ამ 8 წლის განმავლობაში რამდენი რამ ვისწავლე კომპიუტერში, მაგრამ ყოველთვის შეგხვდება ახალი რამ, რაც არასოდეს გაგიგია ან არ გაგისინჯავს. სწავლა ეს მუდმივი პროცესია , ხოლო ინფორმატიკა კი ეს არის სფერი, რომელიც მუდმივ სიხალეს და განახლებას ექვემდებარება.

მინდა ის ათი ბრძანება გაგაცნოთ, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ კომპიტერში და მგონი ეს მომხმარებელმაც უნდა იცოდეს:

  1. %TEMP% – ბრძანება , რომელიც გახსნის temporary files ფოლდერს. ამ ფოლდერის გახსნა კი ყოველდღიურადაა რეკომენდირებული, რომ უსარგებლო ფაილებისგან გაწმინდოთ თქვენი კომპიუტერი
  2. %WINDIR% – ბრძანება , რომელსაც ასევე ხშირად ვიყენებ, რადგან ყოველთვის მიხდება ამა თუ იმ DLL ან  OCX ფაილის რეგისტრაცია და ამისთვის კი System32 შესვლის უმარტივესი გზაა ამ ბრძანების გამოყენება
  3. %PROGRAMFILES% – ბრძანება, რომელიც გაგიხსნით Program Files ფოლდერს. ეს არის დირქტორია, სადაც პროგრამების უმეტესობა გაქვთ დაყენებული
  4. %USERPROFILE% – ბრძანება, რომელიც თქვენს პროფილს გაგიხსნით კომპიუტერში
  5. winword-ბრძანება, რომელიც გახსნის Microsoft Word-ს
  6. excel- ბრძანება, რომელიც ხნის Microsoft Excel
  7. notepad-ბრძანება, რომელიც ხსნის ტექსტურ რედაქტორს
  8. calc-ბრძანება, რომელიც ხსნის კალკულატორს
  9. firefox-ბრძანება, რომელიც სწრაფად გაგიხსნით ამ ბრაუზერს
  10. regedit-ბრძანება, რომლის მეშვეობიათაც რეესტრში შედიხართ

თითოელი ამ ბრძანების შესასრულებლად შედით : Start > Run და Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ ისინი

ავტორი: geo-geek

Comments

comments

15 კომენტარი
  1. %TEMP% -is micemis mere rom fanjara gaxsna, shig rac failebia (3761-ia),egeni yvela wanashlelebia darchenili?

  2. %TEMP% აქ შესვლის მერე რისი წაშლაა რეკომენდირებული?

კომენტარები დახურულია