Google-ს თვალით დანახული Georgia
DEVI | Feb 04, 2010 | Comments 9

ამ პოსტში მინდა განვიხილო ერთი მეტად ეროვნული პრობლემა რომელიც ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ და დაგაფიქრებთ გამოსავლის ძიებაზე.. მოკლედ პრობლემა შემდეგშია. არ ვიცი რამდენად მოგსვლიათ აზრად მაგრამ მე რომ საძიებო სისტემებში სიტყვა Georgia-ს ვწერ “საშინელი შედეგების” ლისტს ვიღებ.. კერძოდ კი ეს ეხება სურათების საძიებო სისტემებს რომლის ერთერთ მაგალითად მოვიყვან Google-ს სურათების ძიებას.
მოკლედ მას შემდეგ რაც სურათების ძიებაში ჩაწერთ ე.წ. ქეივორდს “Georgia” თქვენ სურათების შედეგებში მიიღებთ შემზარავ კადრებს და + 1-2 საქართველოს რუკას ან დროშას. მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუნდაც იმიტომ რომ არსებობს არაერთი ადამიანი მსოფლიოში რომელსაც არ სმენია საქართველოს შესახებ და მას შემდეგ რაც გადაწყვეტს ქვეყნის შესახებ ინტერნეტით მიიღოს ინფორმაცია, სურათების თვალსაზრისით იღებს ძალიან შემაძრწუნებელ კადრებს. თითქმის უმეტესობა ფოტო არის ჯარი, ომი, ცეცხლი და შემზარავი კადრები..
ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ულამაზესი ბუნებით და ხედებით. თანაც არაერთი ულამაზესი ფოტო მოგვეპოვება საქართველოს შესახებ. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება რომ შედეგებში ჩნდებოდეს სწორედ ის ულამაზესი ხედები და ადგილები რაც საქართველოშია..
სწორედ ამიტომ მინდა რომ მოგიწოდოთ ინტერნეტში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს (ვებ-მასტერებს, ბლოგერებს და განსაკუთრებით SEO-შნიკებს), მოვიფიქროთ რაიმე ალგორითმი ან რაც გინდათ დაარქვით რომ უბრალოდ მოვახერხოთ Georgia-ს ძიების შემთხვევაში სურათების შედეგებში გამოვიდეს საქართველოს ულამაზესი ხედების და სხვადასხვა ძეგლების (ტაძრები, ქანდაკებები და ა.შ.) სურათები.
მემგონი არცთუისე ძნელი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო საქმეა ჩვენი სამშობლოსათვის..
სამაგალითოდ კი მე აქ დავდებ საქართველოს ხედების და ძეგლების სურათებს და იმისათვის რომ საძიებო სისტემებმაც კარგად აღიქვან. Image Title-ს, alt text-ს და Description-ს ქეივორდად მივწუერ Georgia-ს რომელიც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს SEO-ს თვალსაზრისით.
გთხოვთ თქვენც თვქენისმხრივ შექმნათ მსგავსი პოსტები (ვგულისხმობ საქართველოს ფოტოკოლაჟებს) თქვენს საიტებზე (SEO-ს გათვალისწინებით) და ალბათ დროთა განმავლობაში გუგლის რობოტების ვიზიტის შემდეგ შეიცვლება გუგლის შედეგების ლისტიც..
P.S. ვხვდები რომ შედეგები რომლებსაც google.com-ი აგდებს ძირითადად უცხოური რესურსებიდანაა და არაფერშუაშია ქართულ რესურსებთან მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ვწვლილს მაინც შეიტანს ჩვენი ზემოთ აღწერილი ქმედება.. თან უცხოური რესურსებიდან ძირითადად რუკებს და დროშებს აჩვენებს.
ესეც სურათები:
Popularity: 13% [?]
Filed Under: კულტურა • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


























და ეხლა მარტივი “ადამიანური” გასაგები ენით რომ გვითხრა უბრალო მოკვდავებს , ჩვენ რა უნდა ვქნათ? სათაურად საქართველო დავაწეროთ თუ რა ? … რომ ძებნისას ეს სურათები ამოაგდოს?
es suraTebi politikis nacilia,rom gamovchndeT rogorc camebuli eri,eri romelsdac chirdeba daxmareba
arada daxmareba martlac gvchirdeba da turistebis saxit ara
imho
ხო რამე საიტი რო შეიქმნას georgia.com ან ჯი რავი კარგი იქნებოდა და ტეგები ჰქონდეს შესაფერისი
დევი ძმა შენთან ვარ! როგორც შემიძლია დაგეხმარები!
ხო შეილება იმ სურათების რესურსი დ
საიდანაც მოდის იმ საიტების ადმინისტრაციას დაუკავშირდეთ ვისაც მიგიცვდებათ ხელი მაგალითად და სახელი მაინც შეუცვალონ რაა და აღარ ამოაგდებს.. არა?
ეს პრობლემა ყურადსაღებია ჩემი აზრითაც..
მოდი მირჩიეთ სად შეილება უპასო ინტერნეტ სივრცეში გავაკეთო საიტი და დავდო სურათები სახელით “Georgia###” ნუმერაციით, ნუ გუგლმა რო ამოაგდოს რაა….. სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ამ პრობლემის აღმოფვრაში…
მართალი ხარ დევი… ახლა მოვსინჯე და არაფრის მომცემი ფოტოები ამოაგდო… საშინელება რაღაც… ვუერთდები შენს მოწოდებას!!!
გასაკვირი რაა ხალხო აბა გაიხსენეთ ერთი საქართველომ მსოფლიოს თავი რითი გააცნო? როდესაც უცხოეთი საქართველოს ეხებოდა აქ ან ომის ან რამე კომფლიქტის საქმე წყდებოდა. კი ამ პოპორალურობის მოხვეჭაში ჩვენი კეთილ მოსურნე რუსეთი გვეხმარებოდა მაგრამ მთელი პოპურალურობა მაინც ჩვენ გვერგო. ხოდა მსოფლიოს თავი როგორც გავაცანით ისეთივე სახე მოგვცეს, “რასაც დასთეს იმას მოიმკი”.
და ზუსტად იგივე და უფრო საშინელი შედეგი აქვს ერაყს, ისრაელს, პალესტინას, ირანს, ავღანეთს, პაკისტანს, ვიეტნამს და რომელი ერთი ვთვა კიდე.
ხოლო აბა ამ ქვეყნებზე ინდოეთზე, ტაილანდზე, ტაივანზე, ინდონეზიაზე, ახალ ზელანდიაზე, კუბაზე, პერუზე, ჩილეზე რამე ცუდი გსმენიათ ნახეთ აბა გუგლში როგორი რეფუტაციით სარგებლობენ, თავიანთი ნაციონალური ღისშესანიშნაობებით აქვთ აჭრელებული მთელი გვერდი.
ასე რომ როგორც ჩვენ დავანახებთ მსფლიოს თავ ისე დაგვანახებს ის ჩვენ თავს.
მაგარი პრობლემა აღმოაჩინე, გეთანხმები 100 % ით, სომხეთი ან თურქეთი რომ ჩაწერე სულ სხვა თემის ფოტოებს ყრის, მართლა ძალიან ცუდია ჩვენთვის