Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


iPad – ამდენი რამ, ასეთ თხელ მოწყობილობაში…

ალბათ ნახეთ ”ოსკარით” დაჯილდოვების 82-ე ცერემონიაზე ”iPad”-ის პირველი სარეკლამო რგოლი.. ამ ცერემონიას ”Apple”-ის დირექტორი, სტივ ჯობსი თავად ესწრებოდა.

5 მარტს ”Apple”-მ გამოაცხადა, რომ აშშ-ის მცხოვრებლებს ”iPad”-ის შესაძენად წინასწარი შეკვეთის მიცემა 12 მარტიდან შეეძლებათ. მოწყობილობის უშუალო გაცემა კი 3 აპრილიდან დაიწყება. აპრილის ბოლოს ”iPad” მსოფლიოს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში გაიყიდება, მათ შორის ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. აშშ-ში მისი ღირებულება, დაუჯერებელი ფასი – 499 $ იქნება.

და მაინც.. რა არის ეს iPad-ი?

iPad-ი ეს არის ახალი პროდუქტია კომპანია Apple-ისაგან. ფაქტიურად ის არის ნარევი iPhone-ის, Apple iTouch-ის და ჩვეულებრივი ლეპტოპ / ნოუთბუქის. მასზე მუშაობა შეგიძლიათ თაჩ-სქრინით (ფუნქცია ეკრანის შეხებით მართვისთვის), რომლითაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში, მოუსმინოთ მუსიკას, უყუროთ ფილმებს ან ითამაშოთ თამაშები.. ეს ყველაფერი მოთავსდა ერთ თხელ მოწყობილობაში რომელსაც iPad -ი უწოდეს..

LED-Backlit IPS – დისპლეი

9.7-ინჩიანი (დაახლოებით 24,63 სანტიმეტრი) მაღალი გარჩევადობის, ნათელი დიპლეი iPad -ზე სრულყოფილს ხდის ვებ ვერდების თვალიერების, ფილმების ყურების ან უბრალოდ სურათების დათვალიერების სიამოვნებას.

ყოველი მობრუნებით iPad -ი გაჩვენებთ თქვენთვის მოსახერხებელი ხედით მოცემულ კონტენტს.. გადმოაბრუნებთ და ეკრანზე გაშლილად უყურებთ ფილმს ან ისევ ამოტრიალებულად დაიჭერთ და ისე დაათვალიერებთ რომელიმე ვებგვერდს.. მოკლედ ძალიან მოსახერხებელია :) მითუმეტეს რომ მისი ხედვის კუთხე 178° გრადუსია..

Multi-Touch

Multi-Touch ტექნოლოგია iPad-ის ეკრანზე დაფუძნებულია ისეთივე რევოლუციურ ტექნოლოგიაზე როგორზედაც თავად iPhone-ი. მაგრამ ტექნოლოგია ფაქტიურად თავიდან იქნა შემუშავებული  iPad-ის ზედაპირისთვის უფრო დიდი ზომის გამო.. ამის გამო iPad-ზე ღილაკის დაჭერა, გადართვა, მოახლოვება-დაშორება და ა.შ. სრულდება უდიდესი აკურატულობით და სიზუსტით.. ზუსტად ისე როგორც თქვენ გინდათ :)

თხელი და ნათელი

პირველი რასაც iPad-ს შეამჩევთ არის მისი თხელი ფორმა და ნათელი ეკრანი.. 9.7 ინჩი ეს არის მისი დიაგონალის ზომა, ასე რომ ის გამოდის უფრო პატარა ვიდრე ჩვეულებრივი ჟურნალი. ძალიან პრაქტიკულია და ფაქტიურად ყველგან მოსახერხებელია მისი გამოყენება..

ბატარეეის ხანგრძლივობა ~ 10 საათი

მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად iPad-ში გამოყენებულ იქნა ლითიუმ-პოლიმერის ბატარეების ტექნოლოგია რომელიც ძირითადად მაკის ნოუთბუქებისთვისაა შემუშავებული. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას, უყუროთ ფილმებს და ათვალიეროთ ინტერნეტი ჩართული Wi-Fi-თ  დაახლოებით 10 საათის განმავლობაში..

