Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

talk.pcmania.ge – ვისაუბროთ კომპიუტერებზე!

როგორც ნახეთ საიტზე გაიხსნა ფორუმი. იმედია გაგიხარდათ ვიდრე პირიქით :)

დარეგისტრირდით და თქვენც ჩაერთეთ საუბრებში კომპიუტერების შესახებ..

ფორუმზე დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა თემაა რომელიც ფაქტიურად ამომწურავია ჩვენი მომხმარებლებისათვის.. თუ კიდევ რაიმე საინტერესო თემა მოგაფიქრდებათ მოგვწერეთ და უმალ დავამატებთ მას :)

რაც მთავარია გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი წესი:

ამიერიდან ყველანაირი შეკითხვა რომელიც ეხება კომპიუტერებს და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დაისმება მხოლოდ ფორუმზე შესაბამის კატეგორიაში. (გთხოვთ ნუ აურევთ კატეგორიებს, მაგალითად ნუ დასვავთ Windows-ზე შეკითხვას motherboard-ების თემაში და ა.შ.).

ფორუმზე დასმულ თქვენს შეკითხვას არამარტო მე არამედ უამრავი სხვა რეგისტრირებული ადამიანი გასცემს პასუხს, რაც თქვენთვის უფრო გამოსადეგი იქნება..

გაითვალისწინეთ კომენტარებში დასმული კითხვა არ განიხილება და შესაბამისად წაშლილი იქნება საიტიდან! გამოიყენეთ ფორუმი!!! :)

კეთილი სურვილებით და ახალი ფორუმით :)

DEVI

Filed Under: სასარგებლო★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები

RSSComments (5)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. ვახო says:

    დევი ჯიგარი ხარ!!!!

    რა მაგრა ანვითარებ საიტს. პროგრესიც ამას ქვია>>>

    იმედია ახალი პროექტი გაამართლებს.

    წარმატებებს გისურვებ.

    P.S ვატყობ საიტზე ვიზუალურ ცვლივებებს უნდა ველოდეთ
    მართალია? :) :) :) :)

    • DEVI says:

      მადლობა :)

      კი საიტზე არამარტო ვიზუალურ არამედ ბევრ სხვა სიახლეს უნდა ელოდოთ :)

      წინასწარ მხოლოდ იმას ვიყვი რომ ძალიან სერიოზული საქმისთვის ვემზადები საიტთან დაკავშირებით. საფინალო შედეგს კი თავად საიტიდან შეიტყობთ.. :)

      მადლობა გულშემატკივრობისათვის.

  2. ილია says:

    ახალი დარეგისტრირებული ვარ და უკვე მეხმარებიან.გაიხარეთ კეთილო ხალხო!ARMAGEDONI ხმის ერთი კომპონენტი გავაკეთე და შეგიძლია შემოხვიდე ჩემთან.დევი თუ შეგიძლია ფორუმში დაამატე ახალი განყოფილება სახელად “პროგრამირება”-თემა დავწერე და მგონი ცუდ ადგილასაა.საუბარი მაქვს შემდეგ თემებზე:http://talk.pcmania.ge/index.php?showtopic=23
    და
    http://talk.pcmania.ge/index.php?showtopic=22

  3. dixtosa says:

    კომენტარეში კითხვების დასმის თავიდან არიდების, სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება ფორუმი :D

    : ))