Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


iPhone 4.0 და ანტენის პრობლემები

გააჩნია როგორ გიჭირავს!


რამდენიმე დღის წინ Apple-ს CEO-მ, სტივ ჯობსმა დიდი გამბედაობით გადააბიჯა სცენაზე რომ ეპასუხა უამრავი “ჩამწველი”  კითხვისათვის რომელიც iPhone 4.0 -ის და მისი ანტენის გარშემო ტრიალებდა.. მედია გადაჭედილი იყო ჭრელი სათაურებით სადაც მხოლოდ სიტყვა “ანტენა” დომინირებდა..

მოკლედ მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას:

24 ივნისი: Apple-მა გამოუშვა iPhone 4

iPhone 4 უკვე გაყიდვაშია და ფიქსირდება აურაცხელი რაოდენობა წინასწარი შეკვეთებისა.

მაგრამ სულ ცოტახანში Gizmodo-ს ვიდეოებში და სხვადასხვა ფორუმებზე ჩნდება ცნობები რომ როდესაც მოწყობილობა გიჭირავთ გარკვეულ მდგომარეობაში, ანტენა კარგავს დაჭერადობას და სიგნალი ითიშება.

როდესაც ეს ცნობები სტივ ჯობსამდეც აღწევს, ის უბრალოდ პასუხობს: ” სჯობს არ დაიჭიროთ iPhone 4 იმ მდგომარეობაში რომელშიც ის სიგნალს კარგავს”;

25 ივნისი: Software Fix-ი გადაარჩენს სამყაროს!

AppleInsider მომხმარებლებს ატყობინებს რომ, გამოსწორებულია შეცდომა  iOS 4.0.1-ში რომელიც მოაგვარებს ანტენის პრობლემას!

28 ივნისი : Apple ყიდის 1.7 მილიონ iPhone 4-ს!

Apple აქვეყნებს ცნობას რომ 3 დღეში უკვე გაყიდულია iPhone 4-ის 1.7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რაც პროდუქტის არნახულ წარმატებაზე მიუთითებს…

ამ დროს ძია Nokia,   iPhone 4-ს მაზოლზე წიხლს აჭერს  მისი კორპორატიული ბლოგის საშუალებით.

30 ივნისი: Motorola Droid X გაეშვა…

Motorola და Verizon დასცინიან  iPhone 4-ის ანტენურ პრობლემებს,  და იმის იმედით რომ გაყიდვებს გაზრდიან უშვებენ  მთელ გვერდიან რეკლამას New York Times-ში სადაც ამბობენ, რომ ” Droid X-ის ანტენა არის ისეთი რამ რაც საშუალებას გაძლევს დაიჭირო ტელეფონია როგორც გაგიხარდება და ამავდროულად აწარმოო კრისტალურად სუფთა ზარები! ”

2 ივლისი: წერილი iPhone 4-ის მომხმარებლებს

Apple აქვეყნებს ოფიციალურ წერილს სადაც ამბობს რომ რამოდენიმე კვირაში გამოუშვებს პროგრამულ განახლებას რომელიც გამოასწორებს ეკრანზე არსებულ დაჭერადობის ინდიკატორს.

12 ივლისი: Consumer Reports-სი iPhone 4-ს ანადგურებს..

Consumer Reports -ი აცხადებს რომ არ შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს iPhone 4-ს მისი ანტენის პრობლემების გამო..

15 ივლისი: იმ დღემდე..

New York-ის  სენატორი Charles Schumer-ი წერს წერილს Steve Jobs-ს ამ ყველაფერზე პასუხის მოთხოვნით, და  Bloomberg აცხადებს რომ Apple გაფრთხილებულ იქნა ამ საკითხებთან დაკავშირებით (Apple უარყოფს ამას).

iOS 4.0.1 გამოვიდა, მართალია გამოსწორდა ეკრანზე მაჩვენებელი “ხაზები” მაგრამ ამით საერთო ეპიდემიას არ ეშველა.

16 ივლისი: დღე იგი..

Steve Jobs-ი სიტყვით გამოდის და აცხადებს რომ Apple-მა უკვე გაყიდა 3 მილიონი iPhone 4s.

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი აზრები რაც ჯობსმა გამოთქვა თავის სიტყვაში (იხილეთ სრული გამოსვლა აქ):

ასე და ამგვარად, თავად გადაწყვიტეთ გაუწევთ თუ არა რეკომენდაციას ახალ iPhone 4-ს საკუთარ თავთან : )

Filed Under: Hi-TechHomeIT სამყარომობილურებირჩევები★ Articles★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ



Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71