Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Myvideo.Ge Plugin

საბოლოო შედეგი - პოსტში გამოტანილი ვიდეო

აღწერა

მას შემდეგ, რაც WordPress-ის 2.9 ვერსიაში oEmbed-ის მეშვეობით Youtube.com-იდან და მსგავსი ვიდეოჰოსტინგებიდან მარტივი გახდა ბლოგის პოსტებსა და გვერდებში ვიდეოების ჩასმა, გადავწყვიტე მსგავსი ტიპის პლაგინი დამეწერა სპეციალურად ქართველებისთვის, რომლებიც მარტივად ჩასვამდნენ ვიდეოებს Myvideo.Ge-ს სერვერიდან.

ინსტალაცია

როგორ მუშაობს პლაგინი?

პლაგინის გამოყენება ძალიან მარტივია. იგი იმავე პრინციპით სვამს ვიდეოებს პოსტში, როგორც Youtube.Com-ის შემთხვევაში. საკმარისია მხოლოდ ვიდეოს სრული URL ჩასვათ პოსტში და იგი გამოჩნდება ვიდეო ფლეიერის სახით.

მაგალითად:

http://www.myvideo.ge/?video_id=763712

თუ თქვენ გსურთ, რომ უბალოდ ვიდეოს მისამართი ჩასვათ პოსტში და არ გამოჩნდეს იგი ფლეიერის სახით, მაშინ “http://”-ს წინ დაწერეთ რაიმე სიმბოლო, მაგალითად ქვედა ტირე:

_http://www.myvideo.ge/?video_id=763712

რა უპირატესობა აქვს პლაგინს?

მისი მეშვეობით თქვენ მარტივად შეგიძლიათ:

  • ერთი URL-ს დაკოპირებით ჩასვათ ვიდეოს ფლეირი თქვენს პოსტში
  • ავტორიზაციის გარეშე აჩვენოთ 18+ ვიდეოები (ეს საკითხი საყოყმანოა, დარჩეს თუ მოიხსნას ეს ფუქნცია)
  • არეგულიროთ ვიდეოს სიმაღლე და სიგანე (მოცემულია რეკომენდირებული ზომებიც)
  • ინდივიდუალურად არეგულიროთ ვიდეოს მდებაორება (ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ) default-ად იგი მარცხნივ მდებარეობს

ჯერ-ჯერობით ეს ფუნქციები აქვს პლაგინს, და სამომავლოდ იგეგმება კიდევ რამდენიმეს დამატება, თუ კი ამ ჩანართმა თავისი გაიტანა და გაამართლა.

სქრინშოთები

Plugins-ების გვერდში გასააქტიურებელი Myvideo.Ge-ს პლაგინი

Plugins-ების გვერდში გასააქტიურებელი Myvideo.Ge-ს პლაგინი (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

პლაგინის პარამეტრების გვერდი (ვიდეოს ზომის შეცვლა)

პლაგინის პარამეტრების გვერდი (ვიდეოს ზომის შეცვლა) (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ვიდეოს პოსტში ჩასმა

ვიდეოს პოსტში ჩასმა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)


საბოლოო შედეგი – პოსტში გამოტანილი ვიდეო (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

და ბოლოს…

განახლება: პლაგინი უკვე დამატებულია wordpress.org-ის ბაზაში

პლაგინი უკვე დამატებულია wordpress.org-ის ბაზაშიც და მისი გამოყენება ყველასთვის შესაძლებელია. თქვენ კი ნებისმიერ კითხვასთან ან რჩევასთან დაკავშირებით გამოიყენეთ საკონტაქტო ფორმა ან სპეციალური მხარდასაჭერი პოსტი, მანამ გვერდებში კომენტარის დამატებას გავააქტიურებ.

წყარო: http://landish.ge

Filed Under: ფაილები★ Download★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ



Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71