Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


სამყაროს ახალშობილი – iPhone 4.0 !

მაშ ასე, აღსრულდა! ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, მოხდა — ჯობსი გამოვიდა სცენაზე და გვიჩვენა, თუ რაზე მუშაობდა მისი გუნდი 18 თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად. მათ შრომას საბოლოოდ iPhone 4-ი დაერქვა.

სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე ნაჩვენები სიახლეები სხვადსხვა საიტებზე პროგნოზების სახით ადრეც გავრცელდა (კორპუსის ახალი ფორმა, ეკრანის ახალი გრჩევადობა და ა.შ.), ამიტომაც მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ არსად დაწერილა და არც არსად თქმულა და რაც სრული მოულოდნელობა იყო ყველასათვის.

სტივმა პრაქტიკულად დააიგნორა ყველა სხვა სიახლე (საფარი 5-იც კი არ აჩვენეს, უბრალოდ დადეს საიტზე სიახლის სახით) და მხოლოდ iPhone 4-ზე, iPhone OS 4.0-ზე და iAds-ზე ისაუბრა.
თავიდან როგორც ყოველთვის, ასეთი ტიპის პრეზენტაციას ჯობსი იწყებს სტატისტიკით, რომელიც მართლაც დიდი ძალაა. ეს 225 ათასი აპლიკაციაო, ეს 1 მილიარდი დოლარი დეველოპერებზე გადახდილიო, იქეთ კიდევ 5 მილიარდი ჩამოტვირთული აპლიკაციაო და ა.შ. და ა.შ. — ეს კეთდება რათქმაუნდა პლათფორმის უკეთ წარმოჩინებისათვის კონკურენტებთან შედარებით.

შემდეგ აჩვენეს განახლებული iBooks-ი, რომელიც ახლა უკვე იგებს PDF ფორმატს პლუს დაამატეს ნოუთების შენახვის ფუქნცია და გააუმჯობესეს ჩანართებთან მუშაობა. ამის მერე აჩვენეს აპლიკაცია Netflix-ი, რომელსაც ლამაზად შეუძლია ვიდეოს სტრიმინგი, Guitar Hero — გიტარაზე დაკვრის მოყვარულტათვის, ასევე საოფისე პლანქტონის საყვარელი თამაში — Farmville.

გადავდივართ უფრო მძიმე სიახლეებზე — ჯერ დაანონსეს ოპერაციული სისტემის რებრენდინგი და iPhone OS-ის ნაცვლად მას ერქმევა iOS-ი. მართალია ასეთი დასახელები ოს-ი არსებობს და მას Cisco უშვებს, მაგრამ როგორც გავიგე, ეფლმა და ცისკომ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და ცისკო ნებას რთავს ეფლს გამოიყენოს ეს სახელი. სხვათაშორის, სავაჭრო ნიშანი iPhone ასევე ცსიკოს ეკუთვნოდა თავის დროზე და ეფლმა მისგან ის შეიძინა. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

და აი ბოლოს როგრც იქნა დადგა iPhone 4-ის დროც. ის მართლაც ძალიან ჰგავს იმ პროტოტიპს, რომელმაც ხან სად ამოყო თავი და ხან სად. გასაოცარი გახლავთ მისი მონაცემები:

  • ძალიან თხელი კორპუსი (სულ 9.3 მმ)

iphone-4-4g-hd-white

  • ლითონის ჩარჩო უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც ამავდროულად ტელეფონის კარკასიცაა და ანტენაც
  • შუშის პანელები როგორც წინიდან, ასევე უკანა მხრიდან (არ იფხაჭნებაო, ასე თქვეს)

iphone_4_features

  • 40%-ით გაუმჯობესებული აკუმულატორი (10 საათი ვებ-ბრაუზინგი WiFi-თ ან ვიდეო ყურება, 7 საათი საუბარი და 300 საათი მოლოდინის რეჟიმში)
  • პროცესორი A4, იგივე რაც აიპადს აქვს 1 გჰც სიხშირით

iphone_4_multitasking

  • ჩადგმული ჰიროსკოპი ტელეფონის მდებარეობის უფრო ზუსტი ჩვენებისათვის სივრცეში
  • micro-sim ფაქტორის მხარდაჭერა (გაუგებარია რა საჭირო იყო ველოსიპედის გამოგონება)

ეკრანზე უმჯობესია ცალკე ვისაუბროთ — IPS-მატრიცა 960×640 გარჩევადობით, ანუ კვადრატულ დუიმზე 326 წერტილით — ახალი ტექნოლგია Retina, უზრუნველყოფს იმაზე მეტ გარჩევადობას, ვიდრე ამის აღქმა შეუძლია თვალს. ამის გამო, ჯობსის განცხადებით მიიღწევა გამოსახულების არაჩვეულებრივი ხარისხი, ხოლო კონტრასტულობა 800:1 ასევე ამატებს ხარისხს.

