Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


ახალი iPod shuffle

11 მარტს  Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა  ახალი iPod shuffle- მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი.  iPod -ის  ზომა  თითქმის განახევრდა,  უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა  სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის  და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და  ალბომის  მოძებნას .

ახალი აიპოდის  სრული კონტროლი ხდება უშუალოდ  ნაუშნიკიდან  და არა  თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ   ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი  და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით – და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა.   მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა,  ალუმინის  პრიალა მასალით დაფარული  ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.

წარმოიდგინე  ფლეიერი რომელიც უშუალოდ  გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით  მას შეუძლია  14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია  ბატარეის  მდგომარეობის  თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა  10 საათამდეა გაზარდილი.

იხილეთ სრულად სურათები:

წყარო: http://pctrick.wordpress.com/

Filed Under: Hi-Tech★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (4)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. gio says:

    magari ramea =))

  2. messi says:

    sagol magari siaxlea mara amas me vaketebdi da saiti gatishuli iyo to da ver davde :) :)

  3. natura says:

    რა ვიცი, მე არ გადავირიე ამ მოდელზე… ძველი მირჩევნია… და რომ უნდა შეანჯღრიო და სხვა სიმღერაზე ხტება რა უბედურებაა… ე.ი. ვთქვათ, სარბენად რომ წახვიდე და თან მოსმენა მოგინდეს უნდა დაიტანჯო, იმიტომ რომ სულ აქეთ-იქეთ იხტუნავებს=))

  4. ილია says:

    natura მაგისათვის სპეციალური ღილაკია.დააჭერ და მერე შეანჟღრევ.დიდი ვერაფერია გეთანხმები.არადა ფასი კარგი ექნება აქ.