უკაბელო კავშირი

iPad-ი ითენებს ჩაშენებულ 802.11n უკაბელო კავშირს რომელიც სწრაფად გაკავშირებთ Wi-Fi ქსელთან, ის ავტომატურად პოულობს მახლობელ ქსელს რომელშიც შეგიძლიათ შეერთდეთ..

iPad-ს ასევე Bluetooth 2.1 + EDR-ს მხარდაჭერა აქვს რომელიც გაძლევთ საშუალებას დაუკავშიროთ თქვენს ყურსასმენებთან, უკაბელო კლავიატურასთან ან სხვა მსგავს მოწყობილობასთან..

** iPad -ი იქნება ასევე 3G-მოდელად რომელიც გაძლევთ მაღალ სიჩქარიან კავშირის საშუალებას მესამე თაობის ქსელებთან (7.2 მბ/წმ), ასე რომ თუ გარშემო უკაბელო ინტერნეტი არ გექნებათ (მოგზაურობისას) თქვენ მესამე თაობის ქსელით დაუკავშირდებით ინტერნეტს..

წარმადობა

Apple A4 chip.

A4-ის ჩიპი iPad-ისთვის, სპეციალურად იქნა შემუშავებული Apple-ს ინჟინრების მიერ დიდი სიმძლავრისთვის და ეფექტურობისთვის. ფაქტიურად მისი წარმადობა შეუდარებელია ნებისმიერ სხვა თაჩ-სქრინიანი მოწყობილობაზე რომელიც ოდესმე გინახავთ.. ეს კი iPad-ს ხდის ყველაფრისთვის ფანტასტიურს, დაწყებული პროგრამებიდან დამთავრებული თამაშებით..

ამავდროულად A4-ის ჩიპის ეფექტურობის დამსახურებაა მოწყობილობის ერთი დატენვით 10 საათის განმავლობაში მუშაობა..

iPad -ი შეგიძლიათ შეიძინოთ  16GB, 32GB, ან 64GB-იანი ფლეშ მეხსიერებით რაც გაძლევთ დიდ სივრცეს თქვენი ფოტოებისთვის, ფილმებისთვის და ა.შ. (თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ბევრად დიდი ყოფილიყო მეხსიერება).

აქსესუარები

რა ხდის iPad-ს უკეთესს? აქსესუარები.

თქვენ შეგიძლიათ დაიდგათ ცალკეული კლავიატურა, შეგიძლიათ ფოტოების და ვიდეოების იმპორტირება მოახდინოთ თქვენი ციფრული კამერიდან ან მეხსიერების ბარათიდან. შეგიძლიათ iPad-ი ჩადოთ სპეციალურ კეისსში რომელიც მოსახერხებელიცაა და იცავს კიდევაც თქვენს მოწყობილობას.

ოფიციალურ საიტზე თქვენ კიდევ ბევრ სხვა აქსესუარს შეხვდებით :)

დღეისათვის სულ ეს იყო iPad-ის შესახებ..

ალბათ თქვენ უკვე ახალი ოცნება გაქვთ :) გისურვებთ რომ მალე აგიხდეთ..

კეთილი სურვილებით

DEVI ;)

Filed Under: Hi-Techტექნიკა★ Articles★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (5)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. ილია says:

    დევი თუ ნახე სადმე მეც მითხარი.მინდაა

  2. natia says:

    saqartveloshi sad iyideba?

  3. ილია says:

    ნათია,უკვე შეგიძლია შეიძინო ჭავჭავაძის 20 ნომერში.

  4. beqa says:

    elit electroniqshi iyideba tbilisi centralis filialshi(vagzlis moedani N#2

  5. Hi says:

    Tamashebi rogor gadmovwero momweret ra plz!