Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


ახალი Apple iPod Nano


ნეტა Apple-ში ფრჩხილებს არ იჭრიან? არ ვიცი ქართულ ტექ-მედიას გამორჩა ეს სიახლე თუ ჯერ კიდევ “ცინცხალი რამაა”, ფაქტი ერთია Apple-მა ახალი iPod Nano გამოუშვა!

პირველ რიგში გილოცავთ ამ “წვნიანი” ფირმის ევანგელისტებს და განსაკუთრებით iPod-ის მოყვარულებს.. მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს ჩემი აღფრთოვანებები Apple-ის მიმართ დაცხრა და ცოტა სკეპტიკური ხედვა გამიჩდა მათი პროდუქციის მიმართ, დღეს მაინც მინდა შემოგთავაზოთ ახალი Nano-ს მიმოხილვა..

რა არის ახალი iPod Nano-ში?

“ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია”, თითქმის ყველას გსმენიათ ეს გამოთქმა და ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასახავს დღევანდელი ჩვენი ობიექტის “ახლებურობას”.  ძველი კარგად ცნობილი ინგრედიენტების გამოყენებით შეიქმნა ახალი ნაზავი რომელიც საერთოდ აღარ წააგავს მის წინამორბედ მეგობარს.

დიზაინი

სიახლე iPod Nano-ში მისი ახალი დიზაინია. ძველი მართხკუთხედის ფორმიდან ის ახლა უკვე შედარებით პატარა კვადრატად იქცა რომელიც ჩემი აზრით უფრო მეტადაც შეეფერება ტერმინს “ნანო”.

“გამაქნიე-გადავრთავ” ფუნქცია

ეს ფუნქცია ახალი არაა iPod-ების ისტორიაში ( iPod Touch-ის მაგალითზე) თუმცა Nano-ს შემთხვევაში ეს სიახლეა. თქვენ უბრალოდ გააჯანჯღარეთ თქვენი პლეერი და სიმღერაც ავტომატორუად გადაირთვება : )

FM რადიო

ახალი FM რადიო საშუალებას გაძლევთ ეკრანზევე ნახოთ რა სიმღერა გადის ამწუთას ეთერში (თუმცა საქართველოში ვერ გეტყვით რამდენად იფუნქციონირებს).  რადიოს აქვს დამატებით Live Pause ფუნქცია რომლითაც შეგიძლიათ გააგრძელოთ არხის მოსმენა იმ მომენტიდან სადაც დააპაუზეთ ტრანსლაცია.

მულტი Touch Screen-ი

მართალია არც ესაა ახალი ტექნოლოგია მაგრამ ახალშობილ ნანოს ჩვეულებრივი თხევადკრისტალური ეკრანის მაგივრად ახლა უკვე მულტი Touch Screen-ი აქვს დამონტაჟებული. თქვენ შეგიძლიათ ნავიგაცია თითების საშუალებით, ამასთანავე გამოსახულების ამოტრიალება და სხვა დამატებითი ოპერაციები.

საბოლოო ჯამში ახალი iPod Nano შედარებით ძველი iPod Touch-ის მინიატურული ანალოგია. ანუ ამჯერად ის უკვე ამართლებს თავის სახელს..

8GB -იანი ნანოს ოფიციალური ფასია $149, ხოლო 16GB-იანის $179 მარადმწვანე…


მოგეწონათ ახალი Nano ?


Filed Under: Hi-TechHomeტექნიკა★ Articles★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (6)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. tttttttttttttttt says:

    magariaaa mindaaa

  2. mudm1v1 says:

    aipodi magaia mara me creative maqvs da saundebshi ashkarad jobia apple s. es saintereso nanoa. ufro samariajo chans

  3. Ts says:

    APPLE – yvelaze magaria yvelafershi. Araferi jobs arc mp3 arc mp4 arc iphones arc macbooks arc ipads da arc arafers… superia APPLE da misi nawarmi!!! (APPLES PANEBO YVELANI MAGREBI XART RA NOKIA RIS SAMSUNGI DA SONYERICSSONI… BODISHI SXVA KOMPANIIS PANEBO) :) )))

  4. ილია says:

    ცოტაც დაამატო და აიპოდ თაჩი იყიდო ჯობია

  5. koko says:

    damexmaret es aipodi vaiyide 1 tvec araa da instruqciashi weria rom sheudzlia 24 saati gadzlos musikis dakvris rejimshi.
    problema isaa rom dzalian male jdeba DAMEXMARET

    • DEVI says:

      ყველანაირი შეკითხვა მხოლოდ ჩვენს ფორუმზე! talk.pcmania.ge

      ზოგადად გირჩევ სერვის-ცენტრში მიტანას!