Serv.ge

MSI – Full HD 3D – PC

კომპანიამ Micro-Star International (MSI) განაცხადა, რომ განზრახული აქვს საერთაშორისო გამოფენის CeBIT 2010 ფარგლებში ახალი სამაგიდო კომპიუტერი წარმოადგინოს კატეგორიიდან “ყველაფერი ერთში”, რომელიც შუქდიოდიანი მინათების მქონე 24-დიუმიანი მულტისენსორული 3D-ეკრანითაა აღჭურვილი, აქვს Full HD-გარჩევადობა 1920 х 1080 პიქსელი და მხარს უჭერს კადრის განახლების 120 ჰც სიხშირეს.

ეს მონობლოკი საფირმო პროდუქციის ხაზს Wind Top შეავსებს და აგებული იქნება პროცესორზე Intel, რომელიც 32-ნმ ტექნოლოგიური ნორმების დაცვით მზადდება. სტერეოსკპული გამოსახულებების დასათვალიერებლად კომპიუტერთან ერთად კომპლექტში სპეციალური სათვალეებიც იქნება. ხმოვანი თანხლების მაღალ ხარისხზე პასუხისმგებელნი 10 ვატის სიმძლავრის მქონე ჩამონტაჟებული დინამიკები იქნებიან ტექნოლოგიით MSI Premium Sound Technology.

ყველა ტექნიკური მახასიათებლისა, მიწოდების დაწყებისა და ფასის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, ჰანოვერში ღონისძიების დაწყების შემდეგ გავიგებთ.

წყარო: http://aqualung.ge

Popularity: 2% [?]

Filed Under: Hi-Tech★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

Trackback URL

Leave a Reply