Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Mercedes-Benz F 800

Mercedes-Benz, ისევე როგორც ნებისმიერი მსხვილი ავტომწარმოებელი, ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ანხორციელებს. კომპანიაში არც წყალბადის მიმართულების შესახებ ივიწყებენ. ამ ორი მიმართულების გაერთიანებას შეეცადნენ გერმანელები ერთ კონცეპტში F 800, რომელიც თავის თავში სხვადასხვა ძალოვან დანადგარს აერთიანებს: წყალბადისა და ჰიბრიდულს, ელექტროქსელით დატენვის შესაძლებლობით.

ტექნოლოგიურად კონცეპტი პრემიუმ-სედანს S 400 Hybrid და F-Cell ჰგავს, სტილით კი – მანქანა საკმაოდ მიმზიდველია. ჰიბრიდულ რეჟიმში F 800 409 ცხენის ძალა აქვს. ეს ციფრი 3.5-ლიტრიანი V6-ის 300 ცხენის ძალითა და ელექტროძრავის 109 ცხენის ძალის შედეგია –საბოლოოდ, 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად მას 4.8 წმ სჭირდება. თუ კი ბენზინის ძრავს გამორთავთ, 10-კილოვატიანი ლითიუმ-იონური ბატარეები დიდ სედანს 29 კმ-ის დასაფარად ეყოფა. მაგრამ, თუ კი მთლიან ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარს გამოიყენებთ, 100 კმ-ზე მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს დახარჯავთ!

წყალბადის ვარიანტის შემთხვევაში ავტომობილი სიმძლავრისა და ბრუნვის მომენტის მაჩვენებლების მხრივ შესაბამისად 136 ცხენის ძალა და 250 ნმ-ია შეზღუდული – ძალიან ცოტაა ასეთი ავტომობილისთვის. ასეთი მოკრძალებული ციფრები იმის შედეგია, რომ წყალბადის დანადგარის სახით გამოყენებულია გაცილებით პატარა ზომის B-class F-Cell-ში გამოყენებული დანადგარი.

სამწუხაროდ, ამ ციფრებს მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობა აქვთ, რადგანაც F 800 “საკვლევი ავტომობილია” – ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები მათ კონცეპტ-ავტომობილებს ვუწოდებთ – მარტში კი მას ჟენევის შოუზე წარმოადგენენ. ვიმედოვნებთ, რომ მისთვის გამოყენებული დიზაინი სერიულ მოდელებზე გავრცელდება – მანქანა ბრწყინვალედ გამოიყურება, განსაკუთრებით კი წინა ნაწილი. ასეთი ავტომობილის იდეაც საკმაოდ პერსპექტიულია.

წყარო:

Filed Under: Auto-მობილები★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

Trackback URL

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი