Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


მადლობა Serv.Ge :)


მართალია თოვლის პაპის დიდი ხანია აღარ მჯერა მაგრამ ამ ახალწელს მაინც დამაეჭვა ამ ამბავმა.. :) მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო ახალი წლის დადგომამდე 1 დღით ადრე დავუჯექი ჩემ კომპის, გავხსენი ერთგული G-mail-ი და დავიწყე წერა..

პრობლემები რომელმაც წერილი დამაწერინა:

ალბათ იცით რომ 2007 წლის ოქტომბრის თვეში,PСMania-თი დაინტერესდა კომპანია Caucasus Online-ი და წახალისების მიზნით დამასაჩუქრა (1 წლიანი) დომენით და უფასო ვებსივრცით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მათი.

1. ალბათ არაერთხელ გინახავთ ჩვენს საიტზე წარწერა “Error Establishing Database Connection”, ეს იმის გამო ხდებოდა რომ დროთა განმავლობაში საიტის ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აღმოჩდნა რომ უფასო ჰოსტინგის რესურსები უკვე აღარ იყო საკმარისი. ვინაიდან საიტზე საშუალოდ შემოდის 540 ვიზიტორი, როგორცკი ვიზიტორების რაოდენობა რამდენადმე გადააჭარბებდა  “ბაზასთან კავშირების რაოდენობა” იწურებოდა და საიტი რამოდენიმე საათით ითიშებოდა.

2. ამასთანავე PHP Mysql-ის მოძველებული ვერსიების გამო ვერ ვახერხებდი WordPress-ის ვერსიების განახლებას

3. სერვერზე გამოყოფილი FTP მოცულობა საერთო ჯამში იყო 30 – 50 მეგაბაიტი, რის გამოც ფაილები აღარ მეტეოდა ასატვირთად.

ისტორიის გაგრძელება

შესავალში გავჩერდი იმ ადგილას როცა წერილის წერა დავიწყე.. წერილში ჩავატიე მოკლედ და ლაკონურად ყველა საჭირო ინფორმაცია დაწყებული ჩემით დამთავრებული თავად პროექტით. აღვწერე ყველა ის პრობლემა რომელიც ხელს მიშლიდა პროექტის განვითარებაში და ბოლოში დავურთე თხოვნა, თხოვნა რომელის შესრულებაც ყველა ამ პრობლემას მოაგვარებდა..

ცოტა რამ ახალი ჰოსტინგ კომპანიის შესახებ..

დავბრუნდეთ რამოდენიმე საათით ადრე და გავჩერდეთ იმ მომენტზე როდესაც მე შევედი საიტზე Serv.Ge.

ჰოი საოცრებავ! რა დამხვდა აქ? დამხვდა ახდილი ფარდა იმ საიდუმლოებაზე რომელიც თურმე მალავდა რომ საქართველოშიც არსებობენ ისეთი კომპანიები რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მომხარებლებზე.. აქვთ 24/7-ზე მომსახურება და რაც მთავარია მაღალპროფესიონალური! არ ისვენებენ დღესასწაულებზეც კი და ახალი წლის ღამესაც დიდი სიამოვნებით კითხულობენ მომხმარებლების წერილებს..

ეს იყო კომპანია Serv.Ge რომელიც გაცნობისთანავე იქცა ჩემს ფავორიტ ჰოსტინგად.. არამარტო იმის გამო რასაც შემდეგ თავში მოგიყვებით, არამედ იმის გამოც რომ სულ ცოტა ხნის წინ დაარსებული კომპანია უკვე ჩამოყალიბებული ბრენდია.. უკვე მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა და იქვე ამ სიამოვნებას ძალიან დაბალ ფასში გთავაზობთ.. აქ უბრალოდ ინგრევა მითი რომ საქართველოში წესიერი ჰოსტინგ მომსახურება არ არსებობს.

დავასრულე წერილის წერა
წერილი რომელზედაც მანამდე ვლაპარაკობდი საბოლოო სახემდე მივიდა და მხოლოდ ისღა დამრჩენოდა Send-ისთვის დამეჭირა :) არც დავაყოვნე და დავაჭირე..

სულ მალე მივიღე პასუხიც სადაც ეწერა რომ ჩემი პროექტი მალევე გადაეცემოდა კომპანიის დირექტორატს და იქ მოხდებოდა მისი განხილვა..

მეორე დღეს მე მივიღე წერილი

31 დეკემბერის საღამოს მე მომივიდა წერილი რომ  დირექტორატმა განიხილა ჩემი პროექტი და ამიერიდან საიტს ექნება ახალი 1GB-იანი ჰოსტინგი სრულიად უფასოდ! იმ წუთას ახალ წელზე მეტად ახალი წარმატება მიხაროდა! :D

აი განსხვავებები რა იყო ძველ ჰოსტინგზე და რა არის ეხლა!

მანამდე Serv.ge-ზე გადასვლის შემდეგ
სივრცე 20 მბ 1 000 მბ
ქვე-დომენები არცერთი შეუზღუდავად!
ელ-ფოსტა არცერთი შეუზღუდავად!
MySQL 1 ბაზა შეუზღუდავად!

აღარ გავაგრძელებ სხვა ავლა-დიდების ჩამოთვლას რომელიც ახალ ჰოსტინგს გააჩნია და რომელსაც თავად საიტზეც ნახავთ..

რაც მთავარია ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ასეთი ჰოსტინგი (Basic პაკეტი)  სულ რაღაც 7 ლარი ღირს თვეში!

გჭირდებათ კიდევ უფრო დიდი სივრცე? მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი მომსახურების პაკეტი და ისიც ძალიან დაბალ ფასად..

საფინალოდ

ბევრს აღარ გავაგრძელებ მხოლოდ ერთს გირჩევთ, თუკი ჰოსტინგის შეძენას გადაწყვეტთ დაუფიქრებლად გაიხსენეთ Serv.Ge, რადგან აქ მნიშვნელოვნად დაბალ ფასად საუკეთესო მომსახურებას გთავაზობენ!

დანარჩენს თავად საიტზე გაეცნობით http://serv.ge

ჩვენი  კი ახალი ჰოსტინგიდან მოგესალმებით და გპირდებით რომ დღეიდან საიტი სტაბილურად გააგრძელებს მუშაობას და მალე ბევრ ახალ შესასძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მადლობა თქვენ და მადლობა Serv.Ge-ს!

Filed Under: ★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (5)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. dixtosa says:

    ააა ანუ ქვედომენს მომცემ? :D :D:D

  2. ვახო says:

    სააღოლ!!!!! მართლა მაგარი ფასებია!

  3. giorgi says:

    საღოლ ყოჩაღი ხარ

  4. ჰიო says:

    გილოცავ