
Iphone 3G S
DEVI | Jun 10, 2009 | Comments 4

გაიცანით ყველაზე სწრაფი და ძლიერი Iphone-ი რომლის ახალ ფუნქციებში ვიდეო-ჩაწერა, ხმით კონტროლი, 32 გბ-მდე გაზრდილი მეხსიერება და კიდევ უამრავი სურპრიზია
ყველაზე სწრაფი მისი არსებობის ისტორიაში
პირველი რასაც ახალი Iphone 3G S-ის შესახებ ვიტყობთ არის ის თუ როგორ სწრაფად შეგვიძლია გავხსნათ სხვადასხვა პროგრამები. ვებგვერდების რენდერირება ხდება უმოკლეს დროში და ახლა უკვე იმეილზე მიბმული ფაილების ბევრად სწრაფად ნახვის საშუალება გვეძლევა. გაუმჯობესებული წარმადობა და განახლებული 3D გრაფიკული დამუშავება (რაც თამაშებში საგრძნობლად შეიმჩნევა). ფაქტიურად რასაც აკეთებთ ახალ Iphone 3G S-ში 2-ჯერ უფრო სწრაფად ხდება ვიდრე მის წინამორბედში.
ვიდეო
ახალ Iphone 3G S-ში ახლა უკვე შეგიძლიათ გადაიღოთ, დაარედაქტიროთ და გამოაქვეყნოთ თქვენი ვიდეო. მაღალი ხარისხის VGA კამერა გაძევთ საშუალებას გადაღება აწარმოოთ პორტრეტის და ლანდშაფტის რეჟიმებში. თქვენ შეგიძლიათ ამოჭრათ საჭირო მონაკვეთი და ამის შემდეგ გადაუგზავნოთ მეგობარს იმეილზე, გამოიყენოთ MMS, ატვირთოთ თქვენს MobileMe-ზე ან გამოაქვეყნოთ YouTube-ზე. და რათქნაუნდა გადაიტანოთ როგორც თქვენს საყვარელ PC-ში ასევე Mac-ში როგორც ყოველთვის ძია iTunes გამოყენებით.

3-მეგაპიქსელი კამერა
ახალი 3-მეგაპიქსელი გარჩევადობის კამერა გაძლევთ საშუალებას გადაიღოთ საუკეთესო ფოტოები ავტოფოკუსისა და ნათების ბალანსის გამოყენებით. ასევე მისი ახალი ფუნქცია გაძლევთ საშუალებას ეკრანზე ნაშვენებ გამოსახულებაში თითის შეხებით ნებისმიერ ობიექტზე მოხდეს ფოკუსირება.
ხმით კონტროლი
ხმით კონტროლის ფუნქცია აღიქვამს და ცნობს ყველა სახელს თქვენს კონტაქტებში და მუსიკას თქვენს iPod-ში. ასე რომ თუკი დარეკვა გსურთ ან უბრალოდ გინდათ სასურველი მუსიკა აჟღერდეს, მხოლოდ ხმამაღლა ისურვეთ და ყველა ოცნება აგიხდებათ
ამ ოცნება-ოცნებაში შეგიძლიათ ზეპირადაც კი უკარნახოთ ნომერი (ოღონდ იმედია ქართულად არ დაიწყებთ: რვა ცხრა ცხრა და ასე შემდეგ
)

კომპასი
ჩამონტაჟებული ციფრული კომპასი გაძლევთ საშუალებას მოხერხებულად იორიენტიროთ გარემოში. იგი თავსებადია ასევე რუკებთან და მომენტალურად შეუძლია ჩვენება თქვენი ახლანდელი მიმართულების.. (სამწუხაროდ თბილისის მეტროსადგურებზე არ გაჭრის
როცა ვერ ხვდები რომელ მხარეს უნდა ამოხვიდე
)

Copy & Paste ფუნქცია და ლანდშაფტური კლავიატურა
როგორც იქნა ახლა უკვე შეგიძლიათ ამოჭრათ, დააკოპიროთ და ჩასვათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ნებისმიერ დუკუმენტში. ხოლო წერისას მეტი კომფორტისთვის თქვენ გეძლევათ საშუალება Iphone 3G S-ის ერთი ამოტრიალებით კლავიატურა ლანდშაფტზე გაშალოთ.

ძიება და მესიჯები
აგზავნით მესიჯებს სხვადსხვა სახის მედია შემცველობით, იქნება ეს ვიდეო, ფოტო, ტექსტი, აუდიო თუ უბრალოდ საკონტაქტო ინფორმაცია. და რათქმაუნდა გაქვთ საშუალება იგივე სახის მედია მესიჯი მიიღოთ.
ამავდროულად ნებისმიერი სახის ინფორმაციას ეძებთ ერთობლივად, თქვენ მხოლოდ უთითებთ საძიებო სიტყვას და იწყება ძიება ყველა განყოფილებაში დაწყებული კონტაქტებით დამთავრებული თქვენი Ipod-ის ლისტებით.

ინტერნეტთან მიბმა
ახლა უკვე თავისუფლად შეგიძლიათ დაუშვათ თქვენი მესამე თაობის ინტერნეტ კავშირი თქვენი Laptop PC-სთვის ან MacBook-ისთვის

ხმის ჩაწერა – Voice Memos
ჩაიწერე და გამოაქვეყნე ნებისმიერი სახის აუდიო ინფორმაცია ახალი Voice Memos დახმარებით.

Nike + iPod
iPhone მხარს უჭერს Nike + iPod სენსორის გამოყენებას. ჩაიდეთ უბრალოდ Nike + iPod სენსორი თქვენს Nike-ს ფეხსაცმელში და დაიწყეთ ვარჯიში…

Filed Under: Hi-Tech • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (4)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








ahkarad magaria dges chinuri vnaxe egeto 319 larad
:D:D
[...] რომ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს მიაქ, ახალი iPhone 3GS-ის გაყიდვები რეკორდებს ხსნის, რის [...]
mokled ra mainteresebs chinuri iphone tu icers im prgramebs rasac originali icers da tu icers plz mitxarit rogor unda gadavceroo???? dzalian gtxovt momceret ra mchirdeba da plz dzalain gtxovt…
დასვი კითხვა ჩვენს ფორუმზე და დაგეხმარებიან..