Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


LG Watchphone GD910

კომპანია Orange გახდა ექსკლუზიური ავტორი საათისა რომლის ფუნქცია, იყოს საათი მხოლოდ მეათეხარისხოვანია :) ) GD910-ს აქვს შეხებით მგრძნობიარე სენსორული ეკრანი, რომელიც გაძლევს საშუალებას წერო SMS-ები. დარეკვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებითაც… ერთი მარტივი მოძრაობით (როგორც ფილმებშია ხოლმე :) ) მაგიურ საათს მიიტანთ პირთან ახლოს და შეულოცავთ :) სულ მალე ზუმერის ხმასაც გაიგებთ…

და ეს ყველაფერი არ არის.. სხვა ტელეფონებს ხომ უფრო მეტი ფუნქცია აქვს? ხოოდა მაშინ რას იტყვით თუ გაიგებთ რომ საათს მშვენიერი დინამიკი აქვს ჩამონტაჟებული, რათა გემრიელად ააჟღეროს  MP3 და AAC აუდიოფორმატის მუსიკა.

Bluetooth-ი გინდაათ? ხელზე გაქვთ.. ასე რომ გარნიტურასაც მიიმაგრებთ სურვილის შემთხვევაში.

თქვენს საათს  VGA- კამერაც რომ აქვს იცოდით? დღეიდან შეგიძლიად სრულიად შეუმჩნევლად “ჩააკარტიჩკოთ” საინტერესო მომენტები (შეგიძლიათ ვიდეო-კოლაჟებიც კი აკეთოთ) :)

ქსელებს რაც შეეხება აქ საქმე ყველაზე მაგრადაა.. :) ქართველების 99%-ს გაუხარდება იმიტომ რომ პირზე სულ 3-ე თაობის ტელეფონები აკერიათ.. მინდა გაგახაროთ და გითხრათ  GSM და EDGE ქსელებთან ერთად GD910-ი მხარს უჭერს 7.2-ბეგაბაიტიან  3G HSPA-საც!

ახლა ყველაზე საინტერესო ადგილას მივედით.. გაინტერესებთ რა ღირს ეს სიამოვნება? ამ დროისთვის მისი ფასი 824$-ია, ბევრად ნაკლები ვიდრე წინა პერიოდში, როდესაც მისი ფასი იყო  1,291$ :)

Filed Under: Hi-Tech★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ



Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71