
IYPT 2009 – The Bronze Medal To Georgian Team!
DEVI | Jul 31, 2009 | Comments 17
შავი მაისურით და გაწვდილი მედლით – ძია DEVI ![]()

21 ივლისს ჩინეთში, ქალაქ “ტიანძინის” საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 22-ე საერთაშორისო ტურნირი
საქართველოდან შერჩეულ იქნა ტურნირში მონაწილე გუნდი რომელიც შედგებოდა 5 მოსწავლისაგან.
იქიდან ერთერთი (ანუ მე ზურაბ (დევი) ფირცხალაიშვილი)კომაროვის სკოლის ხოლო დანარჩენი ოთხი ვეკუას სკოლის მოსწავლეები იყვნენ (გუგა მიქაბერიძე, მარიამ ნადარეიშვილი, დავით და მარიამ გაჩეჩილაძე).
სამწუხაროდ წინა რამოდენიმე ტურნირი საქართველოს ცუდი შედეგით დამთავრდა და წელს აუცილებლად საჭირო იყო საქართველოს სახელის დაბრუნება მოწინავე გუნდებში. ამიტომ საკმაოდ დიდი შრომის შედეგად ძლიერად მომზადებული გუნდით ვეწვიეთ ტურნირს..
შედეგმაც არ დააყოვნა ისეთი ძლიერი ქვეყნების შემდეგ როგორიც კორეა და ავსტრია აღმოჩნდა (საკმაოდ დიდი დაფინანსებებით მოწინავე კომპანიებისაგან) საქართველომაც შეძლო მოწინავე პოზიციის დაკავება და ჩვენს სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დავბრუნდით
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და მადლობა გადავუხადო მათაც ვინც გული გვგულშემატკივრობდა ქართველ გუნდს!
შემდეგი ტურნირი გაცილებით უკეთესი შედეგით დასრულდება ჩვენთვის
Filed Under: კულტურა • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71