ალბათ უკვე ვიცით თუ როგორ შევუცვალოთ ფოლდერს და სისტემურ ფოლდერებს იკონები, მაგრამ საინტერესოა როგორ უნდა შევუცვალოთ My Computer-ში არსებულ (HDD) ვინჩესტერებს იკონები?

ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით:

მეთოდი პირველი:

1) ჯერ ვიმოქმედოთ იმ გზით რითაც ვცვლით ჩვეულებრივი ფოლდერის იკონებს, ანუ ნებისმიერ ფოლდერზე მარჯვენა წკაპით გავხსნათ [Properties], შემდეგ [Costumize] და შემდეგ [Change Icon]

2) აირჩიეთ სასურველი იკონკა და გამოითვალეთ მისი პოზიცია ფაილში. ამისათვის მარცხენა ზედა იკონი მონიშნეთ და ქვედა ისრის გამოყენებით ჩამოჰყევით მონიშვნას და თან დაიწყეთ პოზიციის დათვლა. პირველი იკონი ჩათვალეთ 0-ად ხოლო მეორე (ფურცელი წითელი A-თი) 1-ად, ასე შემდეგ მიადექით სასურველ იკონს (მაგალითად ამ მეთოდით დათვლილი 15-ე იკონი არის My Computer-ის იკონი, მისი პოზიციაა 15). დაიმახსოვრეთ იკონის პოზიცია

2.1) თუ თქვენ არ გნებავთ სისტემურ ფაილში არსებული იკონი და გაქვთ ცალკე ჩამოტვირთული ან თქვენივე შექმნილი ICO ფაილი, უბრალოდ დაიმახსოვრეთ იმ ფაილის მისამართი კომპიუტერში.

3) ამის შემდეგ უნდა დავწეროთ სპეციალური Autorun-ფაილი სასურველი დისკისათვის (მაგალითად D: დისკისათვის), ამისათვის გახსენით Notepad-ი და და პირველ ხაზზე დაწერეთ [autorun], მეორე ხაზზე ICON= შემდეგ იკონების ფაილის ან იკონის მისამართი, და მძიმის შემდეგ იკონის ინდექსი (თუ იკონების DLL ფაილს იყენებთ), მაგ:

[autorun]

ICON=C:\WINDOWS\SYSTEM\SHELL32.DLL,15

ან ასე:

[autorun]

ICON=D:\DEVI\PCMania\hard_drive.ico

4) ამის შემდეგ Notepad-ში მიეცით Save As და ფაილს დაარქვით სახელი autorun.inf , ფაილი დაასეივეთ იმ დისკზე რომლის იკონკაც გსურთ რომ შეიცვალოს, მაგალითად D: -ზე (არ დაგავიწდეთ რომ ფაილი უნდა იყოს პირდაპირ დისკზე და არა მის რომელიმე ფოლდერში. თუ ეს ფაილი ხელს გიშლით და თვალში გეჩხირებათ უბრალოდ: მარჯვენა წკაპით გავხსნათ [Properties] და მონიშნეთ “სკვინჩა” [] Hidden )

შემდეგ OK და ერთი Restart-ი!

მეთოდი მეორე:

1) ვინც რეესტრში მუშაობა იცის მათ საყურადღებოდ. Start > Run-იდან გაუშვით Regedit ბრძანება

2) გამოსულ რეესტრის რედაქტორში გააჭერით მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrenTVersion\Explorer

3) მოძებნეთ Explorer ფოლდერის ქვე ფოლდერი driveicons , თუ ასეთი ფოლდერი არ არსებობს უბრალოდ Explorer ფოლდერზე მარჯვენა წკაპით მიეცით New > Key  და ახალგახსნილ პაპკას დაარქვით driveicons

4) შემდეგ მოძებნეთ ან შექმენით მისი ქვე ფოლდერი C, D ან E და ა.შ. (სასურველი დისკის სახელი)

5) არჩეული ან შექმნილი  (C, D და ა.შ.) სახელის ფოლდერის შიგნით შექმენით ან გახსენით კიდევ ქვეფოლდერი DefaultIcon.

6) DefaultIcon ფოლდერში მარჯვენა ფანჯარაში გამოჩენილ წითელ String Value-ს  (Default აწერია) მიაწკაპუნეთ ორჯერ

7) გამოსულ ფანჯარაში Value  Data ველში ჩაწერეთ იკონების ფაილის ან იკონის მისამართი, და მძიმის შემდეგ იკონის ინდექსი (თუ იკონების DLL ფაილს იყენებთ), მაგ:

C:\WINDOWS\SYSTEM\SHELL32.DLL,15

ან:

D:\DEVI\PCMania\hard_drive.ico

შემდეგ OK და ერთი Restart-ი!

ყველაფერი მზადაა… იმედია ეს ორივე მეთოდი გამოგადგებათ და თქვენი HDD დისკებიც უფრო ლამაზი და თვალშისაცემი გახდება 🙂

ესეც ჩვენგან საჩუქრად:

ჩამოქაჩე  .ico ფაილად

ჩამოქაჩე  .ico ფაილად

ჩამოქაჩე  .ico ფაილად

ჩამოქაჩე  .ico ფაილებად

წარმატებებს გისურვებთ!

DEVI

PCMania.ge

Comments

comments

10 კომენტარი
  1. ხომ ვერ მეტყვით როგორ უნდა შევცვალო Recycle Bin-ის სახელი. Vista-ზე მარტივად იცვლება, ხოლო XP-ზე არა. ადრე სადღაც ვნახე და იქნებ დამეხმაროთ.

    • წესით ვინდოუსის რეესტრში უნდა ეძებო, სამწუხაროდ მისამართი ზუსტად არ მახსოვს 🙂

  2. დევი,მეორე მეთოდით ანუ რეესტრში ჩანაწერით(I მეთოდი ლოგიკურად აქ არ გამოდგება) ვცადე cd-dvd იკონების შეცვლა, მაგრამ არ გამოვიდა. ფლეშკის (ანუ removable disk)იკონა კი თავისულად შეიცვალა პირველი მეთოდით.

    • imito rom eg metodi aris HDD-istvis da ara CD/DVD-stvis 🙂 1 metodi CD/DVD-ze logikurad gamodgeba ogond tviton diskistvis, anu ro chadeb disks iq sxva ikonka gachndebaa 🙂

  3. აუჰ, საღო მაგარი პოსტია მარა ამდენ წვალებას ისე არ ჯობია როგორც იყო ისე დარჩეს?
    მარა ბევრი ვიცი რო ნაღდად გადააკეთებს. საღოლთ მაგარია

  4. გაიხარე,დევი! შეუფასებელ დახმარებას გვიწევ ხოლმე კომპეტენტური რჩევებით

კომენტარები დახურულია