
Compinfo VS PCMania? No!
DEVI | Mar 22, 2008 | Comments 4

დღეს მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ რომ ეს უკვე მერამდენედ ”კომპინფოს” ფორუმზე ნახსენებია ჩვენი ვებ-გვერდი თანაც არა კარგი კუთხით.
ერთერთი მაგალითი აქ არის და შეგიძლიათ წაიკითხოთ http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1528&pid=20868&st=40& (სულ ბოლო პოსტი)
კომპინფოს ფორუმელებო! მინდა გითხრათ რომ კომპინფოს წესები მასალების კოპირებასთან დაკავშირებით (თავიდან ბოლომდე!) მშვენივრად მაქვს წაკითხული და გააზრებული, ამრიგად სულაც არ ვაპირებ რომ რომელიმე ავტორის უფლებები დავარღვიო (ეს ჩვენს წესებშიცაა ნახსენები: http://pcmania.ge/?page_id=82 ).
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ”კომპინფოსი” და მისი ადმინისტრაციის, ალბათ არც თქვენ გაქვთ მიზეზი რამენაირად შეეწინააღმდეგოთ ჩვენს ვებგვერდს. ამიტომ გთხოვთ ნუ იდება თქვენს ფორუმში გამომწვევი პოსტები იმასთან დაკავშირებით რომ თურმე PCMania “კომპინფოს ნიუსებით” საზრდოობს და რომ თურმე PCMania-მ რომ გაქაჩა კომპინფოს დამსახურებაა!
ისე მაინც დიდი მადლობა, ”ანტი-რეკლამა” ხომ საუკეთესო რეკლამაა !?
ჩვენ ყველა წესის დაცვით ვმოქმედებთ და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე! PCMania-მ რომ ”გაქაჩა” ეს კომპინფოსი კიარა, ჩემი ახლობელი ადამიანების დამსახურებაა და მე მათ ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი!
და ბოლოს მინდა ვთქვა, კარგი იქნება თუ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ ჩამოყალიბდება ცნება ”Compinfo VS PCMania”
, პარტნიორობა ხომ საუკეთესო ურთიერთობის ფორმაა!
P.S. თუ რომელიმე კომპინფოელი ამ პოსტს წაიკითხავთ გამომეხმაურეთ კომენტარებში ;)
Filed Under: IT სამყარო • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (4)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








daikidet magari saitia sago
ჩემი ფავორიტი საიტებია:pcmania.ge
compinfo.ge
ucnauri.com
და კიდევ ძვირფასო ადმინისტრაციავ!ძალიან გთხოვთ magtifun.ge-დან სიახლეებს ნუ იპარავთ!!!! თორემ გცემთ
P.S ჩაწვდით ხუმრობას!
არ არის მოპარვა, მაგრამ მე, როგორც მომხმარებელი, ამ საიტზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ ადმინისტრაცია (დევი არ გეწყინოს) მხოლოდ ერთს აკეთებს: პოულობს საინტერესო სტატიებს, ათავსებს აქ, წყაროს უთითებს, მაგრამ ძალიან იშვიათად წერს საკუთარ სტატიებს, მაგას სჯობს პირდაპირ ლინკი მიეთითოს სტატიის. თუ არსებობს გუნდი ამ საიტისა, რომელსაც ევალება დაწეროს სტატიები, უფრო ხშირად წერონ, თუ არა, შეიქმნას მაინც, ჩემი რჩევაა, ასეთ შემთხვევაში ეს საიტი უფრო სერიოზული საიტი გახდება. მთავარია გადაიდგას პირველი ნაბიჯები და მთავარია ვის მიერ.
საწყენი არაფერია და არც ტყუილს ამბობ რამეს.. მაგის პოტენციალი არის და ნელნელა გამოსწორდება კიდევაც სიტუაცია.