retina_display

ამის გარდა ახალ iPhone-ს გაუუმჯობედა კამერა, რომელიც იღებს 5 მეგაპიქსელით. საკმაოდ კარგი სენსორია გამოყენებული ასე რომ ფოტო ძალიან კარგი ხარისხის გამოვა…

iphone_camera

წყარო: blog.gogelia.ge
ავტორი: დელფი

Filed Under: Hi-Tech★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (16)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. Dachi says:

    iphone arasdros ar momwonda es momewona magram amas nokia n8 jobia :) ) n9 :) n900 :) ) da intelma da nokiam rom gamoushves saerto OS Meego is iqneba saswauli Yvela OS s ajobebs da magaze karg mobsac gamouShveben

    • ilia says:

      dachi,n8 ki ara V8-shi shegeshala,ki eg nokias kargi namushevari iyo da aris,tumcagha iphne 4 molodins gadaawarba.seriozulia

  2. uff kai ramea …….

  3. Dachi says:

    ilia ara megobaro n8 aris eg nokiam ukve daaanonsa da iphones arc ki shevxedav me minda smarti da ara satamasho iphones video devs youtubeze 2 davardnashi ar chairto da 4 shi ekrani gautyda magram iphone yvelaze metad iyideba amerikashi imitom rom amerikaa magram danarchen msoflioshi nokia liderobs n900 aris saswauli internet tableti ayenia maemo iseto OS romelshi shegidzlia aketo experimentebi uamrav simulators ayeneb iphone 5 rom damido da n900 usityvod n900ss avigeb ar momwons eg satamasho ras gavs

  4. ერთი სული მაქ როდის ჩამივარდება ხელში

  5. Dachi says:

    eg ar aris n9 tavidan ki egonat da :D amboben rom E seria iqneba n9 ki namvdilad ar aris mec egre megona magram :D

  6. lashabarca says:

    bichebo windows 7 davayene da cs chavwere jer chartvis dros ragac grapas migdebs ok is vadlev da mase rtavs marto shemdeg cs ro chairtveba didad da uxarisxot achvenebs shemdeg xarisxs ro vumateb naxevar ekranze mixsnis cs s ra gavaketo xom ver damexmarebit me mgonia ro kargi xaisxis cs unda albat 2.0 s gakachavs tu icit?

    • DEVI says:

      ვიდეოკარტის პრობლემებია.. შორიდან ვერაფერს ვიტყვი, ვინმე მცოდნემ ჯობს რომ ნახოს..

    • fifaia says:

      მოკლედ რომ ჩართავ და ფანჯარას გაგიხსნის ok დააჭირე. შემდეგ რომ ჩაირთვება ჩარტე ნებისმიერი მისია და მისიის ჩართვის შემდეგ შედი opshen მოკლედ ვიდეო დააყენე 3d და ეკრანის ზომაც გაზარდე ეგ დაახლოებით მანდ არის სადაც მაუსის სიჩქარეს აყენებ. შემდეგ ისევ ok მიეცი და ყველაფერს გაგისწორებს. სამწუხაროდ სულ ჩართვისას ეგრე გექნება გასაკეთებელი. თუ რამეს ვერ გაიგებ სეგიძლია მომწერო skype:faqizo5
      წარმატებებს გისურვებ.

  7. suqo says:

    bichebokopshi ro vtamashob raime tamshs magalidat lineage 2s 10 wutshi migdebs mikecavs tamshs tda teperatura magaliao da risis bralia? zmurat daweret ese agdebs warninig teperaturai is HIGH CHEIAK YOR POIN AND HIETSIN DMURAD ZMEBO DAWERET RA PLZ CHEMI SKYPEA JONDOJONDO778811
    DMURAD ZMEBOO

    • DEVI says:

      სამწუხაროდ iPhone-ის სისტემასთან არ მაქვს შეხება.. მიიტანე რომელიმე სერვისცენტრში და სპეციალისტები ნახავენ პრობლემას.

  8. dato says:

    ise minda gitxrat rom apple aravis ejibreba da pirvelobistvis ar ibrdzvis nokia s gansxvavebit apple s rom moundes nokias ise chauxevs rom nokia ise iqneba rogorc pirveli taobis eriksoni

  9. gio_gziro95 says:

    ეჰ, მარცხნივ რომ ხელს ადებ ანტენას, ჭრილზე…

  10. lalo says:

    ui ra sayvarelia… !!

  11. maa says:

    ერთი კითხვა მაქვს, აიპონ 4ს მაქვს, სკაიპით ვერ ვიღებ გამოგზავნილ ფაილებს, ვერც ვაგზავნი. ხომ ვერ მასწავლით>?