თუ უკვე გადმოწერეთ ეს ოპერაციული სისტემა ან გინდათ გადმოწეროთ, მალე მოგიწევთ მისი დაყენება თქვენს კომპიუტერში. იმ შემთხვევაში, თუ რამე  მოხდა და გაგიფუჭდათ DVD დრაივი, მოგიწევთ დაგმოწერილი ფაილი პენ დრაივში შეინახოთ.  თქვენ წარმოიდგინეთ ფლეშ დისკიდანაც შესაძლებელია ოპერაციული სისტემა დაყენება.

თქვენი ფლეშ დისკის ზომა უნდა აღემატებოდეს 4 GB.  თუ უკვე ყველაფერი მზად გვაქვს, შეგვიძლია ინსტალაციის პროცესი დავიწყოთ:

შედით:

Start > Run

და Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება cmd. როგორც კი პრომტის ფანჯარა გამოჩნდება ჩაწერეთ ბრძანება

diskpart

 

ყურადღება მიაქციეთ თითოეული ბრძანების ჩაწერას, რადგანაც საქმე ეხება დისკის ე.წ Partition-ს. ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნეს თქვენი ფაილებისთვის.  ბრძანება diskpart საშუალებას გვაძლევს დისკები გავყოთ რამდენიმე ნაწილად.  ეს ერთადერთი მეთოდი ნამდვილად არ გახლავთ, რომლის მეშვეობითაც დისკების დაყოფა ხდება, მაგრამ საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. იმავე პრომტის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება list disk, ამის მეშვეობით გავიგებთ რა ადგილი უკავია ჩვენს USB-ს.

DISKPART> list disk

Disk ###   Status   Size  Free    Dyn   Gpt
———  ——   —-  —–   —-  —-

Disk 0    Online   37 GB  0 B
Disk 1    Online   41 MB  4118 MB

ჩემს შემთხვევაში ეს არის Disk 1 . რადგანაც ეს უკვე გავარკვიე, უნდა ავირჩიო ეს დისკი შემდეგი ბრძანებით:

select disk 1

წავშალოთ ყველაფერი რაც მასშია მოთავსებული შემდეგი ბრძანებით

clean

როცა დისკი ცარიელი იქნება დროა მის დანაწილებას მივხედოთ:

create partition primary

შემდეგ ამ ბრძანების სისრულეში მოყვანა მოვახდინოთ რამდენიმე ბრძანების თანამიმდევრობით

select partition 1
active

ამის მერე მოგივწევს დისკის ფორმატირება შემდეგი ბრძანებით

format fs=fat32

მივანიჭოთ შესაბამისი დასახელება და გამოვიდეთ:

assign
exit

უკვე ყველაფერი მზადაა საიმისოდ, რომ ჩვენს ფლეშ დისკზე გადავიტანოთ მთელი მასალა, რაც საინსტალაციოდაა საჭირო. Virtual CD-ROM Control Panel ან Daemon Tools მეშვეობით მოგვიწევს ე.წ. ISO  image შემქნა. მერე კი, როცა ყველაფერი მზად იქნება ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება :

xcopy d:\*.* /s/e/f e:\

სადაც xcopy არის ბრძანება, d:\ უთითებს თუ რომელი დისკიდან ხდება კოპირება, *.* ნიშნავს რომ ყველა დასახელების და გაფართოების ფაილია საჭირო,  /s/e/f  ნიშნავს რომ დაკოპირდეს ქვეფოლდერებიც ცარიელი ფოლდერებიანად და თან ნაჩვენები იყოს ჩამონათვალი კოპირებისას, e:\  უთითებს თუ რომელ დისკზე გადაკოპირდეს ეს ყველაფერი.

ანუ ზემოთ მოცემული ბრძანება მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ DVD შეესაბამება d: დისკს და USB შეესაბამება e: დისკს. თუ თქვენი მონაცემები განსხვავებულია, გთხოვთ ჩაასწოროთ. ამის მერე ჩვენი USB დისკი უკვე მზადაა საინსტალაციოდ. თქვენ უნდა გადატვირთოთ კომპიუტერი და BIOS-ში Boot Order შეცვალეთ.

წყარო: Geo-Geek

Comments

comments

22 კომენტარი
  1. და პატარა ლეპტოპი მაქ რა აცეეერის ასპირი … დისკი არ ედება და ეგრე გავაკეთო ჩვეულებრივ კომპზე და მერე ამას შეუერთო ეგრე იზავს??

  2. კი მაგრამ რა საჭიროა მე ვერ ვხვდები ამდენი წვალება როცა შეგიძლია პირდაპირ დაემონით დააინსტალირო?

    თუკი ძველი ვინდოუსი მუშაობს და აქ ასეც ჩანს, რატომ უნდა იწვალო ფლეშკიდან? გადმოიტანე ვინჩესტერზე და გაუშვი დაემონით…

      • მარჯვენა კლიკით ფლეშკაზე გამოვა მენიუ და მონახავ ღილაკს Format

  3. თქვენ წარმოიდგინეთ ფლეშ დისკიდანაც შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების დაყენება. <<<<< ესეც შეასწორე.

    • ამ სტატიის ავტორი ძირითადად ესპანელ კოლეგებთან მუშაობს და ქართულ ტერმინოლოგიასთან ცოტა პრობლემები აქვს ამიტომ თუ რამე შეცდომას ნახავთ შემახსენეთ 🙂 მადლობა დახმარებისთვის..

  4. თუ უკვე გადმოწერეთ ეს ოპერატიული მეხსიერება ან გინდათ გადმოწეროთ, მალე მოგიწევთ მისი დაყენება თქვენს კომპიუტერში. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა და გაგიფუჭდათ DVD დრაივი, მოგიწევთ დაგმოწერილი ფაილი პენ დრაივში შეინახოთ. თქვენ წარმოიდგინეთ ფლეშ დისკიდანაც შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების დაყენება.

    • “თუ უკვე გადმოწერეთ ეს ოპერატიული მეხსიერება” რას ნიშნავს? … რო ვკითხულობდი ცოტა არ იყოს დავიბენი…. 🙂 ოპერაციული სისტემა გინდოდა გეთქვა… ალბათ…:)

  5. თუ უკვე გადმოწერეთ ეს ოპერატიული მეხსიერება ან გინდათ გადმოწეროთ.

    ამ ოპერატიული მეხსიერების გადმოწერა ვერ ვისწავლე………

    • მაპატიე და ოპერატიულ მეხსიერებაში – ოპერაციული სისტემა ხომ არ იგულისხმე? 🙂

კომენტარები დახურულია