question-markგრძელდება PCMania.ge-ზე საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად კი ჩვენი ერთერთი სტუმრის “lexo”-ს კითხვაა “როგორ ვნახო ჩემი კომპიუტერის მონაცემები დეტალურად?”..

მაშ ასე.. სულ მინიმუმ, თქვენი კომპიუტერის შესახებ მწირი ინფორმაცია მაინც რომ მიიღოთ ამისათვის საჭიროა ძალიან მარტივი მოქმედების ჩატარება. უბრალოდ My Computer-ის პიქტოგრამას მარჯვენა წკაპი, მოქმედება როდესაც გამოდის ობიექტის კონტესტური მენიუ. მენიუს შამონათვალში მოძებნეთ [Properties] და დააწკაპეთ, დააკლიკეთ ან დააჭირეთ 😀 (როგორც თქვენს ტერმინოლოგიას შეესაბამება ისე მოექეცით… თუნდაც შეურაწყოფა მიაყენეთ 😀 )

ამ შემთხვევაში გამოვა ფანჯარა რომლის პირველივე გვერდზე ([General] ჩანართში)  წერია ინფორმაცია ჩვენი კომპიუტერის და ოპერაციული სისტემის შესახებ. რა სისტემა აყენია, ვიზეა რეგისტრირებული და რა სიჩქარისაა ჩვენი პროცესორი, თავისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობითურთ 😉

იმ შემთხვევაში თუ უფრო ვრცელი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენი კომპიუტერის ნაწილების შესახებ (თუნდაც ვიდეოდაფა და ხმისდაფა) ამისათვის უნდა გამოვიძახოთ  DirectX diagnositic tool ანუ ჩვენი კომპის დოქტორი DirectX რომელიც დაგვეხმარება დავუსვათ დიაგნოზი ჩვენს აპარატურას და ჩავატაროთ მათი მცირე ტესტირებები (ეს რაღაც სტომატოლოგთან ვიზიტს გავს) 😉

იმისათვის რომ გამოვიძახოთ დოქტორი DirectX-ი საჭიროა შევიდეთ სტარტ მენიუში და გავუშვათ Run ველი. ველში შევიყვანოთ ბრძანება dxdiag  და დავადგაფუნოთ Enter-ზე. გამოვა დიაგნოზირების უტილიტა რომელშიც მოცემულია რამდენიმე ჩანართიი სადაც ნაჩვენებია ინფორმაცია ჩვენი სისტემის, ვიდეოდაფის, ხმის და ქსელის მდგომარეობის შესახებ.

 

არის მომენტი როდესაც უფრო ამომწურავი ინფორმაცია გვჭირდება ჩვენი კომპიუტერის შესახებ.. თუნდაც რამდენიანი ოპერატიულები გვიდგას, რა ტიპის პროცესორი გვაქ, რა პარამეტრები გააჩნია ჩვენს ვინჩესტერს და ა.შ.  ამაში უკვე ძია ვინდოუსი ვეღარ დაგვეხმარება და უკვე საჭირო ხდება სპეციალური პროგრამები რომლებიც ამოგვიყრიან დეტალურ ინფოს ჩვენი პიპიის შესახებ. ასეთი პროგრანები ბლომადაა მეც რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

 

1. Everest Home – ინსტალაცია არ სჭირდება..  გაუშვებთ პირდაპირ Everest.exe-ს და გაიხსნება პროგრამა სადაც მოიპოვებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის თითოეული აპარატურული ნაწილის შესახებ. საკმაოდ სწრაფი, ძლიერი და ზუსტი პროგრამაა.. მარტივია გაოსაყენებლადაც.

Download

 

2.  PC Wizard 2008 – დააცლოებიტ იგივე უტილიტაა უბრალოდ დაინსტალირებაა საჭირო და ინტერფეისისც ცოტა განსხვავებულია. ამ პროგრმაის პლიუსი ისაა რომ შეგიძლიათ სხვა კომპიუტერის მონაცემებსაც შეადაროტ თქვენი კომპის მონაცემები. ასევე ეს პროგრამა გადზლევთ საშუალებას დაუწეროთ შესაბამისი ქულა თქვენი კომპიუტერის კონფიგურაციას. ქულა გამოითვლება სხვადასხვა ნაწილების შედეგების საშუალო არითმეტიკულით.

Download

Comments

comments

9 კომენტარი
  1. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ პაატარა პროგრამას CPU-Z, ხოლო გრაფიკული ადაპტერის დეტალური ინფორმაციისთვის გამოიყენეთ GPU-Z პროგრამა..

კომენტარები დახურულია