გამოაქვეყნე შენი სტატია

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება PCMania-ს ავტორთა და კონტრიბუტორთა ლიგაში!

თუ გსურთ წერა და გაინტერესებს ისეთი თემები როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეო თამაშები და ზოგადად საინფორმაციო / საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მაშინ შეიძლება PCMania თქვენთვის საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდეს.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვწერთ ქართულენოვან თხრობითი სტილის სტატიებს.  ვწერთ ყველაფერზე რაც ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ან შეიცავს მის ელემენტებს) და საინტერესო, შემეცნებით-გასართობი და ამავდროულად სასარგებლო იქნება მკითხველისთვის. ჩვენ გვსურს რომ PCMania-ზე წაკითხული ყოველი სტატიის ბოლოს, როგორც დამწყებმა ასევე საკითხში გარკვეულმა მკითხველმა შეიტყოს საინტერესო ინფორმაცია ან ისწავლოს რაიმე ახალი.

ვის ვეძებთ:

– ვეძებთ პოტენციურ კონტრიბუტორს რომელსაც შეუძლია მინიმუმ სამოყვარულო დონეზე ქვემოთ მოცემული პირობების დაცვით სტატიების წერა.
– კონტრიბუტორობა არ არის ანაზღაურებადი, ამიტომ კანდიდატს უნდა გააჩნდეს ენთუსიაზმი და მოხალისეობის სურვილი.
– სასურველია კონტრიბუტორი აქტიურად ჩაერთოს საქმიანობაში და სტატიები პერიოდულად გამოაქვეყნოს (რასაც შესაძლებელია გარკვეული განვითარება და სარგებელი მოყვეს ჩვენი მხრიდან).

რას ვეძებთ:

– ინსტრუქციის ტიპის (How to), ანალიტიკურ, განხილვის, ბიოგრაფიულ, ისტორიულ ან შემეცნებით-გასართობი ტიპის სტატიას.
– სტატია უნდა იყოს ზომით 250 სიტყვაზე მეტი, კარგად დასათაურებული და გრამატიკულად გამართული.
– სტატია უნდა ეხებოდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ამ სფეროს ადამიანებს, ორგანიზაციებს, მოვლენებს და პროდუქტებს.
– სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ, საკითხთან შესაბამის დასურათებას (რეზოლუცია 600px ან ზევით).
– სასურველია საჭიროების შემთხვევაში თან ერთვოდეს დამატებითი დამხმარე ვიზუალური მასალა (სურათი, ვიდეო და ა.შ.).

რას არ ვეძებთ:

– არასტრუქტურირებულ მწირ შინაარს, გრამატიკულად გაუმართავ ზედაპირულ ტექსტს.
– “ვარეზ”, პირატულ, სამუშაო გარემოსთვის და მოზარდებისთვის შეუსაბამო კონტენტს და მათ ლინკებს.
– ახალი პროგრამების ცარიელ ანონსებს განხილვისა და ანალიზის გარეშე.
– უშინაარსო ფოტოგალერეას, სიებს და ა.შ.
– ზედმეტი დოზით იუმორს და სიმბოლიკას ტექსტში.
– მიზანმიმართულ სარეკლამო ტიპის სტატიებს.

სხვა მოთხოვნები:

– სტატია არ უნდა იყოს კოპირებული სხვა ქართულენოვანი წყაროებიდან, მათ შორის ჟურნალ-გაზეთებიდან ან წიგნებიდან.
– თუ სტატია არის პირდაპირი თარგმანი უცხოური წყაროდან, ან თარგმანთა კრებული სხვადასხვა წყაროებიდან, აუცილებლად უნდა მიეთითოს ინფორმაციის წყარო.
– სასურველია სტატიას არ გააჩნდეს ისეთი შინაარსი რომელიც დროსთან მიმართებაში მაღალ-სენსიტიურია.

რა ტიპის სტატიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ:

დააჭირეთ სათაურს დეტალების ჩამოსაშლელად
ინსტრუქცია
ანალიტიკური
განხილვა
ბიოგრაფიულ-ისტორიული
შემეცნებით-გასართობი

 

როგორ დავიწყოთ:

1. კონტრიბუტორი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი მოწვევით შეგიძლიათ გახდეთ. დაგვიკავშირდით კონტაქტის ფორმის საშუალებით და მოგვწერეთ თქვენს შესახებ, რატომ გსურთ კონტრიბუტორობა და რის შესახებ აპირებთ წერას.

2. კარგი წარდგენის შემთხვევაში, რედაქტორისგან თქვენ მიიღებთ მოწვევას და მარტივ სააპლიკაციო ფორმას რომლითაც გაივლით ჩვენს სისტემაში რეგისტრაციას.

3. რეგისტრაციის შემდგომ შეგეძლებათ ჩვენს სისტემაში შესვლა, სადაც ხდება სტატიების წერა, მასალების ატვირთვა და ჩვენთვის გადმოგზავნა გადასახედად. სისტემა ძალიან მარტივია და მოითხოვს უბრალოდ ტექსტის პროცესორთან მუშაობის უნარებს (მაგ Word, Pages და ა.შ.). სასურველია წინასწარ გადახედოთ როგორ ემატება WordPress-ის სისტემაში ახალი პოსტი და როგორ დავწეროთ სრულყოფილი ბლოგ-პოსტი

4. სტატიის გამოგზავნის შემდგომ მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში სტატია გაივლის რედაქტირებას და გამოქვეყნდება ვებსაიტზე.

ველით თქვენს იდეებს და შემართებას!

გაითვალისწინეთ!

ჩვენი მოსალოდნელი თანამშრომლობისდა მიუხედავათ ეს არ არის ოფიციალური სამუშაო შეთანხმება. მიუხედავად ამისა არასრულწლოვანი პიროვნებების მიერ სტატიების გამოქვეყნება უნდა მოხდეს მშობლის ან ზედამხედველის თანხმობით.

რედაქტორი იტოვებს უფლებას სტატიის ავტორთან შეთანხმების გარეშე შეიტანოს სტატიაში შესწორებები, საერთოდ არ გამოაქვეყნოს სტატია ან წაშალოს ავტორისთვის მიზეზთა განმარტების გარეშე. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს დროს და შრომას და ვიმედოვნებთ რომ ამის საჭიროება არ იარსებებს.

თუ თქვენს მიერ გამოსაქვეყნებლად გადმოცემული სტატია ვერ დააკმაყოფილებს ამ გვერდზე აღწერილ კრიტერიუმებს ის უბრალოდ არ გამოქვეყნდება ვებ-საიტზე (ასევე მიზეზთა განმარტების გარეშე). გთხოვთ ნუ გამოგზავნით გაუმართავ სტატიებს, ზედაპირულად დაწერილ ტექსტს და ასე შემდეგ. ამით როგორც ჩვენს ასევე საკუთარ დროსაც დაზოგავთ.

თუ ამჟამად არ შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სრული სტატიის წერას, ან დიდი ტექსტის დამუშავებას გამართული სტატიის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ მაინც გსურთ საინტერესო საკითხავი გაუზიაროთ მკითხველს, მაშინ ჩვენი ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ასეთი ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად.