3.7″ OLED თაჩსქრინი და 8 მეგაპიქსელიანი HD კამერა – ფაქტიურად ბეჭდების მბრძანებელსაც კი გადაიღებ საკუთარი ხელით! მოკლედ სმარტფონების მოყვარულებისთვის გაფრთხილება!

ამ სტატიას კითხულობთ საკუთარი რისკის ხარჯზე! ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თუ ამ სმართფონის განხილვის შემდეგ თქვენ დაგეწყებათ ყოველღამე უძილობები და დაგემართებათ ისეთი დაავედებაც კი რასაც Samsung i8910 მანია ჰქვია (ისე თქვენს PC მანიას კიდე ეს უნდოდა?)


Samsung i8910 Omnia HD

ეს უბრალოდ ახალი სმარტფონი არაა.. ეს ხელოვნების შედევრია! მართალია თავად სახელი Omnia არც ისე რევოლუციურია რადგან ამ სახელის ქვეშ მისი წინამორბედი მოდელებიც იწარმოებოდა, მაგრამ მთავარი არსი აქ მისი გარეგნობა და წარმადობაა..

ბევრ ტოპ მოდელს არაფრით ჩამოუვარდება ის მონაცემები  რომლებიც ამ სმარტფონს გააჩნია..

მოკლედ, მისი აღმატებულება Samsung i8910 Omnia HD ერთი შეხედვით შემდეგი მონაცემებისაა:

  • ძირითადად: GSM 850/900/1800/1900 MHz, UMTS 900/1900/2100 MHz, GPRS/EDGE class 12, HSDPA 7.2 Mbps, HSUPA 5.76 Mbps
  • ფორმ ფაქტორი: სენსორული თაჩსქრინ დაფა
  • განზომილებები: 123 x 58 x 12.9 მმ
  • ეკრანი: 3.7-ინჩი 16 მილიონი ფერი OLED* თაჩსქრინით, 640 x 360 პიქსელი ( *OLED ტექნოლოგია იძლევა საშუალებას თავად პიქსელი ანათებდეს რაც ბევრად უფრო მკვეთრ და ლამაზს ქმნის გამოსახულებას).
  • მახსოვრობა: 8/16GB ინტეგრირებული მახსოვრობა,  microSD მხარდაჭერა 16GB-მდე.
  • ოპერაციული სისტემა: Symbian S60 5-ე გამოშვება v9.4
  • კამერა: 8 მეგაპიქსელიანი ავტოფოკუს კამერა LED განათებით, გეო-ტეგინგი, სახეების დეტექტირება, ღიმილის გადაღება, WDR და HD ვიდეო ჩაწერა 24 ფრეიმით/წამში.
  • კავშირი: Wi-Fi, Bluetooth 2.0  A2DP, სტანდარტული microUSB პორტი, GPS მიმღები A-GPS-ით  და დამატებით Samsung Mobile Navigator-ი , HDMI.
  • სხვადასხვა: ჩაშენებული აქსელერომეტრი რომელიც კორპუსის ამობრუნებასთან ერთად ეკრანსაც აბრუნებს (ალბათ გეცნობათ iPhone-დან), შეხების სენსორი, FM რადიო RDS-ით, DivX/XviD-ის მხარდაჭერა. მუშაობის დრო: 3G 450 სთ. 2G 600 სთ. / ლაპარაკი 3G 6 სთ. 2G 13 სთ.

ცოტა რამი ინტერფეისის შესახებ..

როგორც პირველი Omnia, i890 Omnia HD-იც იყენებს სამსუნგის TouchWiz სამომხმარებლო ინტერფეისს რომელიც გაძლევთ საშუალებას მოაწყოთ თქვენი მთავარი სქრინი სხვადასხვა ვიჯეტებით (ამინდის პროგნოზი, სიახლეები და ა.შ.). მარცხენა მხარეს არის სპეციალური თრეი სადაც მოთავსებულია სხვადასხვა აპლიკაციები, დაწყებული კალენდრიდან დამთავრებული მუსიკალური პლეერით რომელთა გადმოთრევითაც თქვენ შეგიძლიათ ჰოუმ სქრინზეც დაიყენოთ ვიჯეტებად.

როგორც ხედავთ ძალიან ორგანიზებული და ადვილად სამართავი ინტეფეისია, მითუმეტეს რომ ბოლო ვერსიაში კიდევ ერთი საიდბარია ჩამატებული ვიჯეტებისთვის რაც უფრო სწრაფ და გამოყენებადს ხდის მთავარ სქრინს. თან გიადვილებს ვიჯეტების განლაგებას თქვენთვის კომფორტულ ვარიანტში.

ქვევით გვაქვს გამჭვირვალე თულბარი სადაც მოთავსებულია ჩვენი მესიჯები, კონტაქტები, მთავარი მენიუ და სხვ.

ტექსტის წერაც ძალიან მარტივია.. ტექსტის შესაყვან ველთან უმალვე ჩნდება ვირტუალური QWERTY კლავიატურა რომლითაც ადვილად შეგყავთ სასურველი ინფორმაცია.

ეკრანის ბოლოში გვაქვს YES/NO და მანიუს ღილაკები. მარცხნივ ხმის რეგულატორია, ამასთან იქვეა microSD სლოტიც. მარჯვნივ დასაბლოკი ღილაკია, შეგიძლიათ კამერაც ჩართოთ მარჯვნიდან. Micro-USB-ი პორტიც მარჯვნივაა დატანილი. ზევიდან გვაქვს 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი.. ასე რომ მუსიკაც ჩვენთანაა : )

Omnia-თი გადაღებული ვიდეო (ჩაურთეთ HD ჩვენება)

თავად მოდელი შეგიძლიათ თქვენი მაუსის მოძრაობით შეათვალიეროთ:

ეს i8910 Omnia HD-ია!

Close window

აა.. ფასი გაინტერესებთ ხომ? მინდა გითხრათ რომ სულ ახლახან ჩემმა მეგობარმა ის 999 ლარად ნახა და უმალვე შეიძინა : ) მემგონი ცოტახანში თქვენს ხელშიც დავინახავ ამ სმარტფონს 😉

Comments

comments

4 კომენტარი
  1. სხვა ტელეფონებზეც გააკეტეთ რა რევიები, iPhone, HTC 4G evo…

  2. საღოლ დევი კარგი პოსტია.მაქვს s60 მესამე გამოშვება ხუთი მეგაპიქსელით,მოკლედ n95-ია რა და ვიდეო გადაღებაში განსხვავება ვერ ვიგრძენი,ამ სმარტფონის ფასიც ნორმალურია.

  3. es telefoni arcerti monacemit ar chamouvardeba iphone 3gs garda imisa ro 3gs ze mac OS i ayenia amaze symbian i. erti da igive cortex is 600 mhz iani procesori uyenia orives, fotos es uketess igebs, video amas HD shi aq (iphone VGA). amas aqvs AMOLED 3.7 inchiani erkani imas TFT 3.5 ( ekranebs shoris sxvaoba dzalian didia, dzaliaan !!!!! . sensori iphonisi cotati uketesia. + amas aqvs java s mxardachera, iphones ara.

    detalebi aqedan visesxe, shegidzliat tqvenit naxot. http://www.gsmarena.com/compare.php3?idPhone1=2826&idPhone2=2691

    P.S me orive maqvs da iphones omnia HD mirchevnia bevrad. fasic ufro xelmisawvdomia …

კომენტარები დახურულია