Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Microsoft Corp ამერიკული ინტერნეტ-კომპანიის, yahoo inc შეძენით დაინტერესებული აღარ არის

მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი მწარმოებელი Microsoft Corp. ამერიკული ინტერნეტ-კომპანიის, Yahoo! Inc შეძენით დაინტერესებული აღარ არის, განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბლამერმა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც Yahoo!-მ კომპანიის მიერ შეთავაზებული ყველა წინადადება უარყო.
“გასაგები გახდა, რომ მათ საკუთარი ბიზნესის ჩვენთვის მოყიდვა არ უნდათ და ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელება გადავიფიქრეთ “, – განაცხადა ბალმერმა. ინფორმაციას სააგენტო PBK ავრცელებს. . Microsoft აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ “თანამშრომლობის ზოგიერთი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაძლებელია”.
გასულ კვირას Yahoo!-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯერი იანგმა განაცხადა, რომ შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იყო, თუ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი უფრო კომპანია “სამართლიან ფასს” არ შესთავაზებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის კომპანიის საძიებო ბიზნესის გაყიდვაზე Microsoft-თან მოლაპარაკებებისთვის ჯერაც ღიაა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ინტერნეტ-კომპანია Google Inc.-მა ინტერნეტ რეკლამის ბაზარზე Yahoo!-სთან პარტნიორობაზე ანტიმონოპოლური ორგანიზაციების მხრიდან სირთულეების გამო უარი თქვა.
Google-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეთანხმება სასამართლოში არამარტო დიდ დროს დააკარგვინებს, არამედ შეიძლება ამას კარგ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება მოჰყვეს. თავის მხრივ Yahoo!-მ, Google Inc-ის გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს Yahoo!-მ Microsoft-სა და მილიარდერ, კარლ იკანის ერთობლივი წინადადებაზე, კომპანიის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც საძიებო ინტერნეტ-სერვისის 44,6 მილიარდ დოლარად (აქციაზე 31 დოლარი) გაყიდვას ითვალისწინებდა, უარი განაცხადა. ამის შემდეგ Yahoo!-მ არაერთხელ განაცხადა, რომ Microsoftთან, მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუ ის კომპანიის ერთ აქციაზე 33 დოლარს შესთავაზებს.
წყარო: ghn.ge

Filed Under: IT სამყარო★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ



Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71