
Left vs Right – ჭკვიანი საძიებო სისტემა
DEVI | Jan 08, 2009 | Comments 1
დღესდღეობით ინერნეტ სივრცეში ათასობით უცნაური ვებგვერდის ნახვა შეიძლება, ერთერთი ასეთი მაგალითია საძიებო სისტემა Left vs Right
ეს ვებგვერდი დაფუძნებულია Windows Live Search-ზე და მისი შინაარსი ძირითადად ის არის რომ ის თქვენი საძიებო სიტყვის გარშემო აწყობს დისკუსიას. ეს ორი პიროვნება რომელიც ტელე-დებატების მსგავსად მარცხენა და მარჯვენა მხრიდან ერთმანეთს უტევენ და მსჯელობენ თქვენს მიერ ჩაწერილი სიტყვის გარშემო თემაზე.
მაგალიად თუკი საძიებოდ ჩაწერთ სიტყვა Microsoft-ს, საიტზე ამოიყრება ძიების შედეგები და პარალელურად ეს ორი ოპონენტი დაიწყებს იმაზე ლაპარაკს თუ რამდენი ფული იშოვა ბიძია ბილმა კომპანია Microsoft-ით და ა.შ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო პროექტია, რაც მთავარია მისი მსგავსი სხვა საძიებო სისტემებიც არსებობს რომელსაც მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ..
მანამდე კი იხილეთ http://www.leftvsright.com და იხალისეთ!
P.S. დამიჯერეთ მხოლოდ 5 წუთი თუ გაუძლებთ, მიმიქარავს ტელეკომპანია კავკასიის დებატები იმდენს ყაყანებენ…
ვებგვერდის სანახავად საჭიროა Flash Player, მინიმუმ 1024×768 პიქსელი თქვენს მონიტორზე და სწრაფი ინტერნეტი რომელიც წესით პრობლემა აღარ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში
Filed Under: IT სამყარო • ★ სიახლეები
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (1)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








კი ზედაპირუად რომ შევხედოთ მშვენიერია მაგრამ ძალიან შეზღუდულია. სულ მეორდება ერთი და იგივე და არ არის ლაივ რეჟიმში. რაც არის პროგში ჩაწერილი ის გამოდის მეტი არაფერი :9