რადგან უკვე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა, დღეს სპეციალურ სტატიას შემოგთავაზებთ.

არის სიტუაცია როდესაც ინტერნეტში წააწყდებით თქვენს საყვარელ თამაშს, ან სულაც სრულ პროგრამას. შეიძლება ეს იყოს ოპერაციული სისტემაც.. მაგალითად გადმოვწერეთ Windows 7.

გადმოვწერეთ მაგრამ ის ერთი უცნაური ფაილია რომელიც არაფრით არ იხსნება და სინამდვილეში კი კაი გვარიანად 3-4 გბ-ს იწონის. რა ჭირად გადმოვწერეთ ნეტა? ან საერთოდ რა უნდა ვუყოთ ამ ფაილს?

საქმე იმაშია რომ ფაილი რომელზედაც ეხლა ვსაუბრობთ სინამდვილეში არის დისკის იმიჯი. ანუ ჩვენს ენაზე ეს არის ზუსტი ასლი Windows 7-ს დისკისა რომელიც შენახულია ერთ ფაილად. ასეთი ფაილებია ძირითადად ISO, BIN და კიდევ რამდენიმე ფორმატის ფაილები..

ამ ფაილში წერია ზუსტად რომელი ინფორმაცია, დისკის რომელს სექტორში უნდა ჩაიწეროს, იმისათვის რომ დისკი სწორად ჩაიტვირთოს. ჩვენ თუ ამ ფაილის შიგთავსს ისე უაზროდ, ჩვენს გემოზე ჩავძეძგავდით დისკზე, სამწუხაროდ საინსტალაციო დისკის მაგივრად “ციფრულ დომხალიზაციას” მივიღებდით…

პირველი ნაბიჯები

მოკლედ ასეა თუ ისეა, საბოლოოდ ამ ფაილების მოსავლელად არსებობს სპეციალური პროგრამები რომელთაგანაც ერთერთს ყველა თქვენგანი იცნობს. მისი სახელია Nero, მაგრამ მე დღეს ამ პროგრამას არ გამოვიყენებ რადგან:

1. ჯობს ალტერნატივაც იცოდეთ.

2. პროგრამა რომელსაც მე გამოვიყენებ გაცილებით მსუბუქი და ადვილად სამართავია.

მოკლედ ყველანი ვქაჩავთ პროგრამას Ultra ISO (30 დღიანი საცდელი ლიცენზიით) და ვაყენებთ ძალიან მარტივად.

ultra iso

ჩაწერა

პირველ რიგში იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის და ზომისაა თქვენს მიერ გადმოწერილი იმიჯი, მოამზადეთ შესაბამისი დისკი. ანუ 600-700 მბ CD  და 4.6 გბ-მდე DVD.

ჩადეთ ცარიელი დისკი თქვენს CD/DVD Writer-ში.

ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ფაილთან და ვხსნით ჩვენს მიერ დაყენებული პროგრამით.

image

გამოვა ესეთი ფანჯარა:

image

სადაც ვაწვებით სურათზე წითლად მონიშნულ ღილაკს.

ამის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში კი ვამოწმებთ Recorder ველში ნამდვილად სწორადაა თუ არა მონიშნული ჩამწერი მოწყობილობა.

თუ ყველაფერი კარგადაა ვემზადებით და 3 თვლაზე ვაჭერთ Burn-ს!

(რომელიღაც ენერგეტიკულ სასმელს მახსენებს 🙂 )

image

იწყება მაქსმიმალური სისწრაფით ჩაწერა რაც მალევე დასრულდება.

საფინალოდ თქვენს გადახურებულ CD/DVD-ს ცოტახნით მაცივარში ანთავსებთ გაგრილებისთვის (აუცილებელიც არაა)

და აქ მთავრდება ყველაფერი.. თქვენი დისკი მზადაა.

დამატებითი კითხვები (ღრმად ამ საკითხის შესახებ) დასვით ფორუმზე შესაბამის განყოფილებაში. ველი თქვენს კომენტარებს.

Comments

comments

6 კომენტარი
  1. aucilebeli ar aris ro chawerot tamashi tu programa diskze da mere diskidan gaxsnat. iso/ccd/nrg/bin da ase shemdeg gafartoebebs xsnis programa daemon-tools romelic aris simulatori diskuri mowyobilobebis da ar gchirdebat diskze chawera 😉

კომენტარები დახურულია