობილი სრულად იმეორებს SLR 722-ს. V8 5.4 ძრავი ისევ 650 ცხ.ძ და 820 ნმ – სიმძავრეს ავითარებს. არაჩვეულებრივი მასის მქონე ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.5 წმ-ში ავითარებს და 350 კმ/სთ ზღვარს მალე უახლოვდება.

იგი ყველაზე სწრაფი მოდელია SLR-ოჯახიდან და საერთოდაც, უსწრაფესი ღია სერიული ავტომობილი მთელს მსოფლიოში. 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას თუ დაამუხრუწებთ, მგზავრების უკან ამოიზრდება განსაკუთრებული სპოილერი – ერთგვარი საჰაერო მუხრუჭი. იგი 50-იანი წლების სუპერქარშიც გამოიყენებოდა. თანამედროვე მსოფლიოში კი ყველაზე მეტად Bugatti Veyron-ში ამოიცნობთ.

უკანასკნელი SLR-ს აწყობას მხოლოდ რამდენიმე თვე დაჭირდება: 2009 წლის ივნისიდან დეკემბრამდე. წარმოება უოკინგში უნდა წარიმართოს. შეზღუდული ვერსია მხოლოდ 75 ეგზემპლიარად გამოვა და თითოეული მათგანის ღირებულება 750 ათასი ევრო იქნება. ყოველმა მათგანმაც რომ იპოვოს თავისი მყიდველი, SLR McLaren-პროექტს მაინც ვერაფერი გადაარჩენს.დასკვნითი ვერსიისათვის შერჩეული სახელი თითქოს, მწარე ირონიის შედეგია. სტირლინგ მოსი ხომ მაინც ვერ გახდა ფორმულა 1-ს ჩემპიონი საბოლოოდ. მიყოლებით 4 წლის განმავლობაში იგი ვერცხლის ჯილდოს ჯერდებოდა და სულ უფრო და უფრო ამყარებდა – უიღბლოს პოზიციას. კომპანიის ეს უდიდესი კრახი ალბათ სწორედ ამ სახელს იმსახურებს.

წყარო:

Filed Under: Auto-მობილები★ Articles★ სიახლეები

About the Author:


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (2)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. demo says:

    და ამით რომ ავარიაში მოყვები და ჟიგულს დაამტვრევ :D

  2. zaza uchaneishvili says:

    sagol ikush wavikitxe da mevasa da iqneb bmw zec moidzio saintereso siaxleebi ;) jigari xar